რა უნდა გააკეთოთ სოციალურ ქსელში წარმატებული მუშაობისთვის
Fast Company-ს მონაცემების თანახმად მარკეტოლოგების 93%-ი საქონლის ან/და მომსახურების წინ წასაწევად იყენებენ სოციალურ ქსელებს, რადგან მათ ძალიან დიდი შედეგის მოცემა შეუძლიათ. დღეს ძნელია ისეთი კომპანიის პოვნა, რომელსაც არ აქვს საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელებში, ისეთებში როგორიცაა: Twitter, Facebook, Instagram, Google+, Pinterest. სოციალური ქსელების სწორად გამოყენების შემთხვევაში კომპანიას უამრავი ახალი მომხმარებლის მოზიდვა შეუძლია.
წარმატების მისაღწევად თქვენ დაგჭირდებათ:
1.შეადგინეთ მოქმედების გეგმა და მიყევით მას - ჩამოყალიბდით, დღეში რამდენი პოსტის დადება დაგჭირდებათ. დააკვირდით თქვენ კონკურენტებს: რამდენად ხშირად დებენ პოსტებს და რამდენჯერ ატარებენ მომხმარბლების გამოკითხვას. მის საშუალებით თქვენ მიხვდებით რა რაოდენობის იფორმაცია უნდა განათავსოთ თქვენ გვერდზე. კარგი იქნება თუ შეადგენთ კალენდარს სადაც ჩაინიშნავთ მთელი კვირის საქმეებს და გააცნობთ თქვენ კოლეგებს.
2.თითოეულ სოციალურ ქსელს თავისებური მიდგომა სჭირდება - რა თქმა უნდა ხანდახან სასარგებლოცაა და საჭიროც ყველა სოციალურ ქსელში ერთი და იმავე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, მაგალითად როგორიცაა თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებეი. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა სოციალურ ქსელს განსხვევებული მომხმარებელი ყავს, ამიტომ მათ განცხვავებული და მათთვის საინტერესო ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ.
3.მომხმარებლები მუდამ ყურადღების ცენტრში გყავდეთ - გახსოვდეთ , რომ თუ მომხმარებლების კითხვებს უპასუხოდ დატოვებთ მათ ნდობას დაკარგავთ, ამიტომ ეცადეთ ყოველთვის უპასუხოთ კითხვებს. ასევე გახსოვდეთ, რომ ნეგატიურ კომენტარებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. თქვენ უნდა შეგეძლოთ ყველაფერზე ამომწურავი და ზუსტი პასუხის გაცემა. ასევე შეგიძლიათ დროგამოშვებით წაახალისოთ კიდეც მომხმარებლები სხვადასხვა პატარა საჩუქრებით.
4. წაახალისეთ შეცდომები - თუ თქვენ პოსტის დადებისას დაუშვით შეცდომა არაა საჭირო მისი წაშლა, უბრალოდ ცოტა ხნის მერე დაწერეთ იგივე პოსტი შეცდომის გარეშე, თქვენი მომხმარებელი გაგიგებენ. ხოლო, თუ საქმე პროდუქციის ნაკლოვანებებს ეხება, მაშინ უნდა აუხსნათ მომხმარებლებს რა და როგორ მოხდა. მათ უნდა იცოდნენ რას აპირებთ ამ შეცდომის გამოსასწორებლად. რაც უფრო კარგად აუხსნით პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის, მსგავს საქციელს ბევრი დაგიფასებთ.
5. გაანალიზეთ მონაცემები და გამოიტანეთ დასკვნები - მონაცემების ანალიზს თვეში მხოლოდ რამდენიმე საათი ჭირდება, მათი მეშვეობით თქვენ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც მომხმარებლების მოზიდვაში დაგეხმარებათ. ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორი პოსტები მოსწონს თქვენ მომხმარებლებს, დღეში რა რაოდენობის ინფორმაცია სჭირდება მათ, რას წერენ კომენტარებში, რამდენი მოწონება უგროვდება თქვენ გვერდს კვირაში ამ მონაცემების ანალიზის შემდეგ თქვენ უკვე ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ თქვენი მომხმარებლების რაოდენობის გასაზრდელად და არსებული მომხმარბელების კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების შემოწმება შეგიძლიათ ისეთი კარგი და უფასო პროგრამებით როგორიცაა: bit.ly, Google Analytics, Hootsuite.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01