სოციალური მედია მენეჯმენტი
სოციალური მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობის და ლოიალურობის გასაზრდელად საუკეთესო, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.
სოციალური მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობის და ლოიალურობის გასაზრდელად საუკეთესო, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მისი გავლენა ადამიანთა სრულიად განსხვავებულ ასაკობრივ, ნაციონალურ, სოციალურ, ფსიქოტიპურ, ინტელექტუალურ და სხვ. კონტინგენტზე. საინფორმაციო დანიშნულების გარდა იგი კონკრეტული მოვლენების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დამოკიდებულების დადგენის საშუალებაცაა.
სოციალური მედიის არსებობამ რადიკალურად შეცვალა სამყაროსთან ურთიერთ მიმართვის ფორმა, რადგან გადაიქცა ონლაინ დიალოგის პროცესად: ბრენდებს, ადამიანებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე სრულიად თვალსაჩინოა, სოციალური მედიის გავლენა ნებისმიერ ბიზნეს კომუნიკაციაში.
,,თუკი რეალურ სამყაროში თქვენი მომხმარებელი უკმაყოფილოა, მას ექვსი მეგობრისთვის შეუძლია ამ გრძნობის გაზიარება, ხოლო თუკი მომხმარებლები ინტერნეტში აფიქსირებენ საკუთარ უარყოფით აზრს, ეს გამოხმაურება მინიმუმ 6 000 ადამიანამდე მიაღწევს.” (ჯეფ პრესტონ ბეზოსი, კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი)
სოციალური მედია ის პლატფორმაა, საიდანაც უმჯობესია დავიწყოთ გაყიდვების პროცესისათვის მზადება, რაც დაგვეხმარება:
- არსებულ მომხმარებელთან სტაბილური კავშირის შენარჩუნებაში,
- პოტენციური მომხმარებლის მოზიდვასა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში.
პროფესიონალურად მართული ონლაინ პოზიციონირებისას, საბოლოო ჯამში, მიიღწევა კომპანიისა და მისი პროდუქტის (მომსახურების) ცნობადობის ამაღლება. ასეთ დროს შეიქმნება სტაბილური და წარმატებული სამშენებლო კომპანიის ავტორიტეტი და პერმანენტული, გააზრებული სტრატეგიით, სულ მალე სოციალური მედია არხი თქვენი ბრენდის საყვირად იქცევა!
სოციალურ მედია საშუალებას გვაძლევს სტაბილური კონტროლი და დაკვირვება გვქონდეს სამიზნე აუდიტორიაზე. ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ყოველთვის შევძლებთ მომხმარებლის ყურადღების მიქცევას. როდესაც ვქმნით ჯანსაღ ურთიერთობებს მომხმარებლებთან, ავტომატურად მათ ნდობასაც ვიმსახურებთ. სოციალურ მედიაში სიახლეებისა და შეთავაზებების განსაზღვრული სქემით გაზიარება უზრუნველყოფს ამა თუ იმ სერვისი/პროდუქტის შეძენით დაინტერესებული პირების მუდმივ ინფორმირებულობას როგორც სასურველის შენაძენის დეტალურ ინფორმაციაზე, ასევე კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალების გაცნობაზე..
მომსახურება მოიცავს:
- პერსონალური მედიამენეჯერის მომსახურებას;
- პერსონალური მარკეტერის მომსახურებას;
- ექაუნთ მენეჯერის მომსახურებას;
- საინტერესო, კრეატიული და თემატური პოსტების (ფოტო-ვიდეო) შექმნა/მოძიება/განთავსებას;
- კომპანიის სიახლეების, აქტივობების და გასაყიდი პროდუქტების/სერვისების შესახებ პოსტერების შექმნა/განთავსებას;
- ქავერისა და პროფილის ფოტოების შექმნას სიახლეებისა და საინტერესო ამბების შესაბამისად;
- მარკეტინგულ და PR აქტივობებზე კონსულტაციას და მხარდაჭერას.
