ვებ გვერდის დამზადება
ონლაინ სივრცის ათვისება ბიზნესისთვის დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე
გადაწყვიტეთ ბიზნესის კეთება და ამისათვის შექმენით კომპანია. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ბიზნესს მომხმარებლები ესაჭიროება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინაშე მომხმარებლების მოძიების და დაინტერესების ამოცანა დგას. მათ უნდა გაიგონ თქვენი არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გადაწყვეტილება საკუთარი ვებ გვერდის შექმნაა, დღეს ეს უკვე ძალიან მარტივი საქმე გვგონია, მაგრამ სანამ საქმეს შეუდგებით ჯერ უამრავი დეტალის გაანალიზება არის საჭირო.
პირველი რაც უნდა გავარკვიოთ არის ის, თუ რა ტიპის საიტი სჭირდება თქვენ ბიზნესს, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები.
ჩამოვთვალოთ რა ტიპის საიტები არსებობს:
- ლენდინგ გვერდი;
- სავიზიტო ვებგვერდი;
- საინფორმაციო/ბიზნეს ვებგვერდი;
- ტურისტული, იურიდიული, ფინანსური/ბუღალტრული მომსახურებების საიტი
- გადაზიდვების საკურიერო ვებგვერდი;
- საინფორმაციო პორტალი;
- სამედიცინო პორტალი;
- პორტფოლიო;
- კატალოგი;
- ონლაინ მაღაზია;
- სამშენებლო კომპანიის ვებგვერდი;
- ყიდვა-გაყიდვის პორტალი;
- ტრენინგ ცენტრის ვებგვერდი;
- მობილური აპლიკაცია.
მოდით განვიხილოთ, თუ ჩამონათვალიდან რომელი საიტი სცემს პასუხს თქვენი ბიზნესის საჭიროებებს და რა ხდება საიტის ტიპის არჩევის შემდეგ.
რა ეტაპისაგან შედგება საიტის დამზადება
პირველი ეტაპი: ტექნიკური ამოცანის დაწერა - საიტის ფუნქციური და ვიზუალური მხარის დეტალურად აღწერა.
მეორე ეტაპია: ტექნიკურ ამოცანაზე დაყრდნობით საჩვენებელი დიზაინის დახატვა - საიტის მთავარი გვერდი და მასზე არსებული კომპონენტების დიზაინი. კომპონენტების დიზაინში შეიძლება მოიაზრებოდეს: მენიუს ჩამოსაშლელი ვერსია- ანუ ქვე მენიუების დიზაინი, ენის გადამრთველის მოძრაობა, სლაიდერის სტილი ან/და რამდენიმე ვერსია. კარგი იქნება თუ წინასწარ შეირჩევა სხვადასხვა მსგავსი ტიპის ვებ საიტების ნიმუშები, რომელიც მოწონს დამკვეთსაც და შემსრულებელსაც, რათა რეკომენდაციების გაცემა იყოს შესაძლებელი. ამ ნიმუშებს უნდა ჰქონდეს დოკუმენტის სახე და აღწერილ იქნას ტექნიკურ ამოცანაში.
არსებული ნიმუშებიდან შესაძლებელია სქრინშოთებით ან დამატებითი ამოცანის სახით შეიქმნას გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი სტილის სლაიდერი მოსწონს მომხმარებელს, როგორი ტიპის მენიუ და მთავარი გვერდის როგორი სტრუქტურაა მისთვის მისაღები. ეს ყოველივე გაამარტივებს სასურველი შედეგის მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია დეტალურად გავლილი იქნას დარჩენილი სხვა კომპონენტებიც, რომლებიც მთავარ გვერდზე ცვლადია.
