როგორ გაიგოთ რომელი საიტი გჭირდებათ?

ლენდინგ გვერდი, სავიზიტო საიტი, საინფორმაციო/ბიზნეს საიტი, ტურისტული, იურიდიული, ფინანსური/ბუღალტრული მომსახურებების საიტი, გადაზიდვების/საკურიერო საიტი, საინფორმაციო პორტალი, სამედიცინო პორტალი, პორტფოლიო, კატალოგი, ონლაინ მაღაზია, სამშენებლო კომპანიის საიტი, ყიდვა-გაყიდვის პორტალი, ტრენინგ ცენტრის საიტი ან სულაც მობილური აპლიკაცია ?! სხვადასხვა ბიზნეს პროცესები და ამოცანები მოითხოვს განსხვავებულ ფუნქციებისა და ტექნოლოგიებს, ამიტომ იმისთვის, რომ ზუსტად ავარჩიოთ საიტის ტიპი, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენ მოთხოვნებსა და საჭიროებებს უნდა ვიცოდეთ თითოეული მათგანის თავისებურებები.

ლენდინგ გვერდი

ლენდინგ გვერდი - არის საიტი, რომელიც შედგება ერთი გვერდისგან და ეძღვნება ერთ პროდუქტს ან მომსახურებას. სამშენებლო კომპანიის ლენდინ გვერდმა შეიძლება ისაუბროს ახალი სამშენებლო პროექტის შესახებ, სასწავლო დაწესებულების ლენდინგ გვერდი აუწყებს მომხმაებლებს ახალი სასწავლო კურსის შესახებ.

ლენდინგ გვერდის მთავარი ამოცანა არა გაყიდვა (როგორც წესი მსგავს საიტებზე საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა განთავსებული), არამედ  ვიზიტორის საკონტაქტო ინფორმაციის მიღებაა. ეს შეიძლება იყოს ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სოციალური ქსელის პროფილი და სხვა. ამ მონაცემების მიღების შემდეგ, კომპანიის მენეჯერები აგრძელებენ მომხმარებელთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ გაყიდვების ზრდას.

ლენდინ გვერდმა უნდა უბიძგოს მომხმარებელს მოქმედებისკენ. მაგალითად, შეიძინოს  პროდუქტი/მომსახურება, დაურეკოს მენეჯერს, დატოვოს შეკვეთა ან საკონტაქტო ინფორმაცია. ამიტომ, ასეთ საიტს აქვს სხვადასხვა ტიპის ფორმა ღილაკები, შეკვეთის, განაცხადის, ზარის მოთხოვნის, კონტაქტი და ა.შ. ლენდინგ გვერდზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია მომგებიან შეთავაზებებს და აქციებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის დროებითი გვერდი და არა კომპანიის ძირითადი საიტი, ამიტომ დომეინის რეგისრტაციისას არ არის საჭირო, რომ ის ბიზნესის სახელს ემთხვეოდეს, ეს საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ორიგინალური და საინტერესო სახელები.

რა უნდა იყოს ლენდინგ გვერდზე:

  • მიმზიდველი სათაურები;
  • მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო კონტენტი;
  • მთავარი შეთავაზება;
  • ინფორმაცია პროდუქტის ან მომსახურების შესახებ (ხაზგასმული უნდა იყოს პროდუქტის/მომსახურების პლუსები);
  • დამატებითი ბონუსები: ფასდაკლება პირველი მომხმარებლისთვის, საჩუქრები, სპეციალური შეთავაზებები, აქციები;
  • განაცხადის და შეკვეთის მოთხოვნის ფორმები; 
  • გარანტიები და სერთიფიკატები;
  • საკონტაქტო ინფორმაცია და უკუკავშირის ფორმა.

