კონტენტ გეგმა სოციალური ქსელისთვის: რა არის და როგორ გავაკეთოთ

კონტენტ გეგმა - ეს არის სტრუქტურირებული დოკუმენტი სამოქმედო გეგმით კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
სოციალური ქსელებისთვის ეს ჩვეულებრივ არის სპეციალურად შერჩეული კონტენტის გამოქვეყნების განრიგი.

მაშ ასე, რატომ უნდა შეადგინოს კომპანიამ კონტენტ გეგმა?
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი როდის,რა და რომელ სოციალურ ქსელში უნდა გამოქვეყნდეს.
ამ დოკუმენტის შედგენისას მენეჯერები ეყრდნობიან წინასწარ განსაზღვრულ მარკეტინგულ სტრატეგიას. 

რა არის სოციალური მედიის კონტენტ გეგმის შედგენის მიზეზი:

  • ამარტივებს პროდუქტის/მომსახურების პოპულარიზაცია. იმისთვის რომ სოციალური ქსელი გახდეს გაყიდვების ერთ-ერთი არხი და არა კორპორატიული გვერდი საჭიროა სტრატეგიული გეგმა;
  • ზოგავს პუბლიკაციების მომზადების დროს და ამარტივებს მუშაობას;
  • საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ ბლოგი: შეამციროთ შეცდომების რაოდენობა, გაზარდოთ კონვერტაცია და გაუმკლავდეთ ფორსმაჟორს.

მოდით ვისაუბროთ ცოტათი თითოეულ მიზეზზე.

  • პროდუქტის პოპულარიზაცია

გამოქვეყნების გეგმა ეხმარება:

  • გამომწერებთან კომუნიკაციის აწყობაში;
  • ყველა სახის კონტენტის (ტექსტი,ვიდეო, ინფოგრაფიკა და პოტკატი) გამოყენებაში;
  • მომხმარებლების ყურადღების შენარჩუნებაში (დინამიური ვიდეოები, სასარგებლო ტექსტები, გასართობი სურათები - ეს ყველაფერი იზიდავს და ინარჩუნებს აუდიტორიის ყურადღებას);
  • ინფორმაციის დოზირებულად  მიწოდებაში ( არ შეიძლება მასალების ძალიან ხშირად გამოქვეყნება, ეს აღიზიანებს მკითხველს. ხოლო მისი ძალიან იშვიათად გამოქვეყნებისას კი თქვენი გზავნილი დაიკარგება კონკურენტებს შორის);
  • რუბრიკის შექმნის შესაძლებლობას (რუბრიკაცია ხელს უწყობს შინაარსის სტრუქტურირებას, ხაზს უსვამს კონტენტის მნიშვნელოვან ასპექტებს).  

გეგმის გაწერა

  • დროის ეკონომია და პროცესების ავტომატიზირება

სოციალური მედიისთვის კონტენტის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. კონტენტის გეგმის დახმარებით მენეჯერი ავტომატიზირებს ზოგიერთ პროცესს და ამცირებს პუბლიკაციების მომზადების დროს.
კონტენტის სწორი გეგმით, მენეჯერს არ სჭირდება პუბლიკაციებისთვის თემების მოფიქრება ყოველდღე. საკმარისია ფაილის გახსნა, და შესაბამისი თემის განთავსება. 
პოსტის იდეისა და სტრუქტურის წინასწარ დაგეგმვა მის დაწერა უფრო აადვილებს. 

  • კონვერტაციის გაძლიერება

პოსტების რეგულარული  პუბლიკაცია ბიზნესს ეხმარება მიაღწიოს თავის მიზნებს: გაზარდოს აუდიტორია, შექმნას მომხმარებელთა ბაზა, გაყიდონ პროდუქტები/მომსახურება და ა.შ.
კომპანიის პოსტების მუდმივი და სტაბილური პუბლიკაცია ეხმარება ბიზნესს ლოიალობის გაზრდისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში
რაც უფრო მაღალია მომხმარებლის ჩართულობა, მით მეტია კონტენტის ორგანული მოცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი ადამიანი დაინახავს კომპანიის პოსტებს.
აუდიტორიის ზრდა აუდიტორიისთვის საინტერესო სასარგებლო შინაარსის გამოქვეყნების გზით არის ერთადერთი გზა, რომ გაიზარდოს კონვერტაცია დამატებითი ინვესტიციების გარეშე.
ყოველგვარი ხარჯების გარეშე აუდიტორის ყურადღების მისაზიდად და მის გასაზრდელად  ყველაზე კარგ გზას სასარგებლო კონტენტის სტაბილური პუბლიკაციაა. 

