6 რამ, რაც უნდა იცოდეთ ვებ-გვერდის შესახებ
ძალიან ცოტა მომხმარებელს თუ ესმის რა ხდება კულისებს მიღმა საიტის შექმნის პროცესში. კარგია, როცა თქვენი რესურსი შეესაბამება თქვენ მარკეტინგულ მიზნებს. ვებ გვერდის შექმნისას აუცილებლია იცოდეთ ეს 6 -ფაქტორი ვებ-დიზაინის და პროგრამირების შესახებ.
საიტი მოგემსახურებათ 2 წელი
საძიებო სისტემები და ბრაუზერები ყოველთვის ვითარდებიან და იცვლებინ. პროპორციულად უნდა შეიცვალოს საიტის შექმნისა და განვითარების პროცესიც. იმისთვის, რომ არ ჩამორჩეთ მოვლენებს, ციფრული სამყაროს პროფესიონალები ვალდებულნი არიან იყვნენ ყველა სიახლის საქმის კურსში და მოახდინონ სწრაფი რეაგირება. მოძველებული რესურსი შეიძლება სხვადასხვა ბრაუზერში ცუდად გამოჩნდეს და შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა სახის პრობლემები ფორმატირებასთან და რანჟირებასთან. საიტიც კი რომელიც მხოლოდ 2 წლისაა შეიძლება ჩაითვალოს დაძველებულად თუ დროთა განმავლობაში არ მოხდა განახლება. ინტერნეტ პლათფორმა მოითხოვს მუდმივ განახლებას და მოსახურებას, რადგან ამ სფეროში ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება.
თქვენი რესურსი მომხმარებლების კომპიუტერებზე სხვადასხვანაირად ჩანს.
ზოგჯერ ვებ გვერდი სამუშაო კომპიუტერიდან Google Chrome- დან გახსნისას გამოიყურება განსხვავებულად ვიდრე Safari-ში iPhone-დან შესვლისას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დამუშავებაზე და რენდერინგზე (ვიზუალიზაციაზე)– იმაზე თუ როგორ გადაყავთ ბრაუზერებს კოდი და ასახავენ ეკრანზე. სხვადასხვა ბრაუზერები ართულებენ ინტერნეტ პლათფორმის ისეთი სახის შექმნას, რომელიც ყველა მომხმარებლისთვის ერთნაირი იქნება. სწორედ ამ ეტაპზე საქმეში ერთვებიან პროფესიონალები. დეველოპერის ამოცანაა–შექმნას ისეთი პროდუქტი,რომელიც ყველა ბრაუზერში და მოწყობილობაში იმუშავებს გამართულად. ბრაუზერებში ტესტირება გეხმარებათ პოტენციური პრობლემების აღმოჩენაში და ინტერნეტ-პლათფორმის გაშვებამდე მათ დროულ გადაჭრაში. ხოლო ადაპტირებული საიტის შექმნა კი დღეს ყველაზე მინშვნელოვანია ვიდრე ოდესმე.
თქვენი რესურსის HTML -ის კოდი გავლენას ახდენს საძიებო სისტემებში თქვენ პოზიციონირებაზე.
თქვენი პლათფორმა შიძლება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იყოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ექნება თუ მას ვერავინ ნახავს. გვერდის კოდირებაზეა დამოკიდებული მომხმარბელების მიერ საიტის ძიების სიმარტივე. როცა მომხმარებლს საძიებო სისტემაში შეყავს საკვანძო სიტყვა ის ელოდება კონკრეტულად იმის პოვნას რაც სურს. საძიებო სისტემები –ახალი ტრაფიკის კარგი წყაროა და არსებობს რამდენიმე დამატებითი ნაბიჯი,რომელიც ამ რასურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ. ეს იწყება კოდირების ძირითადი ტექნიკით და საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაციით.
გამოსახულება ახდენს,როგორც დადებით ასევე უარყოფით ზეგავლენას თქვენ ვებ-რესურსზე.
ისეთი მულტიმედიური კონტენტი,როგორიცა გამოსასულება და ვიდეო საიტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მათი არასწორი გამოყენება ნეგატიურ გავლენას მოახდენს პროდუქტიულობაზე. მაგალითად, დიდი სურათი ანელებს გვერდის ჩატვირტვის სიჩქარეს. ვიზიტორებს კი, როგორც წესი რკინის ნერვები არ აქვთ – ისინი მალევე დატოვებენ საიტს თუ რამე არ მოეწონათ, ეს კი უარყოფითად აისახება თქვენ ადგილზე საძიებო სისტემებში. ამ დროს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენად კარგი კონტენტი გაქვთ. იმისთვის,რომ მულტიმედიურმა კონტენტმა მოიზიდოს მომხმარებელი საიტზე განთავსებული უნდა იყოს კონტენტის ოპტიმიზირებული მასალა, რაც უზრუნველყოფს გვერდების სწრაფ ჩატვირთვას.
განსხვავება მოქნილ და ადაპტურ დიზაინს შორის
არსებობს ეკრანის ზომის ცვლილების ორი განსხვავებული მიდგომა – ეს არის მოქნილი და ადაფტური ფორმატი. თეორიულად, საუკეთესოდ ითვლება მოქნილი დიზაინი, მაგრამ ხანდახან ადაფტური დიზაინი უფრო პრაქტიკული გადაწყვეტაა. ადაფტური ფორმატი გთავაზობთ მხოლოდ რამდენიმე მდგომარეობას, მაშინ როცა მოქნილ დიზაინს ასზე მეტი აქვს, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძნელია მოქნილი საიტის ტესტირება და ყველა შესაძლო ხარვეზის გათვალისწინება. ადაპტური დიზაინი უფრო პრაქტიკულია, რადგან მისი ტესტირება ადვილია და ამიტომაც უფრო იაფიც ჯდება. მცირე ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში ის იდეალური გადაწყვეტილებაა.
თქვენი ინტერნეტ გვერდის დიზაინი გავლენას ახდენს ვიზიტორების ქცევაზე.
ინტერნეტმა სამუდამოდ შეცვალა კონტენტის წაკითხვის და ნახვის მეთოდი. თუ მომხმარებელი სწრაფად ვერ შეძლებს საიტის დათვალიერებას და საკვანძო ინფორმაციის მოპოვებას ის გააგრძელებს უკვე სხვა, მსგავსი საიტის ძიებას. ვებ დიზაინერები ცდილობენ შექმნან რესურსი, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირ მთავარ ინფორმაციას მიაწვდის. ანალიტიკური ინსტრუმენტები ეხმარება დიზაინერებს გაარკვიონ თუ რომელი ღილაკები ან ბმულებია პოპულარული.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01