ლოგო/ბრენდბუქი
ჩვეულებისამებრ კომპანიის/ბრენდის სახელის (Naiming) შექმნის შემდეგ უკვე მუშაობა იწყება ლოგოსა და ბრენდბუქზე.
ჩვეულებისამებრ კომპანიის/ბრენდის სახელის (Naiming) შექმნის შემდეგ უკვე მუშაობა იწყება ლოგოსა და ბრენდბუქზე.
ლოგო – ეს არის ინდივიდუალური გრაფიკული ფიგურა (ნახატი), რამე განსაკუთრებული ფონტით დაწერილი კომპანიის სახელი ან ფონტის და გრაფიკული სიმბოლოს ნაზავი.
ლოგოს მიზანი – სამიზნე აუდიტორიამდე კომპანიის და მისი იდეის მიტანაა.
ლოგოს დიზაინის დაკვეთამდე, უკეთესი ამოცანის დასასმელად გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ბლოგ პოსტებს, რათა უკეთ განსაზღვროთ ლოგოს სტილი და ამოცანა:
ფერების ფსიქოლოგია მარკეტინგში. 9 ყველაზე პოპულარული ფერი!
რა არის ლოგო და რამ ნიშვნელობა აქვს მას კომპანიისთვის
ლოგო და საფირმო სტილი - კომპანიის განმასხვავებელი ნიშნებია, მისი იდეოლოგია, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა.
კომპანიის ლოგო განთავსებულია: საიტზე, ბლანკებზე, კონვერტებზე, სუვენირებზე, რეკლამებსა თუ ბანერებზე და ა.შ
ლოგოს საშუალებით ჩვენ ვანსხვავებთ კომპანიებს. თანამედროვე ლოგოს პროტოტიპი ვაჭრობის გაჩენასთან ერთად გაჩნდა. მაშინ ლოგოს როლს ასრულებდა - აბრა, ოსტატის ბეჭედი, პროდუქციაზე გაკეთებული განსაკუთრებული წარწერა.
განსხვავებული ლოგოს შექმნისთვის ნუ გაეკიდებით მოდურ და თანამედროვე ტენდენციებს. გახსოვდეთ, რომ პოპულარული ტრენდები ძალიან სწრაფად იცვლება. შექმენით ის რაც თქვენი კომპანიის იმიჯზე მრავალი წლის განმავლობაში იმუშავებს.
იყავით ზომიერად ორიგინალური
როგორც წესი ყველა დიზაინერი ცდილობს შექმნას ორიგინალური ლოგო, მაგრამ ამ დროს მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ. ეცადეთ პატარ-პატარა დეტალებით არ დაამძიმოთ ლოგოს დიზაინი.
ბრენდბუქის დამზადება ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელია, რადგან მასში მოცულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ლოგო, ფერები, ბრენდის ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტები, ასევე ბრენდის მთავარი პრინციპები, მიზნები და სხვა.
ბრენდბუქის მიზანი:
- ბრენდის არსის ჩამოყალიბება;
- ბრენდის ვიზუალური ელემენტების განსაზღვრა -ბრენდის ვიზუალიზაცია;
- ბრენდის სტრატეგიის განხორციელების უზრუნველყოფა;
- ბრენდის ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბება.
ბრენდბუქი: წესების წიგნი ბრენდის ატრიბუტიკასთან მოპყრობის შესახებ. ვიზუალური მასალის გამოყენების და გარკვეული აკრძალვების ცნობარი.
რატომ: წარმოიდგინეთ რომ პრესბანერის, ბლანკის თუ სავიზიტო ბარათის ბეჭდვისას ყოველ ჯერზე, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი თავიდან იგონებდეს დიზაინს, ქაოტურად, თითოეულის გემოვნებისამებრ… არათანამიმდევრულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, თანხის, დროისა და შრომის დაზოგვის მიზნით იქმნება ბრენდის სახელმძღვანელო (Brandbook) .
რისგან შედგება ბრენდბუქი: დოკუმენტების (მაგ. ბლანკი,საქაღალდე), საბეჭდი ნიმუშები (მაგ. ფლაერი, ბუკლეტი, პოსტერი) და სუვენირების (მაგ. კალამი, ფლეშკა) დიზაინისგან. თუმცა ეს ჩამონათვალი ყოველ კონკტერულ შემთხვევაში შესაძლოა სხვანაირიც იყოს, რაიმე დაემატოს ან გამოაკლდეს, კომპანიის საჭიროებისამებრ.
ბრენდბუქის მოცულობა, დამოკიდებულია კონკრეტული ბრენდის კომპლექსურობასა და მის წინაშე არსებულ მიზნებზე.
ვისთვისაა ის განკუთვნილი: პიარ მენეჯერებისთვის, მარკეტინგის მენეჯერებისთვის, დიზიანერებისთვის, სტამბის თანამშრომლებისთვის, და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც შეხება აქვს კონტენტის, ვიზუალის დიზაინის თუ ბეჭდვის საკითხებთან. რისი მომტანია ორგანიზაციისთვის მისი არსებობა: თანმდიმდევრულობის, სიცხადის, ერთიანი და ჩამოყალიბებული სტილის. ბრენდბუქის მისიაა თანამშრომლებამდე მართებულად მიიტანოს ბრენდის იდეა და მისი უმნიშვნელოვანესი მდგენელები. ის ბრენდის კანონებს ასახავს. ბრენდბუქში მოცემულია კომპანიის პოზიციონირება, მისია, ღირებულებები, ყველა კანონი საფირმო სტილის ელემენტების გამოყენების შესახებ და მათი ზედმიწევნითი სპეციფიკაცია. ბრენდის სახელმძღვანელოს შექმნა საფირმო სტილის შემუშავების ფინალური ნაწილია, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერ საკომუნიკაციო არხსა თუ საშუალებაში ბრენდის ვიზუალური სტილის მართებული ასახვა მოახდინოს მომავალში.