როდესაც აირჩევთ სასურველი საიტის ტიპს შემდეგ შეგიძლიათ წარადგინოთ შემსრულებელთან სასურველი მოთხოვნებით, რომელთა გაცნობის შემდეგ მოისმენთ შემსრულებლის რეკომენდაციებს, თუ რას გთავაზობთ ის ალტერნატივად, ამის შემდეგ კომპანიებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც დანართის სახით თან ერთვის დეტალური ტექნიკური ამოცანა. შემდეგ დაიხატება მთავარი გვერდის საჩვენებელი ვერსია, დამკვეთმა და შემსრულებელმა უნდა გაიარონ პირველადი შეხვედრა, მოცემული ამოცანის მიხედვით, რათა გაირკვეს რამდენად სცემს პასუხს ეს დიზაინი დამკვეთის ინტერესებს.
მთავარი გვერდის დიზაინის ნახვის შემდეგ ცვლილებების მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება მათი ჩასწორება. ყველა დეტალის გავლის მერე მტკიცდება საბოლოო ვერსია. ამ ყველაფრის შემდეგ არსებული ტექნიკური ამოცანის მიხედვით იწყება შიდა გვერდების დახატვა.
დამკვეთი და შემსრულებელი ყველა გვერდის დახატვის დასრულების შემდეგ განიხილავენ, თუ რამდენად პასუხობს ბიზნეს საჭიროებებს ეს დიზაინი. იმისათვის, რომ დიზაინის მიმოხილვა მეტად პრეზენტაბელური გახდეს, უმჯობესია დამკვეთმა წარადგინოს ანიმაციის და ფუნქციის ნიმუშები. მაგ.: მაუსის მიტანისას ღილაკი იცვლის ფერს, მოძრაობს ან იცვლება წარწერა და სხვა.
ზემოთ აღნიშნული ამოცანის მიხედვით უნდა მოხდეს ყველა კომპონენტის გავლა და დიზაინის დახატვა. ამის შემდეგ დიზაინებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს საიტის წინა მხარის ამოცანის დაწერა, არა ტექსტურად, არამედ კომპონენტებით და მთელი პროცესის აღწერით, ეს დიზაინი რა მოძრაობებს და გადასვლებს ასრულებს. ეს საშუალებას გაძლევთ გამორიცხოთ რაიმე დეტალის გამორჩენა, რადგან პირველადი ამოცანის დაწერის შემდეგ დიზაინების დახატვის პროცესში ხშირად ხდება ამოცანის 20% - 30% -ით ცვლილება და დანამატების სახით ჩასწორებების გაკეთება.
როდესაც აღიწერება ფრონტის (Front) მხარე, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის უკვე დგება იმის განხილვის დრო, თუ რა ფუნქციონალის და რა შესაძლებლობების იქნება სამართავი პანელი. ამ ეტაპზე საჭიროა გაიწეროს სამართავი პანელის ტექნიკური ამოცანაც. რისკების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, რომ გაიწეროს არა მხოლოდ Front - ის არამედ Back end - ის (სამართავი პანელის) მხარეს შესასრულებელი ამოცანაც. მაგრამ თუ შემსრულებელს უკვე მზა CMS - ი აქვს, დამკვეთმა უნდა ნახოს ამ CMS - ის ყველა შესაძლებლობა პრეზენტაციის ან დემო ვერსიის სახით. მას ასევე შეუძლია წინასწარ მოითხოვოს სამართავი პანელის ინსტრუქცია, რათა იცოდეს, როგორ ხდება ცვლილებები, განახლება, კორექტირება, წაშლა, მონაცემების მართვა და ა.შ.
ამ ეტაპის გავლის შემდეგ უნდა გაკეთდეს დეველოპმენტი. საიტის კოდის დაწერა ორი ეტაპისგან შედგება Front -ის და Back - ის მხარე, უკვე დამტკიცებულ დიზაინებზე დაყრდნობით უნდა გაიწეროს, თუ რა ვადაში იქნება Front - ის და Back - ის ნაწილი მზად. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დამკვეთმა უნდა მოითხოვოს შესასრულებელი სამუშაოების სატესტო ვერსია.