უპირატესობები:

  1. ვიზიტორების კონტაქტებად კონვერტირების მაღალი დონე. ეს განპირობებულია საიტზე არსებული ფორმების შევსებით, განაცხადის გაკეთების და ზარის მოთხოვნის ფუნქციის დამსახურებით;
  2. მთლიანი კონტენტი ეძღვნება ერთ სერვისს / პროდუქტს, ამიტომ საიტზე შესულ ვიზიტორს არ გაეფანტება ყურადღება სხვადასხვა სახის ინფორმაციით
  3. ლენდინგ გვერდზე მრავალი ელემენტია, რომლებიც სხვადასხვა მეთოდებით უბიძგებენ ვიზიტორებს მოქმედებებისკენ. ეს შეიძლება იყოს წამმზომი, რომელიც გაცნობებთ აქციის დასრულებამდე დარჩენილ დროს, პროდუქტის შეზღუდული რაოდენობა, ექსკლუზიური შეთავაზებები და საჩუქრები პირველად მყიდველებისთვის და სხვა.

ნაკლოვანებები:

  1. ლენდინგ საიტს უფრო მეტი ბიუჯეტი სჭირდება, ვიდრე არსებულ საიტზე ახალი გვერდის დამატებას;
  2. თქვენ ვერ შეძლებთ პროდუქციის ან მომსახურების ფართო სპექტრის წარდგენას;
  3. შეუძლებელია რთული თემის კომპლექსურად წარმოჩენა: საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შედარებით ნაკლებად ისახავს მიზნად კლიენტის ინფორმირებას, ვიდრე მისი ქმედების განხორციელების წახალისებას;
  4. ლენდინგ გვერდი ვერ დაგეხმარებათ საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავებაში;
  5. ლენდინგ გვერდი მომხმარებლებში ნაკლები სანდოობით სარგებლობს ვიდრე ვებ საიტი . ამიტომ, უმჯობესია ის გამოიყენოთ როგორც მთავარი საიტის დამატება, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ყველა ინფორმაცია თქვენი ბრენდის რომელიმე კონკრეტული პროდუქტის/მომსახურების შესახებ;
  6. როგორც წესი ლენდინგი იქმნება დროებით, პროდუქტის/მომსახურების ამოწურვამდე ან პროექტის დამთავრებამდე. თქვენ ასევე ვერ შეძლებთ მასზე დამატებითი ფუნქციების დაშენებას ან მოდერნიზებას (მაგალითად სავიზიტო ვებგვერდის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მისი ფუნქციონალის დროთა განმავლობაში გაზრდა).

ვისთვის არის საიტის ეს ტიპი განკუთვნილი:

  1. დიდი კომპანიებისთვის, რომლებიც უშვებს ახალ პროდუქტს/მომსახურებას, აქციას ან აცხადებს რაიმე კონკურსს და სურს ყურადღების მიპყრობა;
  2. კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ერთი კონკრეტული პროდუქტი/მომსახურება და სურთ განაცხადების მიღება (ავტოსკოლა, სასწავლებელი, სტარტაპი);
  3. კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ ონლაინ სივრცის ათვისება, მაგრამ არ აქვთ დიდი სახსრები.
  4. კომპანიებს, რომლებიც აპირებენ ძირითადი საიტის გაშვებას, თუმცა მისი შესრულების გრძელვადიანობიდან გამომდინარე დროებით ვიზიტორების ინფორმირება და გამომწერების შეგროვება.

ლენდინგი

სავიზიტო ვებ საიტი

სავიზიტო ვებ საიტი ეს არის მცირე ზომის ვებ საიტი , რომელიც აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას თქვენზე და თქვენი კომპანიის შესახებ. ასეთ საიტს არ აქვს ბევრი გვერდი და რთული ფუნქციონალი. სავიზიტო ვებ საიტი არ არის გათვლილი გაყიდვებზე. მასზე ათავსებენ ინფორმაციას კომპანიის/ბრენდის შესახებ, ამასთან მომხმარებლებთან ურთიერთქმედება ძირითადად ოფლაინ ხორციელდება.

რა უნდა იყოს სავიზიტო ვებ საიტზე:

  • მოკლე ისტორია კომპანიის შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქტებისა, და მომსახურების ან პროექტების შესახებ;
  • ფასები;
  • უკუკავშირის ფორმა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სიახლეები/ბლოგი;
  • ფოტო/ვიდეო გალერეა.

