3 მარკეტინგული მითი ჯანსაღი კვების შესახებ, რომლისაც ყველას გვჯერა
საუზმე — საკვების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი დროა. დამიჯერებთ თუ გეტყვით,რომ ეს ასე არაა?
ეს უკვე ერთგვარ ანდაზად იქცა: «ისაუზმე, როგორც მეფემ, ისადილე, როგორც თავადმა და ივახშმე, როგორც ღარიბმა»? უკვე მრავალი წელია რაც გვარწმუნებენ, რომ —საუზმე აუცილებელია. «ჭამეთ დილიდან მსუყეთ თავს კარგადაც იგრძნობთ და წონაშიც დაიკლებთ». მაგრამ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობს. არ არსებობს არანაირი ჯადოქრობა. საუზმე უბრალოდ საჭმელია. საინტერესოა რატომ რა გვაიძულებს ვიფიქროთ სხვანაირად?
ასი წლის წინ დილით საუზმობას ყურადღებას არავინ უთმობდა და არც საკვების უამრავ ვარიანტს გთავაზობდათ ვინმე. ხალხი მიირთმევდა იმას რაც სურდა. მაგრამ მზა მარცვლეულის საუზმეების გამოჩენისთანავე ყველაფერი შეიცვალა. პირველად ეს პროდუქტი მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა. ფანტელის გამომგონებელი დოქტორი ჯეიმს კალები და Kellogg′s-ის მომავალი დამფუძნებლები ძმები ჯონ ჰარვი უილიამ კიტ კელოგი თავიდან პროდუქციას სანატორიუმში ყიდდნენ, როგორც ჯამრთელობის გასაუმჯობესებელ საკვებს. "ჯამრთელი" საკვების გასაყიდად მათ გამოიყენეს მორალისტური რიტორიკა, რითაც საბოლოოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა საკვებზე. ამის შემდგომ მზა საუზმე უკვე მასიურ წარმოებაში ჩაუშვეს. 1940- წელს ვიტამინების აღმოჩენასთან ერთად მზა მარცვლეული საკვები გამოაცხადეს როგორც მათი სრულფასოვნების წყარო. ზუსტად ამ პერიოდში ამერიკელმა ქალებმა მუშაობის უფლება მიიღეს და მათ ესაჭიროებოდათ რამე სწრაფი და ნოყიერი საკვები დილით ბავშვებისთვის. საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მარცვლეულის მზა სადილი მალევე ბავშვებისთვის საუკეთესო საკვებად გამოაცხადეს. სწრაფი, გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო მზა მარცვლეულის საუზმე ძალზედ პოპულარული გახდა და ამასთან ერთად დილით საკვების მიღებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა.
ეს იდეა გაამყარა 1920 წელს ჩატარებულმა კამპანიამ, რომლის მიზანიც ბეკონის გაყიდვების ზრდა იყო. კომპანია Beech-Nut- მა «თანამედროვე პიარის მამას» ედვარდ ბერნეისს ბეკონის გაყიდვების ზრდა დაავალა, რადგან ამით მზა საკვების გაყიდვებიც გაიზრდებოდა. ედვარდმა ექიმებს სთხოვა დაედასტურებინათ, რომ დილით ნოყიერი კვება უფრო სასარგებლოა ვიდრე უბრალო წახემსება და რომ დილის ნოყიერი საუზმე ეხმარება ორგანიზმს ღამით დახარჯული ენერგიის აღდგენაში. ამ შინაარსის განცხადება მან 5000 ექიმს გაუგზავნა მათი ხელმოწერების მისაღებად. შემდგომ კი ბერნეისმა თავისი პეტიციის შედეგები მედიას,როგორც სამეცნიერო კვლევის შედეგების სახით წარუდგინა. მისმა კამპანიამ არა მარტო ბეკონის გაყიდვები გაზარდა არამედ გაამყარა მოსაზრება დილის ნოყერი საუზმის აუცილებლობაზე. 2003 წელს გამოჩნდა კვლევა, რომლის მიზანი იყო მარცვლეულის მზა საუზმის გავლენა დაედგინა ადამიანის წონაზე. ამ კვლევას აფინანსებდა ამერიკული სწრაფი მარცვლეულის საუზმეების მწარმოებელი კომპანია Kellogg’s-ი. მსგავსი კვლევა ჩატარდა 2014 წელს კომპანია The Quaker Oats- ის მიერ, რომლის შედეგების თანახმად მზა მარცვლეულის საუზმის ყოველდღიური მიღება ამცირებს ხოლესტერინის ოდნობას ორგანიზმში. ბოლო წლების განმავლობაში ამ თემაზე უამრავი კვლევა ჩატარდა. ამერიკულმა, კვების სპეციალისტების საზოგადოებამ ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 300- წონის დაკლების მსურველი ადამიანი იღებდა. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფი თექვსმეტი კვირის განმავლობაში ყოველ დილით სადილობდა ხოლო მეორე ჯგუფის წევრები კი საერთოდ ტოვებდნენ დილის კვებას. საბოლოო შედეგების მიხედვით არცერთი ჯგუფის წევრს არ დაუკლია წონაში. მსგავსი კვლევა ჩაატარა Bath -ის უნივერსიტეტმა, კვლევამ აჩვენა, რომ დილით საკვების მიღება ან არ მიღება არანაირ გავლენას არ ახდენს არც მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაზე და არც ქოლესტერინზე. მეცნიერების უმრავლესობა თანხმდებიან, რომ ადამიანების რწმენას საუზმის სარგებლიანობაში უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ არსებული კვლევების შედეგებს.