არ არსებობს საიტის შექმნა ხარვეზების აღმოფხვრისა და ტესტირების ეტაპის გარეშე, ამიტომ აუცილებელია პირველადი ტესტირება გაატაროს შემსრულებელმა, თუმცა ტესტირების პროცესში, რაც უფრო მჭიდროდ იქნება ჩართული დამკვეთი და სატესტო ბმულზე მოახდენს საკუთარი ინფორმაციის გადამოწმებას, დაწერილი და დახატული დიზაინის უკვე მოძრავი ვერსიის განხილვას, მით უფრო შემცირდება შესაძლო ხარვეზების რაოდენობა და მით უფრო სწრაფად წარიმართება პროექტის დასრულების პროცესიც.
ტესტირება ხდება არა მხოლოდ ერთი მოწყობილობის ეკრანის გაფართოებაზე, არამედ ყველა შესაძლო ვერსიაზე. დამკვეთმა უნდა მოითხოვოს სატესტო ბმული, რათა თავის ვებ გვერდი სხვადასხვა ზომის მონიტორზე გატესტოს, რადგან ერთი ვებ საიტი შესაძლოა 15 ინჩიან მონიტორზე გამოიყურებოდეს სწორად, მაგრამ 21 ინჩიან მონიტორზე არასწორად. ამიტომ დამკვეთმა ყველა შესაძლო ხარვეზი უნდა აღწეროს დოკუმენტში, მიაწოდოს შემსრულებელს და მოითხოვოს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ვადები და შემდგომ მოახდინოს ხელმეორედ ტესტირება და ასე უნდა გაგრძელდეს, მანამ, სანამ საბოლოო ვერსიას არ მივიღებთ გამართულს და დასრულებულს.
მთავარი შეცდომა, რომელიც ტესტირების ეტაპზე დამკვეთი და შემსრულებელი უშვებს, არის შეთანხმებული მოდულების უგულვებელყოფა და ახალი მოდულების, ინფორმაციის განთავსების პროცესში დამატება. შეცდომის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ჯერ პირველად შეთანხმებული ამოცანა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ტესტირების პროცესში გამოვლენილი დამატებითი, საჭირო მოდულების დამატება. შეიქმნას ახალი დოკუმენტი და ამ დანამატების საფუძველზე შეიქმნას ახალი დიზაინი და ამოცანა, ასევე გაიწეროს შესრულების ვადა და ბიუჯეტი, ეს ხელს შეუწყობს საიტის დროულად დასრულებას. ან აღნიშული დანამატებისთვის მთავარი ამოცანის დასრულების შემდეგ გაფორმდეს ტექნიკური მხარდაჭერის ხელშეკრულება სასურველი ვადით, და აღიწეროს ამ დროს შესასრულებელი დეტალების ნუსხა.
დღეს დრო ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჩვენ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებული მიმდინარე პროექტის დასრულებაზე, ასევე პარალელურ რეჟიმში აღწერონ ყველა ის დანამატები და საჭიროებები, რომელიც ბიზნესს გამოუჩნდა, გაწერონ მათი შესრულების ვადები, ხარჯები, ამოცანები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ამა თუ იმ დანამატის საჭიროება.
ვინაიდან მომხმარებლები ინფორმაციის მისაღებად და საიტის გასახსნელად სხვადასხვა ბრაუზერს იყენებენ, რეზოლუციების შემოწმების დასრულების შემდეგ საიტი გატესტვა უკვე მათში იწყება: Google Chrome, Mozilla Firefox, Microsoft Edge, Safari და ა.შ.
დღეს მომხმარებლების უმრავლესობა (70%- 80%) საიტებს მობილური მოწყობილობებით ათვალიერებს, ამიტომ დიზაინის შემუშავებისას და ტექნიკური ამოცანის დაწერისას გათვალისწინებული უნდა იყოს საიტის არა მარტო დესკტოპ ვერსიის ნიუანსები, არამედ საიტის მობილური ვერსიაც, რადგან ამ უკანასკნელის გამართულად მუშაობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საიტი კონტენტის გარეშე ისეთივე უსარგებლოა, როგორც კონტენტი მკითხველის გარეშე, ამიტომ იდეალურ ვარიანტში საიტზე განსათავსებელი კონტენტი დიზაინის დამტკიცებამდე უნდა იყოს მზად ( კარგი იქნება თუ კონტენტის 20% - 30% დიზაინის შემუშავების პროცესისას უკვე იარსებებს), მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, ამიტომ ტესტირების დროს დამკვეთის მიერ მოწოდებული უნდა იყოს საიტზე განსათავსებელი კონტენტის 70% - 80% მაინც.
