კომპანიის სახელის შექმნა
კომპანიის სახელწოდების შექმნის ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებაა.
კომპანიის სახელწოდების შექმნის ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებაა. პროდუქტის ან კომპანიის სახელის შერჩევა წარმოადგენს მისი პოზიციონირების, უნიკალური სტილის, ინდივიდუალურობის, იდეისა და ამასთანავე ბრენდის ისტორიის შექმნას!
პირველი ყურადღებას კომპანიის სახელი და ლოგო იქცევს. ის უნდა იყოს მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი, იმდენად რომ როდესაც კონკრეტულ მომენტში ადამიანი არ საჭიროებს თქვენ სერვისს მიიქციოს ყურადღება და საჭიროების შემთხვევაში ქვეცნობიერი მას შეახსენებს თქვენ შესახებ.
მომსახურების პირობები:
უნდა ჩატარდეს ბაზრის კვლევა,
შესწავლილ იქნეს კონკურენტების სტრატეგია,
უნდა მოხდეს უცხოური ბაზრის განხილვა,
ბრენდის საქმიანობის სფეროების მიხედვით ემოციური პარალელების მოძიება,
მითოლოგიური პარალელების შესწავლა
შერჩეული სახელწოდებების მოწოდების და მისი განხილვის შემდეგ სახელწოდებამ უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს პასუხი:
შეზღუდავს თუ არა მოცემული სახელწოდება კომპანიის საქმიანობის სფეროს?
არის თუ არა სახელწოდება მარტივი, ერთი ამოსუნთქვით წარმოთქმადი?
როგორ აფასებენ სახელწოდებას თქვენი პოტენციური მომხმარებლები?
იგებენ თუ არა მის არსს უცხო ადამიანები?
არის თუ არა ვიზუალურად ეფექტური, და მარტივად აღქმადი?
ხომ არ იმეორებს უკვე ცნობილი კომპანიის იერსახეს?
არის თუ არა თავისუფალი შესაბამისი ინტერნეტ მისამართი(დომეინი)?
დაიმახსოვრეთ! სახელწოდებას ყველაფრის ერთდროულად გამოხატვის ვალდებულება არ უნდა დააკისროთ, რადგან მან ბრენდის შესახებ ზოგადი წარმოდგენა უნდა შექმნას.
თუ თქვენი რეაქცია ბუნებრივი ღიმილი იქნება სახელის პირველად გაგონებისას, მაშინ შეჩერდი, შენ მიაგენი სასურველს.
არსებობს სახელების რამდენიმე კატეგორია:
ფუნქციონალური სახელები – სახელების კატეგორია, რომელიც პირდაპირ გამოხატავს და გადმოსცემს პროდუქტისა თუ მომსახურების დანიშნულებას. ამ კატეგორიას ირჩევს კომპანიების დიდი უმრავლესობა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი სახელები სუსტი კატეგორიის სახელწოდებას მიეკუთვნებიან. (AOL, MSN).
ემპირიული სახელები – სახელების კატეგორია, რომლებიც გამოხატავენ პროდუქტთან თუ სერვისთან დაკავშირებული ქცევის შედეგად მიღებულ განცდასა თუ გამოცდილებას. (Safari, Explorer, Navigator).
მეტაფორული სახელები – სახელების კატეგორია, რომელიც საკუთარი შინაარსით მეტაფორულად, არაპირდაპირ უკავშირდება პროდუქტის, ბრენდის რაობას. იგი გადმოსცემს ისტორიას, ამბავს, ხატავს სურათს და საზოგადოებას წარმოუდგენს ბრენდის არსს. იგი ფუნქციონალური სახელებისაგან განსხვავებით გადმოსცემს ბრენდის პოზიციონირებას და არა მის ფუნქციურ დანიშნულებას (Yahoo!, Opera).
გამოგონილი სახელები – სახელების კატეგორია, რომლებიც თავისთავად არანაირ კავშირში არაა კონკრეტულ პროდუქტთან. ხშირ შემთხვევაში იგი წარმოადგენს შეთხზულ, შედგენილ სიტყვას, რომელსაც განცალკევებული მნიშვნელობა არ გააჩნია.(Google, Mozilla).