დალიეთ დღეში 8 ჭიქა წყალი და გახდით. დამიჯერებთ თუ გეტყვით რომ ეს ასე არაა?
აუმჯობესებს ყველაფერს... ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოდევნას. ის დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში. თქვენი კანი იქნება უფრო გლუვი. ის მატებს ენერგიას. წყალი ! კურნავს ყველა დაავადებას. ამ წამლის რეცეპტი ყოველთვის ერთია — მიიღეთ მინიმუმ 8 ჭიქა ან დღეში 2 ლიტრი. ეს ხშირად გაგვიგონია ექიმებისგან. მოგისმენიათ ტელევიზიით. წაგიკითხავთ ავტორიტეტულ სამედიცინო პორტალებზე . ეს ინფორმაცია ყველგანაა! და ამიტომაც გვჯერა, მაგრამ შეუძლებელია ამის მეცნიერული მტკიცებებულები არ არსებობს. «8 ჭიქა დღეში». როგორ გაჩნდა ეს მოსაზრება? არსებობს ვერსია, რომ ამ მოსაზრების წყარო გახდა სურსათის და კვების მეცნიერული-კვლევითი ცენტრის რეკომენდაცია. რომლის თანახმადაც (1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში) ადამიანებს დღეში დაახლოებით 2,5 ლიტრი წყალი ესაჭიროებათ. მაგრამ ამასთან ერთად ნათქვამი იყო ისიც, რომ მისაღები სითხის უდიდეს ნაწილს შეიცავს საკვები. 1974 წელს დოქტორმა ფრედერიკ სტარეიმ და დოქტორმა მარგარეტ მაკვილიამსმა დაწერეს წიგნი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზრდასრულ ადამიანს დღეში 6-8 ჭიქა წყალი ესაჭიროება. მაგრამ წიგნში ასევე ეწერა, რომ : «…დღის განმავლობაში მისაღები სითხე შეიძლება იყოს ყავის, ჩაის, რძის, უალკოჰოლო სასმელების, ლუდის, ხილის, ბოსტნეულის სახით». ზუსტად არაა ცნობილი ძალით დაიკარგა თუ შემთხვევით წიგნში მოცემული ბოლო რეკომენდაციები, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი მსოფლიოს მარკეტოლოგებმა ამ რეკომენდაციაში დაინახეს მითის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ისეთი დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს მის სისწორეში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. 90-იან წლებში ბოთლის წყალის გამოჩენის შემდეგ ის ძალიან პოპულარული გახდა და მის რეკლამირებაში უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ამბობდნენ,რომ მათი სილამაზის საიდუმლო წყალი იყო, რომელსაც ისინი ყოველ დღე დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ. მოდურმა ჟურნალებმა კი დაიწყეს წყლის მაგიურ ძალებზე სტატიების წერა. 2011 წელს ფრანგულმა კომპანიამ Danone-მა, რომელიც რამდენიმე წყლის ბრენდს ფლობდა შეიმუშავა ინფორმაციულ-პროპაგანდული პროგრამა, რომლის მიზანიც იყო ხალხისთვის შეეტყობინებინა წყლის მიღების დღიური ნორმის შესახებ. ის ასევე მონაწილეობას იღებდა Hydration for Health-ის ორგანიზაციის შექმნაში, რომლის ჯანდაცვის პროფესიონალურ რჩევებსაც მთელი მსოფლიო ითვალისწინებს. კომპანია Nestlé Waters- ის მიერ მალევე ჩატარდა კიდევ ორი კვლევა, კვლევებმა დაადგინა, რომ ბავშვების მესამედი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს. 2013 წელს თეთრი სახლის მრჩეველმა სემ კასმა განაცხადა :«ამერიკელების 40% ყოველ დღე სვავს რეკომენდირებული სითხის ნახევარს ». ამასთან დაკავშირებით მიშელ ობამამ ჩაუშვა სარეკლამო კამპანია «Drink Up», რომლის ფარგლებშიც ის ხალხს სიმსუქნესთან საბრძოლველად ყოველ დღე დამატებით ერთი ჭიქა წყლის დალევას ურჩევდა.
