While Competitors Sleep - How Georgia's First AI Character is Changing the Rules of Marketing?

11. 05. 2026

როდესაც ტრადიციული ბიზნესი მომხმარებლის ღამის 2 საათზე გამოგზავნილ მესიჯებს დილით, ყავის სმის პარალელურად პასუხობს, Lemons Development-მა მომსახურების სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. გაიცანით ალფიკო - პირველი ქართველი AI ასისტენტი, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე რევოლუციას ახდენს და პარალელურად, დამოუკიდებელ, მონეტიზებად მედია-აქტივად და ინფლუენსერად ყალიბდება.

თანამედროვე სამყაროში ცხოვრების ტემპი დაჩქარდა. მომხმარებელი იმპულსურია, მას შეიძლება შუაღამისას გაუჩნდეს პროდუქტის შეძენის სურვილი და იქვე დასვას კითხვა. რა ხდება ამ დროს? პასუხი არსად არის. სანამ გათენდება, სანამ პასუხისმგებელი მენეჯერი ყავას დალევს და დილის ამბებს მოისმენს, მომხმარებელს შეძენის სურვილი უკვე გამქრალი აქვს. სწორედ ამ გაჭიანურებულ მოლოდინში კარგავენ კომპანიები მომხმარებლებსა და სოლიდურ ფინანსებს, რაც საბოლოოდ თავად პროდუქტს აძვირებს.

ამ გლობალური გამოწვევის საპასუხოდ, Lemons Development -ის გუნდში ახალი წევრი ალფიკო გამოჩნდა. ის არ არის რიგითი, უემოციო ჩატბოტი, მას საკუთარი, ცოცხალი იდენტობა აქვს: ცხოვრობს "ალფა სახლის“ პროექტში "სხვა უბანი“ დიდ დიღომში და 24 საათის განმავლობაში კონსულტაციას უწევს მათ, ვისაც ბინის შეძენა სურს. ალფიკომ ზუსტად იცის პროექტის ყველა დეტალი. არასდროს იღლება, არ სჭირდება შვებულება და არც სურდოს გამო აცდენს სამუშაო დღეებს. მისი მამოძრავებელი ძალა უმაღლესი პასუხისმგებლობა და თვითდისციპლინაა.

წლების წინ, ქართულ ბაზარზე პერსონალიზაციის პიკი "ბალი ბიჭუნა“ იყო. დღეს კომპანიები უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ ცნობილ სახეებზე, თუმცა, თუ ეს ადამიანი წავა, ბრენდს უწევს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ალფიკომ კი ეს პრობლემა საერთოდ მოხსნა, ის კომპანიის სამუდამო, განვითარებადი და მზარდი აქტივია.

მან უკვე გადააბიჯა მხოლოდ კონსულტანტის როლს. ალფიკოს აქვს დამოუკიდებელი არხები Facebook -ზე, Instagram -ზე, YouTube -ზე, TikTok -სა და Linkedin -ზე. ის იქცა დამოუკიდებელ ციფრულ პერსონაჟად. სულ მალე, მსგავსი AI ინფლუენსერები გახდებიან პლატფორმები, რომლებსაც სხვა ბრენდები დაასპონსორებენ. ეს ნიშნავს, რომ ალფიკო არა მხოლოდ დაზოგავს კომპანიის რესურსს, არამედ თავად გახდება ფულის შოვნის ახალი, დამოუკიდებელი წყარო.

არ გჯერათ მისი შესაძლებლობების? 

მიუხედავად იმისა, ბინას ეძებთ თუ ინოვაციურ სარეკლამო არხს, სცადეთ ალფიკოსთან საუბარი დღესვე: ის დაგეხმარებათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში, მისი დასპონსორება კი თქვენს ბიზნესს უმაღლეს მწვერვალზე აიყვანს.

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!

Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.

მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01