კონტენტის მოწოდების შემდეგ უნდა დაიწყოს ამ ტექსტების დამუშავება საძიებო სისტემისთვის, რადგან საძიებო სისტემებთან ინტეგრაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია, ის მოითხოვს ამოცანისა და სტრატეგიის დაწერას. ამიტომ უმჯობესია თუ ყველაფერი საიტის კეთების პროცესში მოგვარდება.
საიტის გამართულ მუშაობაში კონტენტი უფრო დიდ როლს თამაშობს ვიდრე კოდი, რადგან საიტის კოდში არსებულმა მცირე ხარვეზმა შეიძლება იმდენად არ იმოქმედოს მომხმარებელზე, რამდენადაც არა რელევანტურმა და არასწორად შერჩეულმა კონტენტმა, რომელიც არ აღწერს რეალობას.
ამიტომ უმჯობესია არ დაგენანოთ დროის და რესურსი დახარჯვა კონტენტის შექმნაზე, განთავსებაზე და მისი ტენდენციების შესწავლაზე. საიტის კონტენტი მთლიანად აგებული უნდა იყოს მომხმარებლების საჭიროებებზე. ასევე უნდა გვახსოვდეს რომ საიტის შექმნა ავტომატურად არ მოიაზრებს კონტენტის შექმნას და განტავსებას, საიტს ქმნის დეველოპერები, ხოლო კონტენტს ქოფირაითერი და კონტენტ მენეჯერები. ეს ორი სხვადასხვა მომსახურებაა.
ტესტირების ეტაპის დასრულების შემდეგ, აუცილებელია საიტის ინტერნეტ სივრცეში გაშვება, ამისათვის დამკვეთს დომეინი და ჰოსტინგი დასჭირდება. თუმცა, თუ შემსრულებელს თავიდანვე ექნება წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ტიპის ჰოსტინგია საჭირო ამა თუ იმ საიტისთვის, მაშინ ეს ინფორმაცია გაიწერება ტექნიკურ ამოცანაში, რისი მეშვეობითაც დამკვეთს უკვე ექნება განსაზღვრული ყოველ წლიური ბიუჯეტი, რომელიც საიტის შესანახად დასჭირდება.
ჰოსტინგის ფასი დამოკიდებული საიტზეა, ამიტომ, როცა შემსრულებელმა იცის საიტის მოცულობა მას უკვე შეუძლია დამკვეთს ურჩიოს, თუ რა მოცულობის და ფასის ჰოსტინგი დასჭირდება მის საიტს გამართულად მუშაობისთვის.
ტექნიკურ ამოცანაში გაწერილი უნდა იყოს რა ენებზე იქნება დაწერილი ვებ საიტი, ანუ რა პროგრამულ ენებს გამოიყენებს პროგრამისტი როგორც Front - ის ასევე Back - ის მხარეს. წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული დამკვეთთან ისიც, თუ რა სირთულეს წარმოადგენს ამ საიტის ტექნიკური მხარდაჭერა, როდესაც ის ინტერნეტში ჩაეშვება.
ვინაიდან არსებობს მრავალი პროგრამული ენა, რომლებზეც შემსრულებლის მოძიება ხშირად ძალიან ძნელია ან ძალიან ძვირი. შესაბამისად დამკვეთი უნდა იყოს ინფორმირებული ამა თუ იმ პროგრამული ენის ნიუანსების შესახებ, რადგან იცოდეს რამდენად გაუმარტივდება ტექნიკური საფორთისთვის თანამშრომლის მოძიება (იმ შემთხვევაში თუ მას არ ენდომება ტექნიკური საფორთის შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმება).