უპირატესობები:

  • არ საჭიროებს დიდ ფინანსურ ხარჯებს;
  • დამზადების სისწრაფე;
  • არ საჭიროებს მუდმივ განახლებას; (თუმცა საძიებო სისტემისთვის კარგია თუ ბლოგს/ან სიახლეებს კვირაში ერთხელ მაინც განვათავსებთ)
  • კონტენტის ცვლილებისთვის არ გჭირდებათ სხვისი დახმარება;
  • თქვენ შეგიძლიათ მისი ფუნქციონალის დროთა განმავლობაში გაზრდა/გაუმჯობესება.

ნაკლოვანებები:

  1. სავიზიტო ვებ საიტი საშუალებას გაძლევთ განათავსოთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თქვენ ვერ შეძლებთ მასზე მომსახურების/ პროდუქციის ფართო სპექტრის განთავსებას. ასევე მისი მეშვეობით ვერ შეძლებთ ტრანზაქციების განხორციელებას;
  2. ვერ შეძლებთ პროცესების ავტომატიზირებას.
  3. ლენდინგ გვერდის მსგავსად სავიზიტო ვებ გვერდზეც ძნელია SEO-ს ოპტიმიზირება, კარგია თუ ბლოგს/ან სიახლეებს კვირაში ერთხელ მაინც განვათავსებთ.

ვისთვის არის საიტის ეს ტიპი განკუთვნილი:

  1. ახალგაზრდა კომპანიისთვის, რომელსაც სურს ვებ საიტის შექმნა რაც შეიძლება სწრაფად შედარებით მინიმალური ბიუჯეტით;
  2. კომპანიას, რომელიც ახორციელებს თავის ძირითად საქმიანობას ოფლაინში, ამავდროულად სურს წარმოაჩინოს თავისი პროდუქცია და მომსახურება ინტერნეტ სივრცეში, რათა მოიზიდოს პოტენციური მომხმარებლები.

საიტი

საინფორმაციო/ბიზნეს ვებ საიტი

ეს არის მრავალფუნქციური, რთულ მოქნილი საიტი, რომელსაც შეუძლია მოერგოს სხვადასხვა ბიზნესის საჭიროებებს. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ: დეტალურად მოყევით კომპანიის შესახებ, ასევე ბიზნესის თემატიკიდან გამომდინარე დაამატოთ - ტურები, პროექტები, სერვისები, ტრენინგები, გუნდის წევრების შესახებ და ა.შ.

რა უნდა იყოს საინფორმაციო/ბიზნეს ვებგვერდზე:

  • დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
  • ვრცელი ინფორმაცია პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
  • ძიება;
  • ფოტო და ვიდეო მასალები;
  • ბლოგი/სიახლეები;
  • უკუკავშირის ფორმა;
  • კონტაქტი;
  • რუკა;
  • კატეგორიები;
  • ხშირად დასმული კითხვები;
  • გუნდის გვერდი;
  • ვაკანსიები.

უპირატესობები:

  1. საინფორმაციო/ბიზნეს ვებ გვერდი  იწვევს მეტ სანდოობას მომხმარებლებში და ხაზს უსვამს ბიზნესის პრესტიჟს;
  2. მოქნილი შესაძლებლობები, ამ ტიპის ვებსაიტი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ნებისმიერი ფორმატის და მოცულობის ინფორმაცია: ტექსტი, ფოტოები, ვიდეო, პრეზენტაციები, გრაფიკა, დიაგრამები და სხვა;
  3. ამ ტიპის საიტზე, თუ სწორად შეავსებთ კონტენტს, SEO - მუშაობს კარგად. თქვენი საიტი საძიებო სისტემებში წამყვან პოზიციას დაიკავებს;
  4. საინფორმაციო/ბიზნეს საიტი შეიძლება განახლდეს და მოდერნიზდეს, რაც მას უფრო თანამედროვე, ფუნქციონალურ და მოსახერხებელს ხდის.

ნაკლოვანებები:

  1. ზემოთ ჩამოთვლილი საიტებისგან განსხვავებით მის შექმნას უფრო მეტი დრო და ფინანსები სჭირდება;
  2. ის ვერ შეგიცვლით ონლაინ მაღაზიას;
  3. მოითხოვს მუდმივ განახლებას (ტექნიკურ საფორთს) იმისთვის, რომ SEO-მ იმუშაოს კარგად საიტზე გამუდმებით უნდა მოხდეს კონტენტის განახლება.