მაგრამ არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება, ნაშრომი იმისა, რომ დღეში 8 ჭიქა წყლის მიღება დაგეხმარებათ წონის დაკლებაში ან სხვა რამე დაავადებების დაძლევაში. 2008 წელს Journal of the American Society of Nephrology-მ განაცხადა, რომ «არ არსებობს ზუსტი დამამტკიცებელი საბუთები, რომელიც დაადასტურებდა წყლის ამ რაოდენობით მიღების სარგებლობას… ასევე არ არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ეს სასარგებლო არაა. მოკლედ რომ ვთქვათ არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები». მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ამ მითის ეჭვის გარეშე სჯერათ. ბოთლის წყლის გაყიდვები კი კვლავ სწრაფი ტემპით იზრდება. ექსპერტების აზრით 2017 წლისთვის მსოფლიოში 390 მილიარდი ლიტრი ბოთლის წყალი გაიყიდება.
სუპერსაკვები — კურნავს ყველა დაავადებას. დამიჯერებთ თუ გეტყვით რომ ეს ასე არაა?
თუ თქვენ გიზიდავთ ჯანმრთელი კვება მაშინ უდაოდ გეცოდინებათ ჯადოსნური "სუპერსაკვების" შესახებ. მედია, ბლოგერები და დიეტოლოგები მას ყოველდღე განიხილავენ,როგორც ყველა დაავადების მკურნალ და წონაში დამკლებ იდეალურ საშუალებად. გოჯი, ასაი, კინოა, ყაყაჩო, ლუკუმა, კანაფის თესლი და უამრავი სხვა მცენარე. ალბათ გეცნობათ ეს პროდუქტები, ურფო მეტიც შეიძლება ამ წუთას სამზარეულოშიც კი გაქვთ
რომელიმე.
"სუპერ საკვების" პოპულარობა დღითიდღე იზრდება. საკითხავი ისაა ნამდვილად ამართლებენ თუ არა ისინი მოლოდინებს, თუ ეს კიდევ ერთი მარკეტინგული მითია? "სასწაულმოქმედი" პროდუქციის გაყიდვის იდე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. მასინ კოკა-კოლა იყიდებოდა როგორს "ინტელექტუალური სასმელი" (როგორც ნერვული ამღგზნები და თავის ტკივილის წამალი) იმ დროს მის შემადგენლობაში კოკაინი შედიოდა. 1909 წელს Grape Nuts- საკვები რეკლამირდებოდა როგორც «ტვინის და ნერვული ცენტრის საკვები». ხოლო OVALTINE - ის შოკოლადის სასმელი იყიდებოდა, როგორც უძილობის წამალი, ხოლო შემდეგ როგორც ენერგეტიკი.
რატომ უნდა შევცვალოთ ჩკენი კვების რაციონი, როცა გოჯის მარცვლებს ყველაფრის გამოსწორება შეულიათ? არაა გასაკვირი რომ ბრიტანელების 61 % თანახმაა იყიდოს "სუპერ საკვები" რადგან მათ სჯერათ, რომ 2014 წელს YouGov -ის მიერ ჩატერებული კვლევის შედეგებ 100% -ით მართალია. თუმცა მეცნიერული თვალსაზრისით «სუპერ საკვები» არ არსებობს. არ ვამბობ იმას, რომ არ ჩატარებულა მეცნიერული კვლევები, ან იმას რომ ისინი სასარგებლო არაა. სიმართლე ისსს, რომ "სუპერ პროდუქტებს" არ აქვთ ისეთი სუპერ შესაძლებლობები. მათ უბრალოდ ძალიან კარგი მარკეტოლოგები ყავთ. ათი წლის წინ ასაის ნაყოფის შესახებ მხოლოდ ბრაზილიაში იცოდნენ, მაგრამ დღეს ბაზრრი სავსეა ამ ნაყოფის ბაზაზე დამზადებული პროდუქტებით, რომლებსაც შემქმნელებისთვის ყოველწლიურად მილიონობით დოლარის მოაქვთ. Mintel GNPD (ახალი პროდუქციის გლობალური მონაცემთა ბაზა) იტყობინება, რომ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად გაიზარდა ახალი "სუპერ" პროდუქტების წარმოების რიცხვი. "სუპერ" პროდუქტებმა უკვე სილამაზის, ჯანმრთელობის, ჰიგიენის და ცხოველთა მოვლის სფეროებიც მოიცვეს. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ დღეს თანამედროვე ადამიანების უფრო მეტად აინტერესებთ მოხმარებული საკვების ხარისხი. "სუპერპროდუქტების" წყალობით ჩვენ გვჯერა, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებთ. მარკეტინგი და სარეკლამო კამპანია, განსაკუთრებით გრძელვადიანი — არის ძლიერი იარაღი, რომელიც ზრდის მოთხოვნას და მასთან ერთად გაყიდვებსაც. მათ შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების და სამყაროს შეცვლა. ისინი შეუმჩნევლად აქცევენ მითს რეალობად...
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01