ჰედერიდან ფუტერამდე : მომხმარებლების მოტივაციის 5 მეთოდი, რომლის დახმარებითაც ისინი თქვენ საიტს თავიდან ბოლომდე დაათვალიერებენ
დრო, როცა დიზაინერები ცდილობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის საიტის თავში "კეცვის ხაზამდე" განთავსებას წარსულს ჩაბარდა. ლენდინგის სიგრძე იზრდება, რაც ხელს უწყობს საიტის ადაპტურობას — მობილური მოწყობილობების მომხმარებალთა ზრდა ვალდებულს ხდის მფლობელებს შექმნან საიტის მობილურ ვერსია. რაც უფრო პატარაა ეკრანი მით უფრო გრძელი ხდება საიტი.
ახალი ტენდენცია ერთდროულად ამარტივებს ერთგვერდიანი საიტის შექმნას და ხელს უწყობს კონტენტის უფრო დეტალურ დამუშავებას.
1.მნიშვნელოვანი კონტენტი - დასაწყისში
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარბელი საიტის ჩატვირთვისთანავე იწყებს მის სქროლვას- კონტენტი,რომელსაც ის დასაწყისში ხედავს უქმნის მას პირველად შთაბეჭდილებას და არის შემდგომი ქმედების საფუძველი. ვიზიტორი გააგრძელებს საიტის დათვალიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას მოეწონება პირველი გვერდი. უნიკალური ფაქტები ბრენდზე და პროდუქტზე და ლამაზი სურათები უბიძგებს მომხმარებლებს შემდეგი მოქმედებისკენ.
2. ვიზულაური სიგნალი, რომელიც გიბიძგებთ "სქროლინგისკენ"
ხანდახან მომხმარებლის მოტივირების საუკეთესო საშუალება მისთვის რაიმის პირდაპირი თხოვნაა. უბალოდ შეატყობინეთ მათ, რომ ინფორმაციის ნაწილი ხელმისაწვდომია ქვემოთ. დახვეწილი არამომაბეზრებელი სიგნალი, მაგალითად: ისარი ან ტექსტი, რომელიც მიუთითებს მომხარებელს მოქმედებისკენ.
3. შექმენით გამჭირვალე ნავიგაცია
ნავიგაცია— ეს არის მომხმარებლის გამოცდილების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. არასწორი ნავიგაციის ყველაზე დიდი რისკი -დეზორიენტაციაა. თუ სქროლვის დროს მენიუ იკარგება, მომხმარებელს სასურველი ინფორმაციის მისაღებად უკან დაბრუნება უწევს. ხშირად ეს აღიზიანებს მომხმარებლებს და (არჩასული ბოლომდე) ის ტოვებს საიტს ისე, რომ ბოლომდენ ნანახიც კი არ აქვს. გამოსავალი ერთია – მენიუს (ნავიგაციის) ხაზი სქროლვისას თან უნდა დაყვებოდეს.
მობილურ მოწყობილობების ნავიგაციას აქვს საკუთარი მახასიათებლები. იმის გამო, რომ ეკრანის ზომა პატარაა ნავიგაციის ხაზი ჩნდება მხოლოდ მაშინ როცა მომხმარებელი იწყვეს ზევით სქროლვას.
4. გამოიყენეთ ანიმაცია მომხმარებლების მოსაზიდად
ფუნქციონალური ეფექტები , მაგალითად: პარალაქსი ან სქროლვითი ანიმაცია. მომხარებელის დაინტერესების შემთხვევაში მათ უჩნდებათ საიტის ბოლომდე დათვალიერების სურვილი. მსგავსი ელემენტები საიტის დათვალიერებას ხდის ერთგვარ თამაშად სახელად « რა იქნება შემდეგ?»
5.თავი აარიდეთ შემთხვევით სქროლვას
თქვენთვის ალბათ ცნობილია მსგავსი მაგალითი — სქროლინგი ხდება თვითნებურად, მომხმარებლის ზემოქმედების გარეშე. ეს ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებელზე, რადგან მოქმედება მისი კონტროლის გარეშე ხდება. ხშირ შემთხვევაში ამ დროს მომხმარებელი მიატოვებს საიტს.