  • დაგეგმვა

როდესაც არსებობს გეგმა კონტენტ მენეჯერმა უკვე იცის რამდენი დრო აქვს კონკრეტული პოსტისთვის ფოტოს,ტექსტის ან ვიდეოს შესაქმნელად. გრაფიკით მუშაობა გიზოგავთ დროს და ენერგიას. 
მზა მასალებით უფრო ადვილია თვალყური ადევნოთ რეკლამის და კონტენტ მარკეტინგის ეფექტურობას. ეს საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაარეგულიროთ სარეკლამო სტრატეგია.

დაგეგმვა

  • სოციალური ქსელის კონტენტ გეგმის ხანგრძლივობა

მოცემული გეგმის შედგენის ვადა ინდივიდუალურია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, საქმიანობის სფეროზე და მიზნებზე, რომელთა მიღწევაც საჭიროა. როგორც წესი, მენეჯერები ადგენენ გრძელვადიან, საშუალოვადიან და მოკლევადიან გეგმებს.

- გრძელვადიანი გეგმა
1 წლიანი გეგმა- მენეჯერი აფიქსირებს გლობალური აქციების ვადებს, რომლებიც გაზრდის გამომწერების რიცხვს და აუდიტორიის ლოიალობას. 
გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიები უყურებენ როგორ შეიცვლება ინტერესი ბრენდის მიმართ, თუ მისი კონტენტი პასუხობს აუდიტორიის მოთხოვნას.

- საშუალოვადიანი გეგმა
გეგმის ვადაა 3-6 თვე. დოკუმენტში მენეჯერი აფიქსირებს:
- მიზნები,
- მოქმედების გეგმა,
- რუბრიკის სათაურები,
- კონტენტის ტიპის თანაფარდობა პუბლიკაციების მთლიან რაოდენობასთან.

- მოკლევადიანი გეგმ
გეგმის ვადაა 2-3 თვე. დოკუმენტში მენეჯერები განსაზღვრავენ და ადგენენ კონტენტს, რომელიც შემდგომ უნდა გამოქვეყნდეს.

როგორ შევადგინოთ კონტენტ გეგმა?

ეფექტური სოციალური მედიის გეგმის შესაქმნელად, თქვენ უნდა:

  1. ჩაატაროთ არსებული სოციალური ქსელების და პუბლიკაციების აუდიტი;
  2. ჩამოაყალიბოთ კომპანიის სოციალურ ქსელებში ყოფნის მიზნები და ამოცანები;
  3. აირჩიოთ საკომუნიკაციო არხები;
  4. გადაწყვიტოთ, როგორი იქნება პუბლიკაციების გეგმა. შეარჩიეთ მათი გამოქვეყნების დრო და სიხშირე.

რჩევა: თქვენ უნდა დაიწყოთ მიზნებისა და ამოცანების დასახვით. შემდეგ შეიმუშავეთ პოპულარიზაციის სტრატეგია სოციალურ ქსელში, შემდეგ კი აირჩიეთ სარეკლამო არხები.

 კონტენტ გეგმა

1. აუდიტი
კომპანიის სოციალურ ქსელებში ყოფნის ანალიზი ხელს შეუწყობს ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას, მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი კონტენტის სტრატეგიის შემუშავებას.
ამისთვის: გაანალიზეთ სამიზნე აუდიტორია - თქვენი პოტენციური მომხმარებლები, გამომწერები. გაიგეთ ვინ წაიკითხავს თქვენ კონტენტს.

რჩევა: ამ ინფორმაციის მისაღებად ყველაზე მარტივი გზაა Google Analytics სტატისტიკა.

