მასლოუს პირამიდა - როგორ გამოვიყენოთ იგი ბიზნესში, მენეჯმენტსა და მარკეტინგში?
მასლოუს პირამიდის გამოყენება ბიზნესში
მასლოუს პირამიდა მარტივი სიტყვებით აღწერს, თუ რა უბიძგებს ადამიანს იცხოვროს, შეიყვაროს, დაიტანჯოს, მაგრამ ასევე იყიდოს, დაურეკოს ან დატოვოს თავის პირადი ინფორმაცია.
ეს არის ის, კონცეფცია რომლითაც მარკეტერები და ბიზნესმენები ხელმძღვანელობენ: პირამიდის საჭიროებები ძალიან ნათელია, რაც ბიზნესს შემოსული ლიდების მართვას უადვილებს.
- მენეჯერები პირამიდას იყენებენ თანამშრომლების ქცევის, მათი მოტივების გასაგებად და მუშაობის შედეგის შესაფასებლად;
- ის ეხმარება მარკეტოლოგებს განსაზღვრონ, თუ რა ტიპის ადამიანებს სურთ შეიძინონ კომპანიის პროდუქტი/ მომსახურება და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნან უფრო რელევანტური რეკლამა;
- მარკეტოლოგები საჭიროებების პირამიდას ლენდინგ გვერდებზე იყენებენ: მომხმარებლის საჭიროებების შესახებ ცოდნის საჩვენებლად, ისინი ჩამოთვლიან მომხმარებლის პრობლემებს და შემდეგ მათი გადაჭრის გზებს. ამ დროს მომხმარებლებს უჩნდებათ იმის ასოციაცია, რომ კონკრეტული ბრენდი არის მათი პრობლემის გადაჭრის საშუალება.
თუმცა მასლოუს პირამიდა არ არის პანაცეა. ეს მოთხოვნილებები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ იქნა მიღებული ფსიქოლოგის მიერ, რომელიც არ ელოდა, რომ მისი ნამუშევარი მომავალში გამოიყენებოდა მსხვილი კომპანიების მიერ ადამიანების ნამდვილი მოტივების წინასწარმეტყველების და მათი დაკმაყოფილების მცდელობის მიზნით. ჩვენ გირჩევთ მომხმარებლის პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენოთ პირამიდა სხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებთან ერთად.
მასლოუს პირამიდა და მენეჯმენტი
პირამიდას შეუძლია დაეხმაროს კომპანიას თანამშრომლებთან სათანადო ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს განვითარებაში:
- ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. პროდუქტები დღითიდღე ძვირდება, ამიტომ კომპანიამ უნდა გადაიხადოს ხელფასი, რომელიც დააკმაყოფილებს თანამშრომლების საჭიროებებს;
- უსაფრთხოება. თანამშრომელი იღებს ჯანმრთელობის დაზღვევისა, საპენსიო შეღავათებს და სხვა სახის ბენეფიტებს, რაც მას დაცულობის და უსაფრთხოების შეგრძნებას მატებს;
- სოციალური საჭიროებები. კომპანია ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს თანამშრომლებისთვის გუნდური მუშაობის გასაუმჯობესებლად და დეპარტამენტებს შორის ახლო და მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად;
- აღიარებისა და პატივისცემის მოთხოვნილება. შეიძლება დაკმაყოფილდეს სხვადასხვა ბონუსებით, ხელფასის გაზრდით ან დაწინაურებით;
- თვითრეალიზაცია. კომპანიას შეუძლია დასაქმებულს უფრო რთული და საინტერესო ამოცანები მისცეს, თუ დაინახავს, რომ ადამიანი რაღაცისკენ ისწრაფვის. ან დაეხმარეთ მათ პოტენციალის მიღწევაში SMART მიზნების დასახვით.
საჭიროებების ცოდნა საშუალებას გვაძლევთ მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შედეგი კი არის პერსონალის კომპეტენტური მართვა და თანამშრომლების სწორი მოტივაცია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს საჭიროებების განსხვავებული თანმიმდევრობა, ამიტომ კომპანიებმა არ უნდა დაივიწყოს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ადამიანის მიმართ.
მასლოუს პირამიდა და მარკეტინგი
მასლოუ ამბობს, რომ როდესაც ადამიანები იკმაყოფილებენ საჭიროებებს თითოეულ დონეს, ისინი გადადიან შემდეგ საფეხურზე. სწორედ ამიტომ მარკეტოლოგები იყენებენ პირამიდას იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლია მათ პროდუქტს დაეხმაროს მომხმარებელს ამ ნაბიჯების გადადგმაში.
აუდიტორიის ანალიზის საფუძველზე სპეციალისტები არკვევენ, თუ რა მოთხოვნილებები ჭარბობს სამიზნე აუდიტორიაში და ეს ინფორმაცია თავის მხრივ ისახება რეკლამაში და პერსონალიზებულ შეთავაზებებში.
მაგალითად:
ავტომწარმოებელი აპირებს ექვს ადგილიანი კომფორტული მინივენის გამოშვებას. რომელსაც ექნება დიდი საბარგული, ბავშვის სავარძლის დაყენების, უკანა კარების ჩაკეტვის შესაძლებლობა.
ამ მანქანის პოტენციურ მყიდველს არ სჭირდება მეგობრების პატივისცემა მინივენის შეძენის შემდეგ - მას მხოლოდ უნდა დარწმუნდეს, რომ მისი შვილები იქნებიან კომფორტულად და უსაფრთხოდ.
ამიტომ ასეთი ავტომობილის რეკლამირებისას საჭიროა ხაზი გაესვას მის კომფორტულობასა და უსაფრთხოებას, რათა მან დააკმაყოფილოს მომხმარებლების საჭიროებები.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გარე ფაქტორების მნიშვნელობა
მაგალითად:
კორონავირუსამდე მომხმარებელთა უმეტესობას უსაფრთხოებისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების პრობლემა უკვე აღარ ჰქონდათ. კომპანიების უმეტესობა კონცენტრირებული იყო პირამიდის ზედა საფეხურებზე. თუმცა, პანდემიის პირველივე თვეებში ადამიანებს კვლავ გაუჩნდათ საკვებისა და უსაფრთხოების მოთხოვნილება.
ამიტომ, ბრენდებმა თავიანთი სარეკლამო კამპანიების დროს ყურადღება გადაიტანეს არა პრემიუმ ხარისხის პროდუქტზე და მომსახურებაზე, არამედ უსაფრთხოებაზე.
შევაჯამოთ:
მარკეტინგში ყველაფერი უზარმაზარი სისწრაფით იცვლება: ის, რაც გუშინ მუშაობდა, შეიძლება დღეს არ იმუშაოს. თითოეულ ხელსაწყოს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოიყენეთ მასლოუს პირამიდა სხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებთან ერთად, ასე თქვენ გაქვთ უკეთესი შანსი იპოვოთ ის, რაც თქვენთვის იმუშავებს.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01