თუ საიტს შევხედავთ ისე, როგორც ჩვენ ფილიალს- იმიჯს ინტერნეტში, გაგვიმარტივდება იმის მიხვედრა, თუ რატომ სჭირდება მას შემდგომ ეტაპზე ტექნიკური მხარდაჭერა. როგორც ოფისს სჭირდება დამლაგებელი, ტექნიკოსი, ოფის მენეჯერი, ზუსტად ასე სჭირდება ვებ გვერდს მომვლელი პროგრამისტი ან მათი ჯგუფი.
დღეს ვებ ინდუსტრია ყოველდღიურად ახლდება და ვითარდება, შესაბამისად ერთხელ დაწერილი კოდი, ერთხელ გაწეული ტექნიკური დახმარება ვერ იქნება საკმარისი, რადგან ნებისმიერ კოდს ან/და სერვერს დროთა განმავლობაში განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება, რათა საიტი დროს არ ჩამორჩეს. ტექნიკური საფორთის გაფორმების დროს ამის ვალდებულებას შემსრულებელი იღებს.
ასევე მნიშვნელოვანია დამკვეთმა იცოდეს რამდენი წლის პერსპექტივაში იქნება აღნიშნული კოდი ფუნქციური, ანუ საფორთის და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე რა ვადაში გასცემს ის ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს პასუხს.
ტექნიკური საფორთი უნდა განვასხვავოთ ყოველთვიური მომსახურებისგან.
ტექნიკური საფორთი არის მხოლოდ ტექნიკურ ნაწილზე მომსახურების გაწევა, დახმარება, განახლება. ეს არ მოიაზრებს ახალი მოდულების და ფუნქციონალის შექმნას.
საიტის შექმნის შემდეგ ჩნდება კითხვა- როგორ მოვიზიდოთ ვიზიტორები?
საიტზე ვიზიტორების მოზიდვაში და მათ ანალიზში თქვენ დაგეხმარებათ:
-
FACEBOOK PIXEL
ეს არის Facebook-ის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც გეხმარებათ მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრაში. რაც საბოლოოდ წარმატებით აისახება თქვენ სარეკლამო კამპანიაზე. სპეციალური, დამუშავებული კოდის საიტზე დამატების შემდეგ ეს ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ:
- როდესაც, მომხმარებელი ეწვევა საიტის რომელიმე გვერდს და შეასრულებს რაიმე მოქმედებას ეს ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა FACEBOOK-ს. მისი საშუალებით თქვენი სარეკლამო კამპანია უფრო წარმატებული იქნება;
- თქვენი სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგალითად, ავტომატური ტენდერის დაყენება იმ სამიზნე აუდიტორიაზე, რომლებიც სავარაუდოდ შეიძენენ თქვენ საიტზე;
- აკონტროლეთ კონვერტაციის მაჩვენებელი თქვენი Facebook სარეკლამო კამპანიებიდან. მაგალითად, რამდენი ადამიანი ყიდულობს Facebook რეკლამის დაჭერის შემდეგ;
- ასევე Facebook Pixel- ის მიერ შეგროვებული მონაცემებით, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ საიტის ვიზიტორებს და მოახდინოთ თქვენი მიზნების სრულიად მათზე ოპტიმიზირება.
-
Google Analytics- მონაცემები
გუგლ ანალიტიკი გუგლის მარკეტინგული პლატფორმის ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ჩვენ საიტზე გადმოსული მომხმარებლების სრული ანალიტიკა. ის გვეხმარება პასუხი გავცეთ იმ უამრავ შეკითხვას, რომლებიც შეიძლება აინტერესებდეს ყველას, ვისაც საკუთარი ვებ გვერდი აქვს:
- რამდენი ადამიანი შემოდის თქვენ საიტზე;
- რომელი მოწყობილობით შემოვიდნენ;
- საიტის რომელ გვერდებზე ჩერდებიან ისინი ყველაზე დიდხანს და რომელ გვერდებს ტოვებენ მომენტალურად;
- თქვენ ასევე შეგიძლიათ იმ გზის თანამიმდევრულობის გაგება, რომელსაც ვიზიტორი საიტზე- რომელიმე ამოცანის შესასრულებლად გადის;
- მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემები და მრავალი სხვა.
ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხები და სტატისტიკური მონაცემები დაგეხმარებათ ყველა არსებული პრობლემის გამოვლენაში და მათი გამოსწორების სწორი გზების მოძებნაში. ონლაინ სივრცის ათვისება ბიზნესისთვის დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა ციფრულ სფეროსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ გვიბიძგებს, ამიტომაც როდესაც თქვენ უკეთ გაიგებთ სასურველი პროდუქტის შესახებ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი დეტალი უკვე აღარ გაგიჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება.
-
Google webmaster
Google Webmaster- ეხმარება საიტის მფლობელს ინტერნეტში ცნობადობის მოპოვებაში, ამისთვის ის აწვდის მას ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორიცაა:
- რომელ საძიებო მოთხოვნებს აქვს მაღალი ტრეფიკი (მისი საშუალებით თქვენი საიტი უფრო სწრაფად იკავებს წამყვან ადგილს Google- ს ძიების შედეგების გრაფაში);
- გაწვდით ინფორმაციას თუ რა რესურსების გამოყენებით იკავებენ წამყვან ადგილებს საიტები საძიებო სისტემაში;
- ამოწმებს შეიცავს თუ არა ძიების შედეგები დეტალებს: პროდუქტზე, შეთავაზებაზე, და საკონტაქტო ინფორმაციაზე;
- ამოწმებს როგორია პოპულარიზაციის ეფექტური მაჩვენებელი მობილური ვერსიის შემთხვევაში;
- გეხმარებათ თქვენთვის საჭირო გასაღები სიტყვების განსაზღვრაში.
ასევე Google webmaster- ი გეხმარებათ კოდში HTML- ის მხარეს არსებული ხარვეზების გამოვლენაში, რომელიც ხელს უშლის საიტს საძიებო სისტემებში წამყვანი ადგილის დაკავებაში.
-
SEO-აუდიტი.
ეს არის ვებ-პლატფორმის საძიებო სისტემის აუდიტი, საიტისა და საძიებო სისტემებს შორის ურთიერთობის შესწავლა. ის ეხება ისეთ პარამეტრებს როგორიცაა: საკვანძო სიტყვები, ფრაზები, მეტა-თეგები, კონტენტის ხარისხი და საიტ-მეფი.
- კარგი SEO-ს დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად მოგაგნებთ;
- არ არის SEO- არ არიან ვიზიტორები. თუ არავინ ნახავს საიტს, მაშინ თქვენ ტყუილუბრალოდ დახარჯეთ დრო, ენერგია და ფული მის შესაქმნელად;
- SEO აუდიტი გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ კონკრეტულად, რომელ გვერდს ან გვერდზე რომელ პარამეტრს აქვს პრობლემა. სწორად არის თუ არა შეყვანილი კონტენტი და რამდენად ადაპტირებულია ვებ გვერდი მობილურსა და სხვადასხვა ზომის მონიტორებზე.
ხელშეკრულების დადების პროცესი არის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი, რადგან სწორედ მასში უნდა გაიწეროს ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ყველა დეტალი.
ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს:
- სამუშაოს მოცულობას და რაოდენობას,
- სამუშაოს შესრულების ყველა ეტაპი,
- მხარეების უფლება მოვალეობები,
- შესასრულებელი სამუშაო თითოეულ დეტალს,
- გადახდის ეტაპებს,
- ასევე მასში გაწერილი უნდა იყოს ყველა ეტაპების ჩაბარების პროცესი,
- მიღება ჩაბარების აქტებს.
ონლაინ სივრცის ათვისება ბიზნესისთვის დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა ციფრულ სფეროსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ გვიბიძგებს, ამიტომაც როდესაც თქვენ უკეთ გაიგებთ სასურველი პროდუქტის შესახებ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი დეტალი უკვე აღარ გაგიჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: ( 995) 032 2 45 01 01
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge