კონტენტის შექმნა

კონტენტის შექმნისას უნდა ვიფიქროთ მომხმარებლებზე და ასევე მათ ინტერესებზე

კონტენტის შექმნა

კონტენტი არის  ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საიტსა და ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე, დაწყებული ტექსტებით, ვიდეორგოლებით და დამთავრებული სურათებით. 

კონტენტს მიეკუთვნება: 

—ტექსტი 

—ფოტო, ვიდეო და გრაფიკული გამოსახულება. 

— ცხრილები

—ლინკები

კომპანიის შექმნის დროს  აუცილებელია კონტენტის ზუსტი განსაზღვრა, რადგან ის გაყიდვებისა და რეკლამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით პირდაპირ ვეკონტაქტებით მომხმარებლებს. კონტენტის შექმნისას უნდა იფიქროთ მომხმარებლებზე, უნდა შექმნათ ის, რაც მათ დააინტერესებთ და  რასაც წაიკითხავენ.

კონტენტის რეგულარული შევსება  საიტის სიცოცხლისუნარიანობის  ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია.  ვებ საიტზე   კონტენტის  რეგულარული განახლება - მისი არსებობის აუცილებელი პირობაა.  საიტზე არსებულ მოძველებულ ინფორმაციას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რაც ნეგატიურად აისახება საიტზე და მისი მფლობელის რეპუტაციაზე. საძიებო სისტემები ითვალისწინებენ ამ ფაქტს  და ამიტომ უპირატესობას  განახლებად კონტენტიან საიტებს ანიჭებენ.  ამ მიზეზის გამო  საიტზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივად აქტუალური უნდა იყოს. 

Create content საიტისთვის კონტენტის შექმნა 

(ჩვენ შესახებ, მისია, მიზანი, ღირებულება, პროექტების აღწერა, დასრულებული პროექტები, სერვისები და ა.შ): აუცილებელია ოფიციალურ საიტზე განთავსებული მასშტაბური, საჯარო ინფორმაცია ბრენდის საქმიანობის, ისტორიის, სამოქმედო სტრატეგიის, გუნდის და სხვ საინტერესო ასპექტების შესახებ.

Create content ინფორმაცია გადმოცემულია: ტექსტური, ფოტო და ვიდეო მასალის სახით. საიტის კონტენტი- გაყიდვებისა და რეკლამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით კომპანია პირდაპირ ეკონტაქტება მომხმარებლებს. დაინტერესებული მომხმარებელი კი დეტალურად ეცნობა მისთვის საინტერესო ინფორმაციას მოკლედ და მაღალკვალიფიციურად მიწოდებულს.  

კონტენტის შექმნისას უნდა ვიფიქროთ მომხმარებლებზე და ასევე მათ ინტერესებზე- როგორ ეძებენ ისინი ჩვენ მომსახურებას თუ პროდუქტებს ინტერნეტში, სხვადასხვა საძიებო სისტემებში. 

ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს "აიძულებს" საიტზე  დაყოვნდეს 10 წმ - ზე მეტხანს  ან/და საშუალო დაყოვნება Google analytics - ის მიხედვით, გვქონდეს 2 წუთზე  მეტი და საშუალოდ ათვალიერებდეს  3 – 4 გვერდზე მეტს, რა თქმა უნდა  საჭიროებს სტრატეგიის შემუშავებას, კონტენტ მენეჯერისა და ქოფირაითერის ერთობლივ სამუშაოს.

კონტენტის შექმნა საიტის ფოტო მასალის მომზადება: ფოტოსესია - ან არსებული ფოტოების დამუშავება საჭიროებებიდან გამომდინარე. ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის, კონტექსტის შესაბამისი და არაბანალური, მაქსიმალურად საქმიანობის ან ტექსტის ამსახველი.

კონტენტის შექმნა youtube - არხის კონტენტის კონცეპტი, გადაღება, მონტაჟი: სტილის განსაზღვრა, დამონტაჟება, განთავსება და სოციალური ქსელებით გავრცელება. 

კონტენტის შექმნა სოციალური მედიისთვის კონტენტის განსაზღვრა: წინასწარ განვსაზღვრავთ: სოციალური მედიისთვის ხშირად დასმულ კითხვებს, ავტომოპასუხეების, ჩეთ ბოტებს. ასევე წინასწარ ვამუშავებთ მესიჯ ბოქსებს, კომპანიის მხრიდან სოციალური მედიის საშუალებით მომხმარებელთა ინტერაქციის სტილს და სხვ. 

ხშირად დასმული კითხვების ინფორმაციის შექმნა, ცვლილება და განახლება: მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებლის მიჯაჭვულობას ვებ გვერდზე, მსგავსი მენიუს (ხდკ) (FAQ) მართებული, რელევანტური და საინტერესო კითხვები და მზა პასუხების არსებობა.  კითხვები და მათი შესატყვისი პასუხები უნდა განახლდეს პერმანენტულად, რომ მათი შინაარსი არ გახდეს არააქტუალური და ბანალური.