SEO ოპტიმიზაცია
გაზრდილი ცნობადობა
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია აერთიანებს ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც მიმართულია საძიებო სისტემაში თქვენი ვებ გვერდის პოზიციების გაუმჯობესებისკენ.
ტექნიკურიად გამართული SEO- ს საშუალებით Google-ში და სხვა საძიებო სისტემებში თქვენ მიერ არჩეული სიტყვის ან/და სიტყვათა კომბინაციის ძიებისას თქვენი საიტი პირველ გვერდზე იქნება განთავსებული. შესაბამისად მომხმარებელი ძიებისას იხილავს თქვენ კომპანიაზე ინფორმაციას მარტივად.
რაც უფრო მაღალია საიტის პოზიცია ძიების შედეგებში, მით უფრო მეტი მომხმარებელი შედის მასზე.
SEO ოპტიმიზაციით თქვენ მიიღებთ:
• გაზრდილ ტრაფიკს საიტზე
• გაზრდილ ცნობადობას თქვენ კომპანიასა და პროდუქტზე
• გაზრდილ შეფასებას Google-ის საძიებო სისტემაში
• გაზრდილ გაყიდვებს
• გაზრდილ მოგებას
SEO ოპტიმიზაცია მოიცავს:
SEO- ოპტიმიზაცია იყოფა ორ ტიპად: ტექნიკური SEO და კონტენტ- SEO. ეფექტური და სრულყოფილი შედეგის მისაღებად თქვენ ორივე უნდა გამოიყენოთ.
ტექნიკური SEO
ამ ეტაპს ჰქვია On Site Optimization,რაც გულისხმობს საიტის პროგრამულ და ტექნიკურ გამართვას, რასაც Google ითხოვს . ტექნიკური SEO- ოპტიმიზაციის შედეგები მალევე ჩანს. სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს საიტის SEO-აუდიტი, რომელიც შექმნის დოკუმენტს ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მისი დეტალური განხილვა და ნაბიჯების შესრულება საიტს მისცემს 100% გამართულ ტექნიკურ მაჩვენებელს SEO-ს თვის.
SEO-აუდიტი – საიტის ჩატვირთვის სისწრაფის შემოწმება, საძიებო სისტემებისთვის ხილვადობა, საიტის ოპტიმიზაციის ხარისხი, საიტის ტექნიკური გამართულობა, ტექსტების სისწორე და ა.შ.
SEO- აუდიტი მოიცავს:
- ლინკების ანალიზს;
- საიტის სტრუქტურის ანალიზი;
- კოდის ანალიზი: შეცდომები HTML- ში, საიტის გვერდების ჩატვირთვის სიჩქარე, robots.txt, საიტის რუკა;
- კონტენტის ანალიზი;
- საკვანძო სიტყვების ანალიზი.
კონტენტ- SEO
თუ ადრე მარკეტოლოგები ანთავსებდნენ ტექსტს მხოლოდ საკვანძო სიტყვების გამო, ახლა ისინი ყურადღებას ამახვილებენ ყველა დეტალზე: ტექსტის შემადგენლობაზე, მის ორიგინალურობაზე, უნიკალურობაზე, ხარისხზე, სტილზე, ბმულებზე და სხვა წვრილმან დეტალებზე.
როგორი ტექსტები მოსწონს საძიებო სისტემებს:
საიტზე არსებული ტექსტი არის ინსტრუმენტი, რომლითაც იზიდავთ ახალ მომხმარებლებს და საუბრობთ თქვენ ბიზნესზე.
იმისთვის რომ კონტენტმა ეს ფუნქცია შეასრულოს ის ოპტიმიზირებული უნდა იყოს საძიებო სისტემებისთვის.
რა უნდა გავითვალისწინოთ საიტზე კონტენტის განთავსებისას:
- დაწერეთ გასაგები ენით. მაშინაც კი, თუ ეს რთული თემაა. ისაუბრეთ პროდუქტზე და მომსახურებაზე ისე, როგორც მომხმარებლებმა;
- დაიცავით სტრუქტურა. არაფერი ისე არ აფუჭებს ტექსტს, როგორც ერთი თემიდან უცებ მეორეზე გადახტომა;
- არ გადატვირთოთ ტექსტი საიტისთვის რთული ფრაზებით და კონსტრუქციებით. ეს მნიშვნელოვნად გაართულებს მკითხველის მიერ მის აღქმას;
- გამოყავით ჩამონათვალი ბულეთებით ან ციფრებით;
- გააფორმეთ ტექსტები სწორად: გამოყავით ტექსტები, სათაურები (bold, italic, H -ტეგებით) და დაიცავით აბზაცები. ეს დაგეხმარებათ თემების ერთმანეთისგან გამოყოფაში.
SEO ტექსტების ალგორითმის დაცვა გულისხმობს:
- გამოიყენეთ და შეავსეთ თეგები. ნუ აუვლით გვერდის : keynote, title და description-ს;
- გამოიყენეთ თემატური ფოტოები. გარდა კონტენტის გალამაზებისა, ის ასევე დადებითად აისახება საძიებო სისტემების მიერ საიტის შეფასებაზეც (გამოიყენეთ არაუმეტეს სამი ან ოთხი ილუსტრაცია);
- გამოიყენეთ ბმულები საჭირო ადგილებზე, რათა მომხმარებლებს გაუადვილდეთ მათი გამოყენება;
- ტექსტის ერთი გვერდი არ უნდა აღემატებოდეს 4500 სიმბოლოს;
- სწორად შეარჩიეთ საკვანძო სიტყვები. საკვანძო სიტყვები SEO სტრატეგიის აუცილებელი კომპონენტია.
ყველა ვებ გვერდის მარკეტინგული გეგმა უნდა მოიცავდეს SEO-ს. მყარი SEO- სტრატეგიის გარეშე თქვენი საიტი დაიკარგება, ის არასდროს გამოჩნდება საძიებო შედეგების საწყის პოზიციებზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როდესაც რამეს ეძებთ, რამდენად შორს მიდიხართ იმ ბიზნესის მოსაძებნად, რომელთანაც თანამშრომლობას გეგმავთ ?!. უმრავლესობა ჩვენგანი ძიებისას არ სცდება საძიებო სისტემის მიერ შემოთავაზებული სიის პირველ გვერდს, ამიტომ მოწინავე ადგილების დაკავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი SEO დაგეხმარებათ რეიტინგის ამაღლებაში და გახდის თქვენ ვებ გვერდს უფრო ნახვადს. SEO -სტრატეგიის შემუშავება უნდა მიანდოთ პროფესიონალებს. არ უნდა დაგენანოთ არცერთი რესურსი , რომელსაც ეს სტრატეგია მოითხოვს, რადგან ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში შედეგი გარანტირებული გაქვთ.