საიტის შექმნა - ძირითადი ეტაპები

მომხმარებელთა უმრავლესობა  ეძებს   თქვენ  ბიზნესს ინტერნეტში.  საიტის ქონა ყველა ბიზნესისთვისაა საჭირო, პროდუქციას  ყიდით ონლაინ თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ინტერნეტში თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განსაკუთრებით საკონტაქტო ინფორმაცია. საიტის შექმნამდე კარგი იქნება თუ დაფიქრდებით რისი მიღწევა გსურთ. კონკურენტების საიტების  დათვალიერება დაგეხმარებათ ზუსტად შეარჩიოთ  მიმართულება, რომლის მიხედვითაც  შეიმუშავებთ  სტრატეგიას.

საიტის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდებათ 4 ძირითადი ნაბიჯი.

1. დაარეგისტრირეთ დომეინი
თქვენი დომეინი
– საიტის დასახელება– უნდა საუბრობდეს თქვენ   პროდუქციაზე ან/და მომსახურებაზე, იმისთვის, რომ  მომხმარებლებმა შეძლონ მარტივად  მისი საძიებო სისტემებით მოძებნა. ასევე  მომხმარებლები ელოდებიან, რომ  საიტის და თქვენი ბიზნესის სახელები ერთმანეთს დაემთხვევა.  ასევე   კარგი იქნება თუ ამ სახელს საკონტაქტო ელექტრონული ფოსტისთვის გამოიყენებთ.  დომეინის დასარეგისტრირებლად თქვენ უნდა მიმართოთ  აკრედიტებულ  რეგისტრატორს და გადაიხადოთ შესაბამისი  საფასური. (ტექნიკური ენით დომეინი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, იგივე მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენ საიტს ან  კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას -  ასევე დომენურ სახელს ინტერნეტი  ციფრებში გადაიყვანს რასაც  IP-მისამართს ეძახიან, მაგალითად, 123.123.123.123 . იმისათვის, რომ  დომეინი მუშაობდეს იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტინგზე და   უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.

დომეინის რა კატეგორიები არსებობს? ძირითადად მათ ყოფენ 3 მთავარ კატეგორიად: - გლობალური ანუ ზოგადი: .com, .org, .net, .info, .biz, ... - სპეციალური: .mobi, .tv, .aero, .museum, .travel, ... - ქვეყანაზე დამყარებული: .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it, . ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომეინი, მაგალითად .com, .org, .net, .info, .biz და სხვა, რომლის  სარგებლობის უფლება  გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაქვთ . მინიმუმ 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი. რაც შეეხება .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენას -  უნდა იყოთ საქართველოში რეგისტრირებული  იურიდიული ან ფიზიკური პირი და შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ 1 წლის ვადით.

რა  და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენში? დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.

2. მოძებნეთ ჰოსტინგ კომპანია
იმისთვის, რომ თქვენი დომეინი გაჩნდეს ინტერნეტ სივრცეში დაგჭირდებათ ჰოსტინგ კომპანია. ინტერნეტ პროვაიდერების უმრავლესობა გთავაზობთ მსგავს მომსახურებას. ასევე  მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ ელექტრონული ფოსტის მისამართები. ჰოსტინგის ფასი დამოკიდებულია თქვენი საიტის მოცულობაზე  და მისი მნახველების ოდენობაზე. გახსოვდეთ ჰოსტინგი რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოთ დომეინი მაინც იგივე რჩება!

3. მოამზადეთ კონტენტი 
დაფიქრდით რას გააკეთებენ მომხმარებლები თქვენ საიტზე? ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რამდენი გვერდი და რა სახის ფუნქციები დაგჭირდებათ საიტისთვის.  დაფიქრდით, რა ინფორმაციის  და შესაძლებლობების ნახვა სურთ  მომხმარებლებს თქვენ საიტზე  და დარწმუნდით იმაში,რომ  ისინი ადვილად შეძლებენ  ამ ინფორმაციის მოძიებას საიტზე.  თქვენ შეგიძლიათ  თავად  მოამზადოთ  კონტენტი ან დაიქირავოთ  ქოფირაითერი. რელევენტური და საინტერესო  კონტენტი კარგი და ხარისხიანი სურათებით  მოიზიდავს ბევრ მომხმარებელს.

4. ააწყვეთ  თქვენი  საიტი
შეგიძლიათ საიტი გააკეთებინოთ ფრილანსერს ან ვებ-სტუდიას . გახსოვდეთ, რომ  საიტს უნდა შეეძლოს განახლება, ამიტომ უნჯობესია თუ ამ ფაქტს დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინებთ. თუ  ამ საქმეში არც ისე ბევრი არ გაგეგებათ უმჯობესია მიმართოთ ვებ-სტუდიას.  პროფესიონალთა გუნდის დახმარებით  პირველ ეტაპზე თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება ტექნიკური ამოცანა, შემდეგ დიხატება საიტის დიზაინი  და ყველა დეტალის შეთანხმების მერე იწყება საიტის შექმნის პროცესი წინასწარ გაწერილი ვადებით.  სურვილის შემთხვევაში ვებ-სტუდიას შეუძლია შემოგთავაზოთ  კონტენტის შექმნაც. თქვენი საიტის დიზაინი მორგებული უნდა იყოს მობილურ მოწყობილობებზეც, რადგან დღეს  ინტერნეტ სივრცის მომხმარებლების  55% მეტი საიტებზე შესასვლელად სწორედაც, რომ მობილურ მოწყობილობებს და პლანშეტებს  იყენებენ.

სასარგებლო რჩევები ვებსაიტის შესაქმნელად: დაფიქრდით იმაზე თუ რისი ცოდნა სურთ თქვენ მომხმარებლებს და არა იმაზე თუ რისი თქმა გსურთ თქვენ მათთვის; მიმართეთ პროფესიონალებს. არაპროფესიონალის მიერ შესრულებული სამუშაოები დაგიჯდებათ უფრო ძვირი. დაკარგავთ დროსაც და ფინანსებსაც; რეგულარულად განაახლეთ თქვენი საიტი; დარწმუნდით, რომ საიტზე არსებული საკონტაქტო ინფორმაცია  არის სწორი და  მომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი; მიუთითეთ საიტის მისამართი სავიზიტო ბარათზე; საძიებო სისტემებიზე ოპტიმიზაცია SEO. ეს საქმე მიანდეთ პროფესიონალებს.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

საიტის შექმნა - ძირითადი ეტაპები

სხვა სიახლეები