ჩვენ შესახებ

ლემონსი არის გუნდი, სადაც თქვენთვის ფიქრობენ, მსჯელობენ და თქვენს წარმატებას ქმნიან პროფესიონალი დეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები, კვლევის, მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტები.

ჩვენ შესახებ

ხშირად გვეკითხებიან, რატომ ჰქვია ჩვენს კომპანიას ,,ლემონსი’’. ამბავი საინტერესოა და არასოდეს დავიღლებით ამ საოცარი ისტორიის მოყოლით. ჩვენი უამრავი დამკვეთისთვის ,,ლემონსი’’ გუნდის ხელმძღვანელის გვართან, მელიმონაძესთან, ასოცირდება. სინამდვილეში, სახელწოდება სიტყვა ,,ლიმონს’’ უკავშირდება,- ლიმონი ხომ სიჯანსაღის, კვლავ განახლების, გაცოცხლების და სასიამოვნოდ დავლილი ჟრუანტელის სიმბოლოა! ლიმონი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე ადამიანების უმრავლესობა გამოყოფს ნერწყვს – ჩვენც ვიფიქრეთ, უფრო მეტად დაგვიმახსოვრებდნენ. კიდევ უფრო გამყარდა"ლემონსის" კონცეფცია, როდესაც გავიხსენეთ, რომ მაგალითად, ერთი მილიონი ხშირად მოიხსენიება, როგორც ერთი ლიმონი. :) შესაბამისად, ჯანსაღი პროდუქტის, ნერწყვის გამოყოფის სინდრომისა და მილიონების ხათრით, ოცამდე ალტერნატივიდან სახელწოდება ,,ლემონსმა’’ გაიმარჯვა!

ლიმონი ჩვენთვის ასოცირდება ჯანსაღ ცხოვრების წესთან, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ყოველთვის ესწრაფვის. ლიმონი ესაა ადრე, მზის ამოსვლასთან ერთად დაწყებული წარმატებული და საქმიანი დღე... დილის გარბენი და ოდნავ დამტკბარი ჩაი ციტრუსების განუმეორებელი არომატით... გრილი შხაპი და საყვარელი სუნამოს არომატი, ნაზი მაგრამ გამყოლი შლეიფით... ლიმონი ჯანმრთელობაა... ვიტამინი C-ს საბადო! - ვიტამინის, რომელმაც covid-19-ის პანდემიის დროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ფინანსური კეთილდღეობა იხსნა!

 

“I believe when life gives you lemons, you should make Lemonade!’’

 

ლემონსის ისტორია 2009 წელს დაიწყო და დაიწყო იმიტომ, რომ იდეებისთვის განხორციელების და ადამიანებისთვის წარმატების შესაძლებლობები მიეცა. თუმცა, ლემონსის დაბადების დღე 2011 წლის 23 დეკემბერია, როცა ბევრი ფიქრის, მსჯელობისა და აზრთა შეჯერების შედეგად შეირჩა გუნდის სახელი – ,,ლემონსი’’ და ტექნოლოგიების, დიზაინისა და მარკეტინგის სფეროში 10-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ ოფიციალურად დაფუძნდა კომპანია.

10 წლის წინ 21 დეკემბრის ღამეს გული საოცარი სისწრაფით ცემდა: - სახელი შერჩეული; - გადაწყვეტილება მიღებული; -105 ლარი ნაშოვნი; - თანამშრომლები შეკრებილი; მხოლოდ ის იყო დარჩენილი, სადაც ფეხით მისვლა მერჩივნა, უფრო სწრაფად მივიდოდი, რადგან ვფიქრობდი ფრთები მქონდა! რეგისტრაცია კომპანიის და ოფიციალური დოკუმენტი, რომ ის არსებობს!

გულისცემის ის სიხშირე, ყოველი ახალი წამოწყების დროს მეორდება განუწყვეტლივ მეოცნებე ბავშვივით მჯერა. ის რწმენა რომ აუცილებლად გამოვა, აუცილებლად საუკეთესო იქნება არასდროს მღალატობს.10 წლის წინ ძალას რა მაძლევდა არ ვიცი, თუმცა ვერ მოიძებნებოდა მიზეზი, რომელიც უკან დახევას მაიძულებდა. სწორედ ამიტომ დღეს თქვენ უკვე ხედავთ 10 წლიან ისტორიას,10 წლის წარმატებას ერთად აკრეფილს. სცენის უკან თქვენ ასევე ხედავთ შეცდომებს განვლილ გზაზე დაგროვილს, საგულდაგულოდ დაფაზე გამოკრულს. არასდროს გვავიწყდება თითოეული დღის შეცდომები, რომლებიც რა თქმა უნდა იყო, რომლებზეც ვისწავლეთ, რომლებმაც გაგვზარდეს, დიდებად გვაქციეს და წინ სვლის მიზანი ჩაგვინერგეს. ალბათ ძალიან უნდა გინდოდეს ადამიანებში ბოროტების დანახვა, რომ მათ სიკეთეს თვალი აარიდო. მე ჩემი ადამიანები, ვინც გზაზე შემხვდა მთელი გულით მიყვარს, პატივს ვცემ და მათ როლს ამ ყველაფერში მეტად ვაფასებ ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ. 10 წელი გავიდა lemons.ge შექმნიდან და ის ყველამ ერთად პატარ -პატარა ფაზლებით ავაშენეთ. მადლობა ამ სცენის ყველა მოთამაშეს, ჩემ ერთგულ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებსაც არ ენანებოდა ღიმილი და კეთილი სიტყვა, იმედის ჩასახვა და ძალის შემატება, ასეთები ბევრნი ხართ და მინდა, რომ ყველა კეთილი ოცნება რეალობად გექცეთ. მადლობა სამყაროს ამ შესაძლებლობისთვის!

ირა მელიმონაძე, 22 დეკემბერი, 2020 წ

სამუშაო პროცესი

01

გვიკავშირდებით და ვნიშნავთ შეხვედრას

02

ერთად ვმსჯელობთ საჭიროებებსა და ორივე მხარის მოლოდინებზე

03

ვიწყებთ მთელი გუნდი! ვრთავთ კრეატივს და სასურველ შედეგამდე არ ვჩერდებით!

04

შედეგი, რომელიც ორივე მხარეს ერთნაირად გვახარებს

05

ჩვენ ერთად ვზომავთ მოლოდინებს,ჩატარებულ სამუშაოებსა და მიღებულ შედეგებს.