აუთსორსინგული გაყიდვები სამშენებლო კომპანიებისთვის
თანამედროვე ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში მძაფრი კონკურენციაა, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა. მთელი ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის, მასშტაბით დეველოპერული პროექტების სიმრავლე, მომხმარებელს გარკვეულწილად აბნევს და არჩევანის გაკეთებას ურთულებს. ჩვენი კომპანია უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველს სწორედ ამ დილემის გადაწყვეტაში ეხმარება, აწვდის დროულ და ადეკვატურ რეკომენდაციებს, აცნობს ყველაზე ოპტიმალურ და მომხმარებლის საჭიროებასა და ნება-სურვილზე მორგებულ ალტერნატიულ ვარიანტებს, ხოლო სამშენებლო კომპანიებს კი – ბრენდისა და პროდუქტის/მომსახურების პოპულარიზაციასა და შესაბამისად, გაყიდვების უპირობოდ ზრდას სთავაზობს.
ამგვარად, აბსოლუტურად განსხვავებული პირობებით, საკუთარ თავზე ვიღებთ სამშენებლო კომპანიების გაყიდვების პროცესების სრულ მართვას!
,,ლემონსი’’ მარკეტინგის სფეროში არის ნოვატორი კომპანია, სადაც თქვენი და თქვენი ბიზნესის წარმატებაზე, ცნობადობაზე, განვითარებასა და წინსვლაზე ფიქრობენ, მსჯელობენ და ზრუნავენ: მარკეტინგისა და პიარის მენეჯერები, მაღალკვალიფიციური დეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები, კვლევის, ანალიტიკის სპეციალისტები! გლობალურ გამოწვევებსაც ინოვაციური პროდუქტებით ვპასუხობთ. პანდემიამ დაგვანახა, რომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ახლებური ხედვა, ხოლო გუშინდელი მარკეტინგული ინსტრუმენტები და კარგად ნასწავლი აქტივობები მოძველდა და აღარ მუშაობს, ამაში სფეროს ექსპერტებიც ერთმნიშვნელოვნად გვეთანხმებიან.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, ჩვენ, პირველებმა, განვახორციელეთ დამკვეთი კომპანიის მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და გაყიდვების მიმართულებაში მომგებიანი ინვესტირება და ისეთი შედეგებზე გავედით, რომელმაც მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. საბოლოო ჯამში, გაყიდვების წარმატებით დასრულების შემდეგ, შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურებაც მივიღეთ.
სწორი მოლოდინებისთვის შესრულებული სამუშაოს დეტალური ანალიზი მოვახდინეთ, რომლის საბოლოო მონაცემებსაც სიამოვნებითა და სიამაყით ვუზიარებთ ფართო საზოგადოებას: სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობის პირველივე თვეს ჩვენი შედეგი მთლიანი გაყიდვების მოცულობის 5 - 7%-ს შეადგენს და დღემდე ყოველთვიურად 10 -%-მდე განუხრელად მზარდ ტენდენციას ვინარჩუნებთ. ეს კი ნებისმიერი სამშენებლო კომპანიისთვის დიდი კომფორტია.
თუ გსურთ თქვენი სამშენებლო კომპანიის საქმიანობას იცნობდეს ყველა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მოემზადეთ თქვენც!
ჩვენი წარმატებული პროექტების შესახებ ნარატივი არაერთ გვერდს მოიცავს, თუმცა მათ შორის ყველაზე განსაკუთრებული სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი თვალით იხილა ფართო საზოგადოებამ: ,,ალფა რეზიდენსი“ დღესდღეობით საკმაოდ წარმატებული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პირველი გვენდო და საკუთარი სამშენებლო პროექტის - სახლი კიკვიძის ბაღთან - ექვსი თორმეტ სართულიანი კომპლექსის ექსკლუზიური გაყიდვების უფლება გადმოგვცა. მიღებულმა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და შედეგად, 2018 წლის ზაფხულში გაფორმდა ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვით ,,ალფა რეზიდენსმა’’, ანალოგიური პირობებით, უკვე სხვა პროექტებიც ჩაგვაბარა: სახლი ბაგებში, სახლი წერეთელზე, სახლი ისანში, სახლი ვაჟაზე, სახლი ნუცუბიძეზე.
,,აუთსორსინგული გაყიდვების შეთავაზება სამშენებლო კომპანიებისთვის’’ არის ერთ-ერთი აქტუალური და დროული პროექტი თანამედროვე ქართულ ბიზნეს საქმიანობაში. 2018 წელს ,,ლემონსი’’ აღმოჩნდა ფაქტიურად პირველი კომპანია, რომელმაც ეს ინოვაციური პროდუქტი შექმნა, სრულყო, გამოიტანა სეგმენტურ ბაზარზე და დადო, როგორც სრული მარკეტინგული მომსახურება სამშენებლო კომპანიებისთვის მოქმედი - ინვესტირების პრინციპით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენ სამშენებლო კომპანიებს ვთავაზობთ თითქმის ასპროცენტიან დაფინანსებას მარკეტინგული მომსახურებების მიმართულებით, - მათი პროდუქტების გაყიდვების ხელშემწყობი და მასტიმულირებელი ბიზნეს -ტრეფიკის უზრუნველყოფის მიზნით.