- შეტყობინებებზე დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული პასუხი და დაინტერესბეული მომხმარებლების ნომრების ამოღება ცხელი ხაზის ოპერატორებისთვის ბაზის შექმნა. ადამიანთა მრავალრიცხოვანი ფსიქოტიპი სოციალურ მედიაში აქტიურობისას არაერთგვაროვან ქცევას ავლენს. გამოცდილი მედია მენეჯერი შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ახდენს პროფესიონალურად გაწერილი სცენარის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სოციალურ მედიაში მომართვა იქცევა ლიდად და პიროვნებას ექმნება მოტივაცია ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის. აღნიშნულის გამო, იგი ტოვებს საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც შემდგომი კომუნიკაციის მიზნით, ცხელი ხაზის ოპერატორების მონაცემთა ბაზაში ( CRM) შეინახება, დამუშავდება შესაბამისი პროტოკოლითა და ინსტრუქციით, რისი საბოლოო მიზანი წარმოეადგენს სოციალურ ქსელში წარმოქმნილი მომართვის ლოიალურ მყიდველად გადაქცევას.
დიზაინის კონცეპტი: ბრენდინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იმისთვის, რომ ბრენდი იყოს დამახსოვრებადი და პოტენციურ მომხმარებელს ადვილად შეეძლოს მისი გახსენება, გარჩევა და ამოცნობა, აუცილებელია ვიზუალური სახეების ერთიანი კონცეფტის შემუშავება, რაც თავისი: გრაფიკული ფორმის, მხატვრული გადმოცემის სტილით (რეტრო, ავანგარდი, ვინტაჟი...), კოლორატურით (ფერით დატვირთვა) და სხვ. მოქმედებებით მიიღწევა. უნდა შეიქმნას გარკვეული ვიზუალური პატერნი(ები), რომლის დანახვისას კონკრეტულ ინდივიდს გარკვეული ასოციაციური კავშირი გაუჩნდება თქვენ პროდუქტთან. მნიშვნელოვანია, რომ დიზაინის კონცეპტი გამოხატავდეს იმ ორგანიზაციის სამოქმედო კრედოს, სტილს, სტრატეგიას, საქმიანობას... რომელსაც წარმოადგენს ფართო საზოგადოების წინაშე.
დიზაინის შესრულება: თქვენი კომპანიის, როგორც ბრენდირებული ობიექტის, ინდივიდუალური დიზაინის ერთიანი კონცეპტის მიხედვით იმართება.
რეკლამის მართვა და რეპორტინგი: რეკლამის მართვა–ბრენდის სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის, სოციალურ ქსელში გაშვებისა და ყოველდღიური ზედამხედველობის პერმანენტულ პროცესს წარმოადგენს, ხოლო რეპორტინგი – ხსენებული აქტივობის მონაცემთა ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესახებ თვალსაჩინოდ გადმოცემული ანგარიშგება, რათა რაციონალურად დაიგეგმოს შემდეგი თვის მარკეტინგული სტრატეგია.
სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრა: ნიშნავს მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში ადეკვატური ბიუჯეტის განსაზღვრას. ამავე დროს შევიმუშავებთ პერიოდულ ანალიზს, რომ გამოყოფილი თანხა დაიხარჯოს შედეგიანად და გეგმაზომიერად, ხოლო წინასწარ შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ მოვახდენთ მონაცემთა სრულ რეპორტს, რაც თავიდან აგვარიდებს არამიზნობრივ ხარჯვას.
ბლოგ პოსტების თაიმლაინი ფეისბუქისთვის: ბლოგ-პოსტებს ვაწარმოებთ განსაზღვრული გრაფიკის დაცვით და ვათავსებთ ვებსაიტზე. თუმცა, სხვადასხვა თემისა და მთელი თვის გეგმის მიხედვით წინასწარ განვსაზღვრავთ, როდის და რომელი თემატიკა უნდა გაზიარდეს მომხმარებლისთვის. თემატურად დაყოფა გვეხმარება, რომ ვიცოდეთ კონკრეტული თვის ჭრილში რა სახის ინფორმაციას ვაწვდით დაინტერესებულ ადამიანებს და რა ტიპის ინფორმაციის ნაკადით მოვიზიდავთ ინტერნეტიდან მომხმარებელს.
FB LIVE კონცეპტი: ეს არის გეგმაზომიერი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც დაინტერესებული მომხმარებლის ქვეცნობიერში აღძრავს ბიოლოგიურ წამმზომს - დროის მზომ რეჟიმს, რომელიც მიაჯაჭვავს სუბიექტს ფეისბუქ გვერდზე მომდევნო ჩართვის მოლოდინში. ყოველი მომდევნო ჩართვა აგებული იქნება მომხმარებლის ინტერესების მიხედვით.
ვიდეო ანიმაცია სოციალური მედიისთვის: რამდენიმე წამიანი მოძრავი ციფრული გამოსახულება ე.წ. გიფი, რომელიც არის ეფექტური და ადვილად დასამახსოვრებელი ანიმაცია გარკვეული ვიზუალური და ხმოვანი ეფექტებით. იგი შეიძლება იყოს სახალისო, საინფორმაციო, სამოტივაციო კონტექსტის. მაგალითად: მოძრავი ლოგო - სუბიექტის ქვეცნობიერს ახსენებს და ამახსოვრებს ბრენდს, საათის მოძრავი ისრები - სასურველი დროის მოახლოებაზე ან პირიქით, მის ლიმიტზე შეხსენების ეფექტს ქმნის და სხვ.
ჩეთ ბოტის დაგზავნა: კომპანიის პოსტით ერთხელ უკვე დაინტერესებული ადამიანების მონაცემთა შენახვის გზით გვეძლევა საშუალება დაანონსებული სიახლე, მათა გავაცნოთ ყველაზე ადრე ნაკლები დანახარჯებითა და ძალისხმევით. პროცესს მართავს გამოცდილი მარკეტერი, რომელმაც იცის მომხმარებლის ფსიქოლოგია, მიიღება ერთგვარი Push Message-ისე ეფექტი, რომელიც გამოიხატება: მომხმარებლის ჩართულობის გაზრდით, სასურველი ტრეფიკით, კონვერსიის ზრდით და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებით. რაც გვაძლევს მანამდე დახარჯული ბიუჯეტის გამოცოცხლების და მომხმარებლის უკან მობრუნების შესაძლებლობას 10-დან 15 %- მდე.
სარეკლამო აქტივობებზე წინასწარ გაწერილი კითხვებზე პასუხები - ავტომატიზაცია: ანალიზის საფუძველზე, მომხმარებლის ქცევის, ფსიქოლოგიური კომპონენტის შესწავლის შედეგად, მათი მომართვების და დასმული კითხვებზე პასუხების ავტომატიზაციას ვახდენთ. ამ მომსახურების მთავარი მიზანია, თანმიმდევრობის ზუსტი პროგნოზირება და მისაწოდებელი ინფორმაციის მაქსიმალურად ავტომატიზირება, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დაიზოგოს დრო და პასუხი დაინტერესებულ მომხმარებელთან არ იყოს დროში გაწელილი და იყოს ოპტიმიზირებული. შედეგად მიიღება მომდევნო დღის მინიმუმ 3-4 საათის სამუშაო დღის მეტობა (წინწაწევა).
ads manager მართვა - რეკლამის ტიპის განსაზღვრა ლიდის ფასის ოპტიმიზაცია: Ads Manager - ში შექმნილი რეკლამა SMM მენეჯერს აძლევს შემდეგ საშუალებას: (Facebook Boost -სგან განსხვავებით) ზუსტად მოახდინოს სამიზნე აუდიტორიის თარგეთირება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, შეარჩიოს რეკლამის მუშაობის ინტენსივობა, სიჩქარე და თანხის გახარჯვის პრინციპი.
FB ავტომოპასუხის კონცეპტის განსაზღვრა - აწყობა: ჩვენ ვაკვირდებით და შევისწავლით მომხმარებლის ფსიქოლოგიას, ქცევას, მათი მომართვების, კითხვებისა და პასუხების ანალიზის საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, შემდგომ ეტაპზე ავტომატიზირებულს ვხდით ფეისბუქ ავტომოპასუხეს, ვახდენთ წინასწარ გაწერილ კითხვებზე პასუხს, ხოლო სარეკლამო აქტივობებზე ვნერგავთ ჩეთ ბოტებს.
სოც. მედია აუდიტი (თვიურად, კვარტალურად სოც. მედია სტრატეგიის აუდიტი, სტრატეგიის რედაქტირება ცვლილებისთვის): სოციალური მედიაში მომხმარებელთა ქცევა მუდმივად იცვლება, შესაბამისად კომპანიის სამოქმედო სტრატეგია მოითხოვს ფეხის აყოლას ტენდენციებზე და შესაბამისად ცვლილებებს.
ჩვენ ვაწარმოებთ მომხმარებლის აუდიტს, კვლევას, ასევე ვსწავლობთ მათ ქცევებს. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და შეთანხმებულად ვცვლით სოციალური მედია აქტივობის გეგმას.
წინასწარ ვათანხმებთ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალური ქსელის დამატებას და შესაბამისად ვახორციელებთ ახალ პლატფორმებზე სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრას. (Twitter, Instagram, Pinterest, LinkedIn, TikTok)