გააანალიზეთ კონკურენტები. მონიშნეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. რით განსხვავდება მათი ბლოგები თქვენგან, რა კონტენტს ანიჭებენ უპირატესობას მათი მომხმარებლები? იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გამოირჩეთ კონკურენტებისგან და მოიზიდოთ უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი.
მიუთითეთ მიზანი, რომლის მიღწევასაც აპირებთ და ვადები, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად დაგჭირდებათ. მოკლედ დაწერე:
- როგორ მოიზიდავთ აუდიტორიას?
- რამდენი ნაბიჯი იქნება საჭირო მიზნის მისაღწევად?
- რა პროდუქტების პოპულარიზაციას აპირებთ ბლოგზე?
- ჩართულობის რა მეთოდებს გამოიყენებთ?

მაგალითისთვის: თუ გსურთ სპორტდარბაზის აბონემენტის გაყიდვას, მაშინ ლოიალობის გაზრდისა და გამოცდილების საჩვენებლად მოიფიქრეთ ტრიგერი — უფასო პროდუქტების სახით. 

2. მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება
ჩამოწერეთ მიზნები, რომელთა მიღწევასაც აპირებთ. ისინი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი, შეთანხმებული, რეალისტური.
აღწერეთ როგორ მიაღწევთ თქვენ  მიზნებს. გააანალიზეთ რამდენი დრო სჭირდება შედეგის მიღებას.

3. სარეკლამო არხების არჩევა 
თუ კომპანია უკვე არის სოციალურ ქსელებში, ამ ნაბიჯის გამოტოვება შეგიძლიათ.
წარმატებული ბრენდინგის საიდუმლოს ყველა სოციალურ ქსელში ყოფნას არ წარმოადგენს. მენეჯერის ამოცანაა შექმნას შესაბამისი კონტენტი სამიზნე აუდიტორიისთვის და მათი დახმარებით მიაღწიოს დასახულ  მიზნებს.

აუდიტი

3. სარეკლამო არხების არჩევ
თუ კომპანია უკვე არის სოციალურ ქსელებში, ამ ნაბიჯის გამოტოვება შეგიძლიათ.
წარმატებული ბრენდინგის საიდუმლოს ყველა სოციალურ ქსელში ყოფნას არ წარმოადგენს. მენეჯერის ამოცანაა შექმნას შესაბამისი კონტენტი სამიზნე აუდიტორიისთვის და მათი დახმარებით მიაღწიოს დასახულ  მიზნებს.
სოციალური ქსელის არჩევისას გაითვალისწინეთ მათი თავისებურებები, რადგან თითოეულ მათგანზე გარკვეული ერთი ტიპის კონტენტი დომინირებს. 

4. კონტენტ გეგმის მომზადება
კონტენტ გეგმის ცხრილი ექსელშიც შეგიძლიათ ააწყოთ. ეს დოკუმენტი დაგეხმარებათ კოორდინაციაში, როდესაც პროექტზე ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ამ დროს ადვილია დავალების პროგრესის თვალყურის დევნება, მუშაობის ეტაპების კოორდინაცია და პუბლიკაციების დროში ცვლილების შეტანა.

გეგმაში გაწერილი უნდა იყოს:
- გამოქვეყნების თარიღი და დრო,
- კონტენტის ტიპი,
- პუბლიკაციის მიზანი.

რჩევები

მიზნის მისაღწევად, მიჰყევით მითითებებს:

  • არ დააწესოთ მკაცრი ვადები. გამოქვეყნების დროის მცირე ცვლილება ნორმალურია. უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას აკეთებთ და რატომ. ეს ეხება მასალების გამოშვების ვადებს და მათ შინაარსს;
  • ჩამოწერეთ ყველა ის იდეა, რაც თავში მოგივიდათ. დასვენების საათებშიც კი. თქვენ გექნებათ მზა თემების სია ან იდეები მასალების მოსამზადებლად;
  • შეცვალეთ გეგმა, თუ ეს ნაბიჯი აუმჯობესებს თქვენი კონტენტ სტრატეგიის ეფექტურობას;
  • გაითვალისწინეთ აუდიტორიის ინტერესები. თვალყური ადევნეთ კომენტარებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რათა გაიგოთ, რა თემებით არის დაინტერესებული თქვენი აუდიტორია;
  • შეადგინეთ გეგმა ისე, რომ მისი გამოყენება კომფორტული იყოს;
  • გახსოვდეთ: თქვენ წერთ მომხმარებლებისთვის და არა მხოლოდ თქვენთვის.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

კონტენტ გეგმა სოციალური ქსელისთვის: რა არის და როგორ გავაკეთოთ

სხვა სიახლეები