ჩვენი კომპანია მუშაობს ექსკლუზიური კონტრაქტის პირობებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაწილობრივ შევცვალეთ თანამედროვე ქართული სამშენებლო ინდუსტრია და მისი ზოგიერთი მიმართულება. ,,ლემონსის’’ საავტორო აუთსორსინგული გაყიდვების ინოვაციური შეთავაზების პროდუქტისა და პროექტის სტრატეგიული დაგეგმარების საშუალებით, გაყიდვების პროცესის მართვა და სარეკლამო დამოკიდებულება აღნიშნულ სფეროში სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და მაღალხარისხიანი გახადა სამშენებლო კომპანიის საქმიანობა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ბრენდის ქვეშ სხვა მრავალი პროექტის შექმნის საშუალება მიეცათ.
თუ აქამდე მშენებელს თავად უწევდა ეკეთებინა ყველაფერი ერთად: მშენებლობის პროექტის მართვა, გაყიდვების გუნდის შერჩევა, მარკეტინგული გათვლების შემუშავება, სოციალური მედიის მართვა, ანალიზი და რეპორტინგი, ბიუჯეტის კონტროლი, იურიდიულ ნაწილზე პასუხისმგებლობა, ცხელი ხაზის მართვა და სხვა, ჩვენთან თანამშრომლობის შემდეგ, აუთსორსინგული გაყიდვების შეთავაზების ამოქმედების მერე, სამშენებლო კომპანიას ეძლევა საშუალება, სრულყოფილად დაკავდეს მხოლოდ თავისი ძირითადი საქმიანობით და კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს: პროექტირება, გეგმარება. ასევე ორიენტირება მოახდინოს: სახელმწიფო სტრუქტურებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადებაზე, მშენებლობის სწორ მიმდინარეობაზე, ხოლო მარკეტინგულ საქმიანობაზე, გაყიდვების პროცესის მართვაზე, შესახლებაზე, მომხმარებელთან და მობინადრესთან ინტერაქციაზე, ბრენდის პოპულარიზაციაზე ვიზრუნებთ ჩვენ...
სამშენებლო კომპანიასთან აუთსორსინგული გაყიდვების შეთავაზების ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან, ,,ლემონსი’’ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ძირითადად საკუთარი ფინანსური რესურსის ხარჯზე, მართოს და შეასრულოს დაკისრებული უფლება-მოვალეობები. აღნიშნული სტრატეგია, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანიის ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან დაზოგვას და ფინანსური რესურსების რაციონალურ განაწილებას. ამასთან ფაქტიურად ნულამდე არის დაყვანილი გარკვეული ტიპის რისკები, რაც მოიცავს უამრავი შესაძლო პრობლემის დროულ მოგვარებასა და თავიდან აცილებას: მომხმარებელთან სადავო სიტუაციის განმუხტვით დაწყებული, აშენებული კორპუსისა და მიმდებარე ტერიტორიის შემდგომი ზედამხედველობის პროცესის, ჩვენი ნდობით აღჭურვილი, ამხანაგობის თავმჯდომარისთვის გადაბარების საკითხით დამთავრებული.
თუ თქვენი სამშენებლო კომპანია დაინტერესებულია ,,ლემონსის’’ კრეატიული გუნდის მიერ შემქნილი პროექტით-,,აუთსორსინგული გაყიდვების შეთავაზება’’ და სურს, რომ ჩვენთან პარტნიორული თანამშრომლობით:
მნიშვნელოვნად გაიმარტივოს, სწრაფად და პროფესიონალურად მართოს მარკეტინგული საქმიანობა, დაზოგოს დრო და შეიქმნას კომფორტი;
შეამციროს ადამიანური რესურსების არარაციონალური განაწილება;
შეამციროს და სწორად გათვალოს სავარაუდო ფინანსური დანახარჯი;
აირიდოს რისკები;
გაზარდოს ბრენდის, პროდუქტის, მომსახურების ცნობადობა და მოახდინოს წარმატებული პოზიციონირება ქართულ სამშენებლო ინდუსტრიის ბაზარზე და სხვ.
მაშინ გაეცანით ჩვენი ინოვაციური შეთავაზების სრული სპექტრს!
ჩვენთან თანამშრომლობის ყველაზე დიდი უპირატესობა ,,ლემონსის’’ უდიდესი რესურსია: მრავალფეროვანი სარეკლამო არხები, ტექნიკური შესაძლებლობები და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ რესურსს ოპტიმალურად იყენებს და ზრუნავს პარტნიორი კომპანიის რეპუტაციაზე, წარმატებაზე და, რაც მთავარია, შედეგზე – გაყიდვების ზრდაზე, არა მხოლოდ რაოდენობრივად არამედ ხარისხობრივადაც.
ჩვენ სრულად ვაფინანსებთ საჭირო სარეკლამო აქტივობებს, მარკეტინგულ საჭიროებებს და ვუზრუნველყოფთ თანამშრომლებს, როგორც ტექნიკური აღჭურვილობით ასევე PR ატრიბუტიკით (ბროშურა, ფლაერი, სავიზიტო ბარათი, ტიტულიანი ფურცელი (ბლანკი), საქაღალდე და ა.შ). ამასთან ვგეგმავთ და ვახორციელებთ საჭირო აქტივობებს ბრენდის განვითარების ხელშეწყობისთვის (კორპორატიული ღონისძიება, მომხმარებლის ლოალობაზე ორიენტირებული სადღესასწაულო ივენთები, ბიზნეს გამოფენები, და ა.შ).
