ბლოგის წარმოება
ბლოგის წარმოებიდან 3-6 თვეში დგება შედეგი, მანამდე საიტი და ბლოგი იკრეფს ძალას.
რატომ ბლოგი?
ვებ გვერდის დამზადების შემდეგ საძიებო სისტემებში (Google, Yandex , Bing) საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ბლოგის წარმოება. რაც მოგცემთ შესაძლებლობას მუდმივად აქტუალური იყოთ ნებისმიერი საძიებო სისტემებისთვის თქვენი სერვისების და პროდუქტების ძიებისას ასევე საინტერესო და კომპეტენტური მრჩეველი გახდეთ თქვენი მომხმარებლებისთვის.
რეკომენდებულია რომ ბლოგი საიტზე უნდა განახლდეს თვეში მინიმუმ ოთხჯერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია აქტიურია, ცოცხალია და ჩართულია მომხმარებელთან ინტერაქციაში. ბლოგ პოსტები, გარდა იმისა რომ აცოცხლებენ ვებ გვერდს, იზიდავენ და იპყრობენ მომხმარებლებს, გაძლიერებენ საძიებო სისტემებში ინტეგრაციის კუთხით, ასევე საშუალებას გაძლევთ თქვენი სოციალური მედია გაცილებით უფრო აქტიური და საინტერესო იყოს.
მომსახურება მოიცავს:
საძიებო სისტემებისთვის Keyword - ების განსაზღვრას და შესაბამისი ბლოგის პოსტების შექმნა.
ბლოგის საიტზე განთავსება.
ვიდეო ბლოგი - კონცეპტი, პერსონა, გადაღება, მონტაჟი, განთავსება. ვიდეო ბლოგი ტექსტური, ფოტო და გრაფიკული ბლოგების გვერდით, სულ უფრო პოპულარული ხდება. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შექმნილმა ლოქდაუნმა, გაზარდა ბლოგების ნახვადობა, შესაბამისად, კომპანიები დაახლოებით ერთი წელია სულ უფრო ხშირად მიმართავენ მას.
წინასწარ ხდება კონცეპტის განსაზღვრა, გამოიყოფა პერსონა, ირჩევა თემატიკა, შეირჩევა გადაღებების პერიოდი, შემდეგ საჭიროა მონტაჟი, იუთუბზე და შესაბამის პლატფორმაზე გადაზიარება მეტი ტრეფიკის შესაქმნელად.
თითოეული ბლოგის თემა/ტოპიკი შესაბამისობაში უნდა იყოს თქვენ გასაღებ სიტყვებთან, რაც საძიებო სისტემებს მისცემს დასტურს, რომ თქვენ 100% იყენებთ ყველა საჭირო იარაღს იმისათვის, რომ დაიკავოთ საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციები რეკლამირების გარეშე.
ბლოგის წარმოებიდან 3-6 თვეში დგება შედეგი, მანამდე საიტი და ბლოგი იკრეფს ძალას.