კარიერა
მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ურთიერთპატივისცემასა და კოლეგიალობაზე დაფუძნებული სამუშაო ატმოსფერო, ჯანსაღი და საქმიანი ურთიერთობები
მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ურთიერთპატივისცემასა და კოლეგიალობაზე დაფუძნებული სამუშაო ატმოსფერო, ჯანსაღი და საქმიანი ურთიერთობები როგორც მომხმარებლებთან, ასევე თანაგუნდელებთან, კოლექტივის მუდმივი სწრაფვა წარმატებისკენ - სწორედ ეს აქცევს ლემონსს გამორჩეულ დამსაქმებლად.
“Teamwork is the ability to work together toward a common vision. The ability to direct individual accomplishments toward organizational objectives. It is the fuel that allows common people to attain uncommon results.”
/Andrew Carnegie/
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია „ლემონსის’’ კარიერის გვერდზე. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, საქმიანობა წარმართოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა გარემოცვაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას, ფინანსურ კმაყოფილებას და კარიერულ წინსვლას. ლემონსელები ვქმნით მაღალი სტანდარტის, გამართულ, კომფორტულ და დამკვეთზე მაქსიმალურად ოპტიმიზირებულ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს. ჩვენ ბაზარზე პიარის, მარკეტოლოგიის, პროექტ - მენეჯმენტის, კვლევის, დიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ღირებული გამოცდილებისა და მაღალი რეპუტაციის გუნდი ვართ!
ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი სოლიდური რესურსი (სარეკლამო არხები, ტექნიკური შესაძლებლობები) და გუნდია, რომელიც ოპტიმალურად იყენებს ამ რესურსს. მუდმივად ცვალებად სამყაროში ჩვენ ვზრუნავთ პარტნიორების განვითარებასა და სტაბილურ წარმატებაზე. ვაფასებთ ურთიერთმომგებიან ცოდნასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობის სტილი ღია, პოზიტიური, თანამედროვე, დინამიური, აქტიური და, რა თქმა უნდა, მხიარული და ხალისიანია!
ლემონსში მუშაობა ეს არის საინტერესო, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი გამოცდილებებით გაჯერებული კარიერა. ჩვენი ბორდის მიზანია მოვიზიდოთ განსაკუთრებული უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის მქონე ადამიანები. თანამშრომლებს ვთავაზობთ კარიერული წინსვლის გამჭირვალე სქემას, შესაბამისად, ისინი მუდმივად ხედავენ, რა შესაძლებლობები არსებობს მათი კარიერული განვითარებისთვის.
კვალიფიციურ, კრეატიულ, მიზანმიმართულ პროფესიონალებს ჩვენს კარიერული წინსვლია და განვითარების საშუალებას ვაძლევთ! ჩვენ ვთვლით, რომ სამუშაო გარემო უნდა იყოს ორმხრივ ნდობაზე, პატივისცემაზე, ჩართულობასა და მრავალფეროვნებაზე დამყარებული.
Lemons-ში მუდმივად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ გამორჩეულ ურთიერთობებზე დაფუძნებული კულტურა და თანამშრომლებს შევთავაზოთ საუკეთესო პირობები იმისთვის, რომ იმუშაონ თავდაჯერებულად, იმოქმედონ აუცილებელი თავისუფლებით, რის საშუალებასაც სათანადო ცოდნა და პროფესიონალიზმი აძლევთ.
"Alone we can do so little; together we can do so much."
საქმიანი სამუშაო სივრცის მიღმა ლემონსელები ვართ მეგობრები, რომლებიც არაჩვეულებრივად ვატარებთ დროს არაფორმალურ გარემოში. თიმბილდინგ აქტივობები, ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა, კორპორატიული წვეულება - თითოეულ ჩვენგანს საშუალებას აძლევს თავი იგრძნოს დიდი და ძლიერი გუნდის წევრად, სადაც ურთიერთობები მნიშვნელოვანია. ჰუმანური რესურსი ლემონსის ყველაზე ღირებული აქტივია. ექსკლუზიურად მაღალ დონეზე შესრულებული სერვისების მიღმა ადამიანები დგანან, რომელთა ძალისხმევა და პროფესიონალიზმი შეუფასებელია. ჩვენ ვცდილობთ წავახალისოთ გუნდის წევრების ინიციატივა და განვითარების სურვილი; ვქმნით ჯანსაღ გარემოს, სადაც კომფორტი, ჩართულობა, გუნდური მუშაობა და ურთიერთობები არსებითი ფაქტორებია. ლემონსელები არიან კომპანიის მთავარი დასაყრდენი საერთო წარმატებაში.
Coming together is a beginning.
Keeping together is progress.
Working together is success!