ღირებულება

შევქმნათ პროდუქტი/მომსახურება, რომელიც იქნება ახალი სიტყვა - დაეხმარება კომპანიებს დასახული მიზნების მიღწევაში და უპასუხებს დღეს არსებულ გამოწვევებს. 

ღირებულება

მომხმარებელი - კმაყოფილი მომხმარებელი ლემონსის მთავარი ღირებულებაა. ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება პოზიტიურად შედეგიანია, როგორც მომხმარებელისთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის.

თანამშრომელი - ჩვენი ვქმნით გარემოს, სადაც გუნდის წევრებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ. მათი კმაყოფილება განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას.

გუნდური მუშაობა - წარმატება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ, რაც ზრდის მომსახურების ხარისხს და კონკურენტულობას ბაზარზე.

კეთილსინდისიერება - მომხმარებელთან ნდობის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია კეთილსინდისირების მაღალი ხარისხის დაცვა სამუშაო პროცესში და დასრულების შემდეგ.

სოციალური პასუხისმგებლობა - ჩვენი კომერციული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა საკუთარ სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.

ჩვენი მისიაა დავეხმაროთ მომხმარებელებს ბიზნესის შექმნასა და ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების ოპტიმალურად გადაწყვეტაში, ვუზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და ეს ყოველივე გავაკეთოთ პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად, დროულად. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ პროგრესსა და უწყვეტ განვითარებაზე, რათა წვლილი შევიტანოთ, როგორც კონკრეტული მომხმარებლის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.

სწორედ ამ მისიას ემსახურება არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომლის ინიციატორი და სულისჩამდგმელი ,,ლემონსია’’! პანდემიის შემდგომ პერიოდში, გლობალური დეპრესიის ფონზე სწორედ ლემონსმა იკისრა გამღვიძებელის ფუნქცია და კრიზისში მყოფ ბიზნესმენებს რეფრეშისა და რებრენდინგისკენ მოუწოდა!