ლემონსის სოფტი

მრავალწლიანმა გამოცდილებამ ვებსა და უძრავი ქონების დეველოპმენტში მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა პროგრამა, რომელიც პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც დღეს ბაზარი აყენებს.

ლემონსის სოფტი

ჩვენი სოფტი მორგებულია გაყიდვების ტემპსა და მუშაობის სტილზე. ის საშუალებას აძლევს  თითოეული გუნდის წევრს  დაწყებულ  ცხელი ხაზის ოპერატორით დამთავრებული მშენებლით  დაზოგოს დრო და რესურსი საჭირო ინფორმაცის, როგორც მისაღებად ასევე გასაცემადაც. 

პროგრამის გამოყენებით თქვენი ბიზნესი სრულიად გადადის ციფრულ სივრცეში:

  • სატელეფონო გაყიდვები; 

  • პროექტების მართვა; 

  • ლიდების მართვა;

  • სტატისტიკა.

ამ ელემენტების ერთობლივად დამუშავების შესაძლებლობა ქმნის უნივერსალურ პროდუქტს, რომელიც დღეს თითოეულ ბიზნესს სჭირდება. 

სოფტი საშუალებას გაძლევთ  რამდენიმე ბაზის გაერთიანებით და ერთ სისტემაში მოქცევით მართოთ  გაყიდვების მთლიანი პროცესი.  

სოფტში თანამშრომლების შეყვანა 

პროგრამა გაძლევთ საშუალება  შექმნათ იერარქიული სისტემა, რისი მეშვეობითაც თანამშრომლებს პოზიციიდან გამომდინარე  აქვს წვდომა საჭირო ფუნქციებზე.

თანამშრომლის დამატებისას მას ეგზავნება პროგრამის ლინკი და ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები [ მითითებულ მეილზე მიდის პროგრამის მიერ დაგენერირებული ინდივიდუალური ლოგინი და პაროლი];

მაგალითად: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი  ხედავს  თავის დავალებას -   დასარეკ ნომრებს და პროექტებს, რომლებშიც ჩაშლილია დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ (კვადრატულობა, აქციები, ლოკაცია  და სხვა).

სოფტში პროექტების შეყვანა

სოფტი საშუალებას გაძლევთ შეიყვანოთ დეტალური  ინფორმაცია პროექტის შესახებ, რის შედეგადაც თქვენს თანამშრომელს აღარ დასჭირდება ინფორმაციის მისაღებად სხვა რესურსის გამოყენება და დროის დაკარგვა. 

ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს:

  • პროექტის სრული აღწერა;
  • აქციები;
  • საჭირო ფაილების ლინკები;
  • ფასების ცხრილები.

სოფტი

ნომრების ბაზა

პროგრამაში ხდება არსებული  ნომრების ბაზაში ატვირთვა, რომელიც სოფტში  გადის ერთგვარ გაყიდვების ძაბრს, რის შემდეგაც  ლიდებს ენიჭებათ სტატუსები და ამ სტატუსებიდან გამომდინარე ხდება მათი პროექტზე მიმაგრება და კონკრეტულ მენეჯერთან გადამისამართება- Top მენეჯერის მიერ. 

ნომრების ბაზა

ლიდების მართვა

როდესაც ლიდი - (პოტენციური მომხმარებლის ნომერი)  ვარდება  ნომრების ბაზაში   ხდება მისთვის  შესაბამისი სტატუსის მინიჭება, რომელიც დამუშავების პროცესში იცვლება.

აღნიშნული ველების შევსება  ბაზაში მომუშავე თანამშრომელს აძლევს საშუალებას მიიღოს დეტალური ინფორმაცია ლიდის შესახებ და პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციისას მზად იყოს ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. 

ლიდის ისტორიაზე გადასვლით ჩანს  ნომრის ბაზაში შესვლიდან დღემდე გავლილი გზა - როდის შემოვიდა, რამდენჯერ დამუშავდა, რომელ პროექტზე მიმაგრდა და ვინ დაამუშავა. 

სოფტი

ესემესების დაგზავნა

სოფტში ჩაშენებულია ესემესების დაგზავნის სისტემა, რომელიც გაძლევთ საშუალებას შექმნათ ესემეს შაბლონი და დააგზავნოთ ის თქვენ ბაზებზე. 

შეტყობინებები არის 2 სახის:

  1. ავტომატური, რომელიც იგზავნება თარიღის მიხედვით;
  2. ხელით გასაგზავნი.

ასევე შესაძლებელია შაბლონების შექმნა და მათი კატეგორიებად დაყოფა და პროექტების მიხედვით დასათაურება.

შეხვედრების ბაზა

ამ ბაზაში  ხდება შეხვედრების მონიტორინგი. მისი საშუალებით თითოეულ  თანამშრომელს (გაყიდვების მენეჯერს)   საშუალება აქვს თვალი ადევნოს თავის შეხვედრებს და  შედეგებიდან გამომდინარე მოახდინოს მათი გაუმჯობესება ან სტრატეგიის შეცვლა. 

ამ ბაზაში  შესვლისას პირად მრჩეველი (გაყიდვების მენეჯერს) ხედავს  თავის და სხვა მენეჯერების  დავალებებს [ნომრებს რომელზეც უნდა დარეკოს] 

ხედავს თუ როგორ ხდება არსებული ზარების დამუშავება. 

ასევე მენეჯერს საშუალება აქვს მოახდინოს თავისი ლიდის სხვასთან გადამისამართება. 

ეს ბაზა საშუალებას გვაძლევს დადგინდეს პირობითად თვეში განხირციელებული  50 000 ზარიდან  რამდენი შეხვედრა ჩაინიშნა და ამ შეხვედრებიდან რამდენი ბინა გაიყიდა.

მობინადრეების ბაზა 

ეს ბაზა განკუთვნილია მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერისთვის - აქ ის ხედავს ყველა პროექტის მობინადრეს და მათ  ისტორიას.

ამ ბაზაში არსებული მონაცემები გვაძლევს საშუალებას  მოვახდინოთ მომსახურების გაუმჯობესება და თითოეულ მომხმარებელს მიუდგეთ ინდივიდუალურად. 

სტატისტიკა

მთლიანი სამუშაო პროცესის ერთ სივრცეში მოქცევა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სტატისტიკური მონაცემები, როგორც კონკრეტული თანამშრომლის,  ასევე   საერთო სამუშაოს პროცესის შესახებ. 

სტატისტიკა

ინდივიდუალური

შედეგების გასაუმჯობესებლად  სტატისტიკა საშუალებას მოგცემთ  უფრო მარტივად დაგეგმოთ შემდეგი - კვირის, თვის, კვარტლის მარკეტინგული გეგმები, აქციები და სხვა ღონისძიებები.

სტატისტიკური ინფორმაციას იღებთ, როგორც პროცენტებში ასევე რიცხვებში. 

მაგალითად: 100 ზარიდან რამდენი ნომერი დაიხურა, რამდენი გახდა მომლოდინე[ დაინტერესებული კონკრეტული პროექტით და ჩანიშნულია შეხვედრის დრო]  და სხვა.