როგორ გავხდეთ მარკეტოლოგი ?!
04. 09. 2017
მარკეტოლოგი – კომპანიებში ერთ-ერთი საკვანძო პოზიციაა, ეს პროფესია თანდათან უფრო აქტუალური ხდება.
რა უნდა გავაკეთიოთ იმისთვის, რომ გავხდეთ მარკეტოლოგი ?
პირველი მოტივატორი ამ პროფესიის ათვისებისას არის – მისი დიდი მოთხოვნა და მაღალი ანაზღაურება. თუმცა ყველამ არ იცის რაზე არიან პასუხისმგებელები მარკეტოლოგები. დამსაქმებლების აზრით მარკეტოლოგის მოვალეობაში შედის:
- კლიენტების მოყვანა;
- კლიენტების დარწმუნება შენაძენის გაკეთებაში;
- ყველაფერი ამის დაბალი ბიუჯეტით გაკეთება;
მაგალითად:ინტერნეტ მაღაზიისთვის ინტერნეტ რეკლამაც საკმარისია, ხოლო ბიზნესს,რომელიც ოფლაინ პლათფორმაზე მუშაობს რეკლამის სხვა წყაროებიც დასჭირდება: პრესა და საბეჭდი პროდუქცია (ფლაერი, ბუკლეტები), რადიო, ტელევიზია, ივენთებში მონაწილეობა.
რა არის ინტერნეტ მარკეტინგი? უპირველეს ყოვლისა არის სამიზნე აუდიტორიის მოზიდვის ყველაზე კარგი საშუალება. ინტერნეტ მარკეტინგის საშუალებით პოულობთ თქვენ მომხმარებელს, შემდეგ მოგყავთ ის საიტზე და რეგულარულად ახსენებთ მას თქვენი პროდუქციის შესახებ და სპეციალურად მისთვის შექმნილი კონტენტის საშუალებით აძლევთ მას პროდუქციის ან/და მომსახურების შეძენის სტიმულს.
ვინ არის მარკეტოლოგი?
მარკეტოლოგი– ეს არის ის, ვისაც ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. «ვინ არიან ჩვენი კლიენტები?» «სად მოვძებნოთ კლიენტები?» «როგორ წარუდგინოთ მათ ჩვენი პროდუქცია?» «როგორ დავარწმუნოთ ყიდვაში?» «როგორ ვაქციოთ მომხმარებლები მუდმივ კლიენტებად?». გარდა ამისა მარკეტოლოგი ადგენს პროდუქციის ან/და მომსახურების ფასს, მის საპრეზენტაციო შეფუთვას. მარკეტოლოგს მჭიდრო კავშირი აქვს გაყიდვებთან და ქოლ-ცენტრთან, ის მთლიანად აკონტროლებს პროდუქციის სასიცოცხლო ციკლს : პროდუქციის კონცეფციის შემუშავებიდან მის რეკლამირებამდე და შემდგომ გაყიდვებამდე.
ინტერნეტ მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს:
ინტერნეტ მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს:
- დაგეგმვა;
- სარეკლამო კამპანიები;
- ბრენდის და პროდუქციის PR ;
- ივენთების ორგანიზება;
- პროდუქტის განვითარება;
- ფასების ფორმირება;
- რეკლამის, პიარის და მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტის მართვა;
- დისტრიბუცია;
- კონკურენტების მონიტორინგი, ბაზრის შესწავლა;
- ანალიტიკის და ანგარიშების წარმოება ყველა ძირითადი პარამეტრის შესახებ.
- მარკეტინგი;
- პირდაპირი გაყიდვები;
- ინტერნეტ მარკეტინგი:
- კონტენტ მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი,
- ვებ ანალიტიკა,
- SEO,
- SMM,
- მობილური მარკეტინგი,
- კონტენტ რეკლამა,
- ინტერნეტ რეკლამა და RTB,
- რემარკეტინგი,
- email-მარკეტინგი.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01