ჩვენ უზრუნველვყოფთ გაყიდვებთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა მომსახურების მართვას ჩვენი ფინანსური რისკის საფუძველზე:
ბრენდირება
არქიტექტურა, გრაფიკული მხარდაჭერა
გაყიდვების მართვა
ვებ გვერდის შექმნა
PR და მარკეტინგი
პოლიგრაფია
იურიდიული მომსახურება
ცხელი ხაზის დანერგვა და მართვა
სოციალური მედიის მართვა
Google Ads
ოფისის მხარდაჭერა
საიტის ტექნიკური საფორთი (მხარდაჭერა)
კონტენტ მენეჯმენტი (კონტენტის მართვა)
ბლოგის წარმოება
ცხელი ხაზის ტექნიკური მხარდაჭერა
SMS სერვისი - დაგზავნა
ანალიტიკა
ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ პროექტს საჭირო ადამიანური რესურსით:
გაყიდვების მენეჯერებით
ცხელი ხაზის ოპერატორებით
ობიექტის ოპერატორებით
ონლაინ პლატფორმის ოპერატორებით
მარკეტოლოგებით, PR სპეციალისტებით
ბიზნეს ანალიტიკოსებით
ადმინისტრაციული მენეჯერებით
გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერებით (Post Sale)
ხარისხის მართვის პროფესიონალებით
ჩვენ მთლიანად უზრუნველვყოფთ გადახდების კონტროლს – შიდა განვადების შემთხვევაში თანხების ყოველთვიურად შეუფერხებლად შემოდინებას, ბანკებთან ურთიერთობას – მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობებით იპოთეკური სესხებით სარგებლობას.
ჩვენ ვარკვევთ თქვენი სამშენებლო კომპანიის პროდუქტისა და მომსახურების საფასო პოლიტიკას ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე, რათა შემდგომ პროექტი აკმაყოფილებდეს პოტენციური სამომხმარებლო სეგმენტის ნება-სურვილს და საჭიროებას. ამავდროულად, შესაბამისობაში მოდიოდეს სეგმენტურ ბაზარზე არსებული ანალოგების განფასებებთან მიმართებაში (არ იყოს შეუსაბამოდ ძვირი ან იაფი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია წინმსწრები ანალიტიკური დასკვნის არსებობა, რათა გაყიდვების პროცესს არ შეექმნას დაბრკოლება: საბაზრო ფასთან მნიშვნელოვანი ზედმეტობითი შეუსაბამობა მაღალბიუჯეტიანი რეკლამების დახმარებითაც რთულად კომპენსირდება. ასეთ დროს ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, თუნდაც ფასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად მომგებიანს ხდის ბიზნეს გარიგებას და თავიდან აგარიდებთ უსაფუძვლო დანახარჯს.
ჩვენი სტრატეგიით, სამშენებლო კომპანიის პროდუქტის (ბინა, სახლი, ფარეხი, აპარტამენტი...) ფასწარმოებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ობიექტის ადგილმდებარეობა, სიდიდე, შეთავაზებათა დამატებითი პაკეტის არსებობა (ბენეფიტ-პაკეტები), გადახდის სისტემა, სამშენებლო კომპანიის ცნობადობა, გამოყენებულ მასალათა ხარისხი, მწარმოებელი ბრენდის პრესტიჟულობა და სხვ.
ჩვენთან თანამშრომლობას თქვენთვის მოაქვს დაზოგილი:
შედეგად, სამშენებლო კომპანია იღებს არაერთ სარგებელს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია გაზრდილი:
ამიტომ თქვენ, როგორც პროფესიონალებმა, მშვიდად შეგიძლიათ გააგრძელოთ ძირითადი საქმიანობა – საინჟინრო-არქიტექტორული ნიმუშების შენება, ბრენდის განვითარების და გაყიდვების პროცესის მართვა კი ჩვენ – დარგის პროფესიონალებს გვანდოთ!
სრული მომსახურება მოიცავს
ბრენდ ბუქის შექმნა:
- ბრენდირებული ატრიბუტების განსაზღვრა
- ბრენდირებული ატრიბუტების დიზაინის შექმნა ( სატიტულო ფურცელი, სავიზიტო ბარათი)
- ბრენდირებული ატრიბუტების დამზადება
- სადღესასწაულო ბრენდირებული საჩუქრების განსაზღვრა დამზადება - მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის
- ბრენდირებული აქსესუარების მარაგების მართვა
არქიტექტურული ფაილების მომზადებაკონსულტაციაბინების გეგმარება
- კორპუსის 3D ვიზუალიზაცია
- ბინების და სართულის 3D ვიზუალიზაცია
- ვიდეოს 360 გრადუსით ვიზუალიზაცია
- რეკრეაციული სივრცის 3D ვიზუალიზაცია
რეკრეაციული სივრცის დაგეგმარებაგამწვანების პროექტირებაგამწვანების მოწყობამაკეტის შექმნასამშენებლო ეტაპების გაწერა/მონიტორინგი
გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება:
გაყიდვების მენეჯერების მოძიება:
სამშენებლო სფეროში გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე გაყიდვების მენეჯერების გადამზადება და გაყიდვების ობიექტზე მათი მივლინება, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს გაყიდვების ობიექტზე არსებული შეხვედრების დაგეგმვასა,შესრულებას და გაყიდვების პროცესს.
გაყიდვების მენეჯერების სტაჟირება/გადამზადება.
გაყიდვების პროცესის აღწერა:
გაყიდვების მენეჯერებისთვის საინფორმაციო დოკუმენტის სრული აღწერისა და გაყიდვების სცენარის შექმნა:
ყველა გაყიდვების მენეჯერს აქვს კორპორატიული სატელეფონო ნომრები, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ გაკონტროლდეს ყველა შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარები.კორპორატიული ნომრების შექმნა.
გაყიდვების მენეჯერების სამოტივაციო სქემის შექმნა და ყოველთვიური მონიტორინგი.
მისტიური მომხმარებლის შექმნა, მონიტორინგი და რეპორტინგიგაყიდვების მენეჯერების სახელფასო მოდელის შექმნაგაყიდვების გეგმა (ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, პროექტზე ორიენტირებული)მარაგების/ნაშთების მართვაგაყიდვების თანამშრომლების შესრულებული სამუშაოების რეპორტი (შეხვედრები, გაყიდვები, საშუალო მაჩვენებელ ერთ ერთეულზე, ჯამური მაჩვენებელი თვეების და კვარტლის და პროექტის მიხედვით)შეხვედრების აღწერა, მონიტორინგი და გაყიდვებად კონვერტაცია
გაყიდვების მენეჯერების გამოკითხვა, გასაყიდი პროდუქტების ხარვეზები, დადებითი და უარყოფითი მხარეები, მომხმარებლის ინფორმაციის ამოღება:
სოციალური მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობის და ლოიალურობის გასაზრდელად საუკეთესო, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მისი გავლენა ადამიანთა სრულიად განსხვავებულ ასაკობრივ, ნაციონალურ, სოციალურ, ფსიქოტიპურ, ინტელექტუალურ და სხვ. კონტინგენტზე. საინფორმაციო დანიშნულების გარდა იგი კონკრეტული მოვლენების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დამოკიდებულების დადგენის საშუალებაცაა.
სოციალური მედიის არსებობამ რადიკალურად შეცვალა სამყაროსთან ურთიერთ მიმართების ფორმა, რადგან გადაიქცა ონლაინ დიალოგის პროცესად: ბრენდებს, ადამიანებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე სრულიად თვალსაჩინოა, სოციალური მედიის გავლენა ნებისმიერ ბიზნეს კომუნიკაციაში, მათ შორის სამშენებლო ინდუსტრიაში.
,,თუკი რეალურ სამყაროში თქვენი მომხმარებელი უკმაყოფილოა, მას ექვსი მეგობრისთვის შეუძლია ამ გრძნობის გაზიარება, ხოლო თუკი მომხმარებლები ინტერნეტში აფიქსირებენ საკუთარ უარყოფით აზრს, ეს გამოხმაურება მინიმუმ 6 000 ადამიანამდე მიაღწევს.” (ჯეფ პრესტონ ბეზოსი, კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი)
ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანები დიდ დროს ატარებენ სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე. აღნიშნული ტენდენცია ძალიან აქტუალური გახდა პანდემიის შემდგომ სამყაროში. საქართველოს მაგალითზეც ნათლად ჩანს, რომ ტრადიციული მარკეტინგის ფორმებთან მიმართებაში პრიორიტეტად სოციალური მედია მარკეტინგი იქცა და მისი დახმარებით ონლაინ სივრცეში სწორად პოზიციონირებულმა ბიზნესმა შეძლო, თავისი ხმა მიეწვდინა მიზნობრივ მომხმარებლებამდე.
სოციალური მედია ის პლატფორმაა, საიდაც უმჯობესია დავიწყოთ გაყიდვების პროცესისათვის მზადება, რაც დაგვეხმარება:
არსებულ მომხმარებელთან სტაბილური კავშირის შენარჩუნებაში, პოტენციური მომხმარებლის მოზიდვასა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში. პროფესიონალურად მართული ონლაინ პოზიციონირებისას, საბოლოო ჯამში, მიიღწევა კომპანიისა და მისი პროდუქტის (მომსახურების) ცნობადობის ამაღლება. ასეთ დროს შეიქმნება სტაბილური და წარმატებული სამშენებლო კომპანიის ავტორიტეტი და პერმანენტული, გააზრებული სტრატეგიით, სულ მალე სოციალური მედია არხი თქვენი ბრენდის საყვირად იქცევა!
სოციალურ მედია საშუალებას გვაძლევს სტაბილური კონტროლი და დაკვირვება გვქონდეს სამიზნე აუდიტორიაზე. ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ყოველთვის შევძლებთ მომხმარებლის ყურადღების მიქცევას. როდესაც ვქმნით ურთიერთობებს მომხარებლებთან, ავტომატურად მათ ნდობასაც ვიმსახურებთ. სოციალურ მედიაში სიახლეებისა და შეთავაზებების განსაზღვრული სქემით გაზიარება უზრუნველყოფს უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების მუდმივ ინფორმირებულობას სამშენებლო კომპანიის საქმიანობის შესახებ.
შეტყობინებებზე პასუხი და ნომრების ამოღებაც ცხელი ხაზის ოპერატორებისთვის ბაზის შექმნა:
ადამიანთა მრავალრიცხოვანი ფსიქოტიპი სოციალურ მედიაში აქტიურობისას არაერთგვაროვან ქცევას ავლენს. გამოცდილი მედია მენეჯერი შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ახდენს პროფესიონალურად გაწერილი სცენარის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სოციალურ მედიაში მომართვა იქცევა ლიდად და პიროვნებას ექმნება მოტივაცია ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის. აღნიშნულის გამო, იგი ტოვებს საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც შემდგომი კომუნიკაციის მიზნით, ცხელი ხაზის ოპერატორების მონაცემთა ბაზაში შეინახება, დამუშავდება და საბოლოო ჯამში სოციალურ ქსელში მომმართველი გახდება მყიდველი.
დიზაინის კონცეპტი:
ბრენდინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იმისთვის, რომ ბრენდი იყოს დამახსოვრებადი და პოტენციურ მომხმარებელს ადვილად შეეძლოს მისი გახსენება, აუცილებელია ვიზუალური სახების ერთიანი კომპლექსის შემუშავება, რაც თავისი: გრაფიკული ფორმის, მხატვრული გადმოცემის სტილით (რეტრო, ავანგარდი, ვინტაჟი...), კოლორატურით (ფერითი დატვირთვა) და სხვ. კომპანიის ყველა ატრიბუტში მეტ-ნაკლები ფორმატით უნდა გამოვლინდეს. ამრიგად შეიქმნება გარკვეული ვიზუალური პატერნი, რომლის დანახვისას კონკრეტულ ინდივიდს გარკვეული ასოციაციური კავშირი გაუჩნდება თქვენ პროდუქტთან. მნიშვნელოვანია, რომ დიზაინის კონცეპტი გამოხატავდეს იმ ორგანიზაციის სამოქმედო კრედოს, სტილს, სტრატეგიას, საქმიანობას... რომელსაც წარმოადგენს ფართო საზოგადოების წინაშე.
დიზაინის შესრულება:
თქვენი სამშენებლო კომპანიის, როგორც ბრენდირებული ობიექტის, ინდივიდუალური დიზაინის ერთიანი კონცეპტის მიხედვით იმართება.
რეკლამის მართვა და რეპორტინგი:
რეკლამის მართვა–ბრენდის სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის, სოციალურ ქსელში გაშვებისა და ყოველდღიური ზედამხედველობის პერმანენტულ პროცესს წარმოადგენს, ხოლო რეპორტინგი – ხსენებული აქტივობის მონაცემთა ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესახებ თვალსაჩინოდ გადმოცემული ანგარიშგება, რათა რაციონალურად დაიგეგმოს შემდეგი თვის მარკეტინგული სტრატეგია.
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მუდმივად აკვირდება და საზღვრავს, რომელი ტიპის სარეკლამო აქტივობა უფრო ეფექტური და მომგებიანია კონკრეტული კომპანიის საქმიანობის ან პროდუქტის პრომოციისთვის.
სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრა:
ნიშნავს მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში ადეკვატური ბიუჯეტის განსაზღვრას. ამავე დროს შევიმუშავებთ პერიოდულ ანალიზს, რომ გამოყოფილი თანხა დაიხარჯოს ეკონომიურად და გეგმაზომიერად, ხოლო წინასწარ შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ მოვახდენთ მონაცემთა სრულ რეპორტირებას, რაც თავიდან აგვარიდებს არამიზნობრივ ხარჯვას.
ბლოგ პოსტების თაიმლაინი ფეისბუქისთვის:
ბლოგ-პოსტებს ვაწარმოებთ განსაზღვრული გრაფიკის დაცვით და ვათავსებთ ვებსაიტზე. თუმცა, სხვადასხვა თემისა და მთელი თვის გეგმის მიხედვით წინასწარ განვსაზღვრავთ, როდის და რომელი თემატიკა უნდა გაზიარდეს მომხმარებლისთვის. თემატურად დაყოფა გვეხმარება, რომ ვიცოდეთ კონკრეტული თვის ჭრილში რა სახის ინფორმაციას ვაწვდით დაინტერესებულ ადამიანებს.
FB LIVE კონცეპტი:
ჩვენს მიერ, ფეისბუქის თაიმლაინზე დაანონსდება დროში გაწერილი ვიდეო-ლაივების მთელი ციკლი. ეს არის გეგმაზომიერი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც დაინტერესებული მომხმარებლის ქვეცნობიერში აღძრავს ბიოლოგიურ წამმზომს - დროის მზომ რეჟიმს, რომელიც მიაჯაჭვავს სუბიექტს ფეისბუქ გვერდზე მომდევნო ჩართვის მოლოდინში. ყოველი მომდევნო ჩართვა აგებული იქნება მომხმარებლის ინტერესების მიხედვით. პირველი ხუთი წუთი დაეთმობა მომხმარებლის ინტერაქციას და კითხვებზე პასუხს, შემდგომ - დაგეგმილი თემის გაშუქებას.
ვიდეო ანიმაცია სოციალური მედიისთვის:
რამდენიმე წამიანი მოძრავი ციფრული გამოსახულება ე.წ. გიფი, რომელიც არის ეფექტური და ადვილად დასამახსოვრებელი ანიმაცია გარკვეული ვიზუალური და ხმოვანი ეფექტებით. იგი შეიძლება იყოს სახალისო, საინფორმაციო, სამოტივაციო... კონტექსტის. თუმცა სოციალური მედიის მენეჯერები მათ გარკვეული დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად: მოძრავი ლოგო - სუბიექტის ქვეცნობიერს ახსენებს და ამახსოვრებს ბრენდს, საათის მოძრავი ისრები - სასურველი დროის მოახლოებაზე ან პირიქით, მის ლიმიტზე შეხსენების ეფექტს ქმნის და სხვ.
ჩეთ ბოტის დაგზავნა:
კომპანიის პოსტით ერთხელ უკვე დაინტერესებული ადამიანების მონაცემთა შენახვის გზით გვეძლევა საშუალება დაანონსებული სიახლე, მათაც გავაცნოთ. პროცესს მართავს გამოცდილი მარკეტერი, რომელმაც იცის მომხმარებლის ფსიქოლოგია, ითვალიწინებს მას და წინასწარ საზღვრავს რამდენად ავტომატიზირებული იქნება ჩეთ ბოტი. ამრიგად მიიღება ერთგვარი Push Message-ისე ეფექტი, რომელიც გამოიხატება: მომხმარებლის ჩართულობის გაზრდით, სასურველი ტრეფიკით, კონვერსიის ზრდით და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებით, რაც გვაძლევს მანამდე დახარჯული ბიუჯეტის გამოცოცხლების და მომხმარებლის უკან მობრუნების შესაძლებლობას 10-დან 15 %- მდე.
სარეკლამო აქტივობებზე წინასწარ გაწერილი კითხვებზე პასუხები - ავტომატიზაცია:
ანალიზის საფუძველზე, მომხმარებლის ქცევის, ფსიქოლოგიური კომპონენტის შესწავლის შედეგად, მათი მომართვების და ჯამურად დასმული კითხვების პასუხების ავტომატიზაციას ვახდენთ. ამ მომსახურების მთავარი მიზანია, თანმიმდევრობის ზუსტი პროგნოზირება და მისაწოდებელი ინფორმაციის მაქსიმალურად ავტომატიზირება, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დაიზოგოს დრო და პასუხი დაინტერესებულ მომხმარებელთან არ იყოს დროში გაწელილი და იყოს ოპტიმიზირებული. შედეგად მიიღება მომდევნო დღის მინიმუმ 3-4 საათის მეტობა (წინწაწევა).
ads manager მართვა - რეკლამის ტიპის განსაზღვრა ლიდის ფასის ოპტიმიზაცია:
Ads Manager - ში შექმნილი რეკლამა SMM მენეჯერს აძლევს შემდეგ საშუალებას: (Facebook Boost -სგან განსხვავებით) ზუსტად მოახდინოს სამიზნე აუდიტორიის თარგეთირება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, შეარჩიოს რეკლამის მუშაობის ინტენსივობა, სიჩქარე და თანხის ხარჯვის პრინციპი.
FB ავტომოპასუხის კონცეპტის განსაზღვრა - აწყობა:
ჩვენ ვაკვირდებით და შევისწავლით მომხმარებლის ფსიქოლოგიას, ქცევას, მათი მომართვების, კითხვებისა და პასუხების ანალიზის საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, შემდგომ ეტაპზე ავტომატიზირებულს ვხვდით ფეისბუქ ავტომოპასუხეს, ვახდენთ წინასწარ გაწერილ კითხვებზე პასუხს, ხოლო სარეკლამო აქტივობებზე ვნერგავთ ჩეთ ბოტებს.
სოც. მედია აუდიტი (თვიურად, კვარტალურად სოც. მედია სტრატეგიის აუდიტი, სტრატეგიის რედაქტირება ცვლილებისთვის):
სოციალური მედია სტრატეგია იცვლება, აუდიტის შედეგად მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვენ ვაწარმოებთ მომხმარებლის აუდიტს, კვლევას, ასევე ვსწავლობთ მათ ქცევებს. შესაძლებელია, შედეგად მთლიანად შეიცვალოს ზემოთ აღნიშნული სტრატეგია, რაც იყო გაწერილი სოციალური მედია აქტივობისთვის. მაგ: თუ ჩვენი სამომხმარებლო აუდიტორია 70 %-ში წარმოდგენილია ქალბატონებით, მაშინ ჩვენ ამ კონტინგენტზე გათვლით ვაკეთებთ კონტენტს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ ისე წარვმართოთ აქტივობა, რომ უფრო გავზარდოთ მამრობითი სქესის აუდიტორია.
საჭიროების შემთხვევაში ახალი სოციალური ქსელის დამატება და მისი სტრატეგიის განსაზღვრა. (Twitter, Instagram, Pinterest, LinkedIn, TikTok): ფეისბუქ გვერდი თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას სჭირდება, თუმცა შესაძლოა, პროექტიდან და მისი მასშტაბებიდან გამომდინარე დავამატოთ:Twitter, Instagram, Pinterest, LinkedIn, TikTok...
გუგლის სარეკლამო აქტივობა კომპანიებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მით უმეტეს სამშენებლო კომპანიისთვის, რადგან მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ძირითადად მაინც ბრაუზერში ეძებს . მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ მას კომპანია დახვდეს: სათანადო კონტენტით, მარკეტინგულად კარგად ,,შეფუთული’’, ცნობადი იმიჯით... (იგივე შეიძლება ითქვას იანდექსზეც)
Google Ads-ის მომსახურების სერვისი გულისხმობს კომპანიისთვის შესაბამისი სიტყვების ანალიზს, keywords-ის განსაზღვრას და Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამის გაშვებას, რომლის შედეგადაც მომხმარებლის მიერ საძიებო სისტემაში (google) კონკრეტული სიტყვების ძებნისას, კომპანიის შესახებ ინფორმაცი აპირველ გვერდებზე გამოჩნდება.
Keyword-ების განსაზღვრა (კვლევა ინტერნეტში):
საკვანძო სიტყვების კვლევა (Keyword Research) მნიშვნელოვანია იქამდე, სანამ არ მივიღებთ შესაძლო ვარიანტების ფაქტიურად ამომწურავ ჩამონათვალს. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც საქმე საკვანძო სიტყვებს ეხება, მომხმარებლისთვის საინტერესო თემასთან მათი შესატყვისობა და გუგლის საძიებო სისტემაში გრამატიკულად ჩაწერის ალბათობის წინასწარი განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი პროცესია.
საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციისთვის მოკვლეულ keyword-ებს პერიოდულად ვამატებთ, როგორც საიტის კოდში, ასევე მის კონტენტში. ამას გარდა, ინტერნეტში არსებულ სხვა პლატფორმებზე ვანთავსებთ ჩვენი ბიზნესის შესახებ შექმნილ მაღალი ხარისხის და რელევანტურ კონტენტს, რომელშიც ასევე უკვე მოკვლეულ საკვანძო სიტყვებს ვიყენებთ. ამასთან აუცილებელია მათი ყველა შესაძლო ვარიანტის გათვლა, რათა არცერთი მომხმარებელი არ დარჩეს ყურადღების მიღმა (keyword-ები განისაზღვრება არამარტო ქართულ ენაზე).
რეკლამის ბიუჯეტის განსაზღვრა და საძიებო სისტემის რეკლამირება:
keyword-ის შედეგის უნარიანობის განსაზღვრისთვის, Google არ გვაწვდის არანაირ ანალიტიკას. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შემდგომი ანალიზით დავადგინოთ, რა თანხას ვიხდით კლიკლზე ან/და ნახვაზე, keyword-ზე, მართლწერის წესების დარღვევის იმ ალბათობით, რაც ყველაზე ხშირად გვხვდება ინტერნეტში კონკრეტულ სიტყვასთან მიმართებით, რომ ყველა კატეგორიის მომხმარებელი და შეცდომითი დაშვებები მოვიცვათ. ბიუჯეტის განსაზღვრა შესაძლებელია ორ კომპონენტად: რამდენი კლიკი გვინდა გვქონდეს, ან რა თანხა გვინდა, გადავიხადოთ ნახვაში.
რეკლამის ბიუჯეტის განსაზღვრა და Youtube რეკლამა:
გუგლს აქვს სამი ტიპის რეკლამა: საბანერო, იუთუბის, keyword-ის. სამივე ტიპის რეკლამის გაანალიზება მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს, როდის რომელი ტიპის რეკლამის გამოყენებაა უფრო ეფექტური. ამასთან არსებობს ქვეტიპები: TrueView Ads, Bumper Ads, Un-Skippable რეკლამა და ასევე: Sponsored card Overlay ads და Display ads. ვინაიდან ვიდეო კონტენტის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან გაიზარდა, განვსაზღვრავთ რომელი ვიდეოებია ნახვადი და მერე იმ ვიდეოებზე ვუშვებთ რეკლამას, რომელიც ჩვენ მსგავს კონტენტს უყურებს. ეს არის სამიზნე სეგმენტის განსაზღვრის საინტერესო სტრატეგია, რომლის გაკეთება შეიძლება სატესტო ვარიანტითაც და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
Remarketing სტრატეგიის განსაზღვრა (კამპანიის დაგეგმვა განხორციელება):
რემარკეტინგი არის ონლაინ მარკეტინგის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებულია Google AdWords -ის ექსპერტების მიერ. ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს კომპანიას დავუბრუნოთ ის მომხმარებლები, რომლებმაც საიტზე დაათვალიერეს პროდუქცია და /ან მომსახურება, მაგრამ არ გააკეთეს შენაძენი.
საძიებო სისტემებისთვის Keyword - ების განსაზღვრა და შესაბამისი ბლოგის პოსტების შექმნა
ბლოგის საიტზე განთავსება:
მნიშვნელოვანია, რომ Keyword-ი იყოს Google- სთვის უფრო ხილვადი:
ვიდეო ბლოგი -
საიტის კონტენტი-
მშენებლობის პროცესის განახლება (ფოტო/ტექსტი):
youtube - არხის მართვა და ვიდეო კონტენტის განთავსება:
youtube - არხის კონტენტის კონცეპტი, გადაღება, მონტაჟი:
სოციალური მედიისთვის კონტენტის განსაზღვრა:
ხშირად დასმული კითხვების ინფორმაციის ცვლილება და განახლება:
კომპანიისთვის იგი წარმოადგენს:
სარეკლამო ნომრების შეძენა (ქალაქი, მობილური):
whatsapp Viber ქსელის შექმნა:
ცხელი ხაზის გაყიდვების სცენარი შექმნა:
ბიზნეს პროცესების მიხედვით ლიდების სტატუსების, ქვესტატუსების და კომენტარების მოდულის შექმნა:
ცხელი ხაზის ოპერატორების თანამშრომლების აყვანა და გადამზადება:
ცხელი ხაზის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შექმნა:
ცხელი ხაზის CRM (არსებული მომხმარებლების ბაზის პოტენციურ მომხმარებლად ქცევა) და ლიდების ბაზის წარმოქმნა:
შემომავალი კომუნიკაციის მონიტორინგი: მომხმარებლის დარეკვის მიზეზის გარკვევა.
