რას გრძნობ, როცა ლოგოს უყურებ?

ცნობილ ფსიქოლოგიურ კვლევებში დადასტურებულია, რომ ადამიანის ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნას მხოლოდ 0.3 წამი სჭირდება, ხოლო იმიჯის ჩამოყალიბების პროცესში სიმბოლოები და ფერები 60-90%-ით მოქმედი ფაქტორებია. სხვა სიტყვებით - სანამ მომხმარებელი ტექსტს წაიკითხავს ან შეთავაზებას გაეცნობა, ლოგო უკვე უთქმელად ელაპარაკება მას.

რატომ არის ლოგო ასეთი მნიშვნელოვანი?

ლოგო არა მხოლოდ გრაფიკული ნიშანია - ის ბრენდის ისტორიაა, მისი ღირებულებების კოდი და ემოციური „პასპორტი“. სწორად შექმნილი ლოგო:

  • ზრდის ბრენდის ცნობადობას;
  • აძლიერებს ნდობას;
  • გამოარჩევს ბრენდს კონკურენტებისგან;
  • ქმნის მყარ ემოციურ კავშირს მომხმარებელთან.

Apple-ის ლოგო მარტივია, მაგრამ ასოცირდება ინოვაციასა და ხარისხთან. Nike-ის ლოგო კი მოძრაობასა და გამარჯვებასთან. ეს არ არის შემთხვევითი, თითოეული ელემენტი გამიზნულადაა შერჩეული, რადგან ადამიანებს მისცენ ინსპირაცია რომ მოძრაობა, გამარჯვება, ხარისხი და ინოვაცია არის მთავარი ღირებულება.

რას გრძნობ, როცა ლოგოს უყურებ?

ფერი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია ბრენდინგში. კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 80% გადაწყვეტილების მიღებისას ბრენდის ფერს ყურადღებას აქცევენ.

  • წითელი: ენერგია, ვნება, ძალა. იზიდავს ყურადღებასა და ხშირად გამოიყენება სწრაფი კვების ქსელებში (Coca-Cola, McDonald’s);
  • ლურჯი: ნდობა, სანდოობა, სტაბილურობა. ბანკებისა და ტექნოლოგიური კომპანიების საყვარელი ფერი (Visa, Facebook);
  • მწვანე: ბუნება, სიჯანსაღე, ეკოლოგია. ხშირად გამოიყენება ორგანულ და ეკო-ბრენდებში (Starbucks, Whole Foods);
  • ყვითელი: სიხარული, ოპტიმიზმი, სანდოობა და სითბო (Lemons, IKEA);
  • შავი: ელეგანტურობა, პრესტიჟი, ძალა (Chanel, Adidas).

ლოგოში გამოყენებული სიტყვები და შრიფტები პირდაპირ მოქმედებს აღქმაზე:

  • მრგვალი ფორმის შრიფტები - მეგობრულ და ხელმისაწვდომ ბრენდს ქმნის;
  • მკვეთრი კუთხეები - ასოცირდება სიძლიერესა და სერიოზულობასთან;
  • მოკლე სიტყვები და ადვილად წარმოსათქმელი სახელები უკეთ რჩება მეხსიერებაში.

ლოგოს დიზაინი უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ სტრატეგიას. მთავარი კითხვებია:

  • რას უნდა გრძნობდეს მომხმარებელი ლოგოს დანახვისას?
  • რომელი ემოცია უნდა დარჩეს მეხსიერებაში?
  • რამდენად ადვილად იცნობს მას ხალხი სხვადასხვა ფორმატში (სმარტფონი, ბილბორდი, ვებ-გვერდი)?

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!

Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.

მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01

რას გრძნობ, როცა ლოგოს უყურებ?

სხვა სიახლეები