IVR შექმნა:
უპასუხო ზარების მონიტორინგი და ტრეფიკის დამუშავება:
ცხელი ხაზის შეხვედრების გეგმა/ შეხვედრების ჩანიშვნა და მონიტორინგი:
ცხელი ხაზის თანამშრომლების რეპორტი (სამუშაო დრო, შესრულებული ზარები, გამოტოვებული ზარები, შესვენების დღეები და საათები, ჩანიშული შეხვედრები, ლიდების გენერირება):
,,მისტიური ზარები’’, მონიტორინგი და აღწერა:
- სერვერი
- ახალი მოდულების ამოცანის განსაზღვრა
ახალი მოდულების ტესტირება:
ახალი მოდულების დანერგვა:
საქმიანი კონვერტის ბეჭდვა
ხელშეკრულების კონვერტის დიზაინი, ბეჭდვა
წიგნაკის ბეჭდვა
კალმებზე ბეჭდვა
ბროშურის დიზაინი და ბეჭდვა
ჟურნალის კონტენტი, დიზაინი, ბეჭდვა
ამწის განათება დიზაინი, დამზადება, მონტაჟი
ოფისის განათების ლაითბოქსის დიზაინი, დამზადება, მონტაჟი
ფლაერის კონცეპტი, დიზაინი, ბეჭდვა, გავრცელება
ღობის ბანერის ზომების დადგენა, დიზაინი, ბეჭდვა, მიწოდება/მონტაჟი
მაისურების შეძენა, მასზე ბეჭდვა
საპრეზენტაციო დიზაინის შექმნა
კონკრეტული პროექტების პროდუქტის მიხედვით კატალოგის შექმნა, ბეჭდვა
საპრეზენტაციო ჩაფხუტის დიზაინის შექმნა, დამზადება
ოფისის ავეჯით მოწყობა:
ოფისის დალაგება:
ოფისის მარაგების მართვა:
ოფისის IT მხარდაჭერა:
ოფისის ტექნიკის შესყიდვა:
SMS კამპანიის განსაზღვრა:
SMS ტექსტის შექმნა:
მობინადრეების გადახდის გრაფიკის ავტომატიზაცია:
გაყიდვების ანალიტიკა (ვარკვევთ პროექტების მიხედვით: გაყიდულ ობიექტს, საშუალო ფასს, ჯამური შემოსავალს, დარჩენილი გასაყიდ ფართს, შესრულების ვადებს, საშუალო დაგეგმილი ფასს, საშუალო დაგეგმილი შემოსავალს):
პროექტის ბიუჯეტირება:
ხარისხის მონიტორინგის სისტემა:
პროექტის ჩაბარების პროცესი, თავმჯდომარის არჩევა, თავმჯდომარესთან პროექტის გადაბარება, გადაბარებამდე ჩასატარებელი სამუშაოების აღწერა, შესრულების ვადების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი:
ხელშეკრულების პირობების შემუშავება;
განსაზღვრა;
გამოცდილების გაზიარება;
ხელშეკრულებების ავტომატიზაცია;
გადახდის პირობების მონიტორინგი;
ურჩი გადამხდელების თანხის ამოღება სისტემის შექმნა;
გადახდის გადავადებები;
წერილების და შეთანხმებების მომზადება;
მიღება-ჩაბარებების შექმნა;
შესრულება;
მონიტორინგი...
შიდა თანამშრომლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
თანამშრომელთა სტრუქტურის იერარქიის შექმნა
თანამშრომლების წამახალისებელი გასვლითი კამპანიების ბიუჯეტირება და დაგეგმვა/განხორციელება
პიარ სტრატეგიის შემუშავება თვის/კვარტლის/წლის
კრიზისული პიარ კომუნიკაცია ქეისების მიხედვით საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება
მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება თვის/კვარტლის/წლის
ბაზრის კვლევა/ანალიზი
სტრატეგიული პროექტების დამუშავება/პროექტის აღწერა/პრეზენტაცია/ბიუჯეტირება
ახალი, კომპლიმენტ პროდუქტების შექმნა, პრეზენტაცია/აღწერა/ბიუჯეტირება
გასაყიდი პროდუქტების შეფუთვა- გაყიდვების სტრატეგიის შექმნა
ოფლაინ მარკეტინგის სტრატეგია (ტელევიზია,რადიო, გარე რეკლამა)
გარე რეკლამის ბიუჯეტირება, ფოტო, ვიდეო, დიზაინი, კონცეპტი და შესრულება -მონიტორინგი
სატელევიზიო სიუჟეტების დაგეგმვა შესრულება
სატელევიზიო რეკლამის გადაღება
სატელევიზიო ვიდეოს განთავსება ბადის აწყობა/ბიუჯეტირება
რადიო რეკლამის ბადის აწყობა, სარეკლამო ტექსტის შექმნა ჩაწერა
ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა დაგეხმაროთ საიტი წარმატების მიღწევაში!
ვებ გვერდის შექმნის ეტაპები:
ვებ გვერდისთვის კონტენტის (ფოტო/ტექსტი) შექმნა: ტექსტები, ფოტო გადაღება, ვიდეო კონტენტი
ვებ გვერდის კონცეპტი: სტილი, მიმართულება, სამომავლო ხედვები
ვებ გვერდის ტექნიკური ამოცანის შექმნა
ვებ გვერდის დიზაინი
ვებ გვერდის დიზაინის მიხედვით ტექნიკური პროცესების აღწერა
ვებ გვერდის Front და back end დეველოპმენტი
ვებ გვერდის ტესტირება
ვებ გვერდის საძიებო სისტემებთან ინტეგრაცია SEO
ვებ გვერდის გაშვება
ვებ გვერდის ტექნიკური საფორთი
ვებ გვერდის კონტენტ საფორთ
ჰოსტინგი:ჩვენი არსებული ვებ საიტისთვის ვებ სივრცის გამოყოფა და ამ შესაბამისი სივრცის ანაზღაურება, ჩვენივე მიერ.
მეილების მომსახურება
საიტის ტექნიკური დანამატების შესრულება: მოთხოვნების შესაბამისად, შეიქმნება როგორც ერთგვარი დანართი და ჩაბარდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.