ვისთვის არის საიტის ეს ტიპი განკუთვნილი:

  1. მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ბრენდის ცნობადობის ამაღლება და საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავება;
  2. კომპანიები რომელსაც აქვთ მომსახურების/პროდუქცის მცირე ასორტიმენტი, რომლის რეალიზაციასაც არ სჭირდება ონლაინ მაღაზია;
  3. გაყიდვების გრძელი ციკლის მქონე კომპანიებს, მაგალითად: ტურისტული და სამშენებლო კომპანია, ტრენინგ ცენტი, იურიდიული, ფინანსური/ბუღალტრული მომსახურებების მქონე კომპანიები.

ვებ დიზაინი

ონლაინ მაღაზია

ეს არის საიტი, რომელიც განკუთვნილია მომსახურების და პროდუქციის ონლაინ სივრცეში გასაყიდად. ონლაინ მაღაზიის საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ბლოგების, სიახლეებს, მაგრამ ძირითადი მისი სივრცე დათმობილი აქვს პროდუქტის/მომსახურების კატალოგს და შეკვეთის გაფორმების ფორმებს. ონლაინ მაღაზიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამატებითი არხების განვითარება: ელ.ფოსტა და SMS შეტყობინებები, სოციალური ქსელები, SEO მხარდაჭერა, კონტექსტური რეკლამის გაშვება.

ეფექტური გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება და მათთვის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე რელევანტური ინფორმაციის მიწოდება.

რა უნდა იყოს ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე:

  • პროდუქტის კატალოგი;
  • ფოტო - ვიდეო კონტენტი;
  • კალათა;
  • ფილტრაცია;
  • მომხმარებლის პირადი კაბინეტი;
  • უკუკავშირის ფორმა;
  • გადახდის სისტემებთან ინტეგრაცია;
  • შეფასების სისტემა;
  • მარკეტინგული მოდულები;
  • მიტანის სერვისი.

უპირატესობები:

  1. ყველაზე ეფექტური ონლაინ გაყიდვების ინსტრუმენტი;
  2. კომფორტული ონლაინ პლატფორმა: ყიდულობთ თქვენთვის  სასურველ ნივთს სწრაფად, მარტივად ყოველგვარ შუამავალ რგოლებთან დაკავშირების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად;
  3. პერსონალის ეკონომია: შესყიდვების მთელი ციკლი არის ავტომატიზირებული, ამიტომ თქვენ ზოგავთ შენობის და პერსონალის შესანახ ხარჯებს; 
  4. ონლაინ მაღაზია იძლევა უამრავ შესაძლებლობას საძიებო სისტემებში დაწინაურებისთვის და კონტექსტური რეკლამირებისთვის;
  5. საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ სტატისტიკა, გააანალიზოთ მომხმარებლის ქცევა საიტზე და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეცვალოთ მარკეტინგული სტრატეგია;
  6. საჭიროებიდან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ თანდათანობით გააუმჯობესოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ფუნქციები და დაამატოთ მოდულები, ეს საშუალებას გაძლევთ ბიზნესის ზრდასთან ერთად გაზარდოთ თქვენი ონლაინ პლატფორმის ფუნქციონალი და არ ჩამორჩეთ დროს.

ნაკლოვანებები:

  1. ონლაინ მაღაზიის შექმნა მოითხოვს დროს და დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან. მცირე დეტალის არ გათვალისწინებამ და ეკონომიის გაკეთებამ შეიძლება სერიოზული სირთულეები შეგიქმნათ;
  2. ონლაინ მაღაზიას სჭირდება მუდმივი ყურადღება და განახლება, რათა მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმუშაოს. ამისთვის ხშირად დეველოპერთან საჭიროა დამატებით ტექნიკური საფორთის ხელშეკრულების გაფორმება.

ვისთვის არის საიტის ეს ტიპი განკუთვნილი:

  1. ბიზნესისთვის, რომელსაც აქვს პროდუქციის ან მომსახურების ფართო სპექტრი;
  2. ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ახალ ბაზარზე გასვლა, გაფართოება (ფილიალის გახსნა ონლაინ) და ამასთანავე დანახარჯების ოპტიმიზირება;
  3. ბიზნესს, რომელსაც სურს მომხმარებლების ქცევის გაანალიზება და ამის ხარჯზე გაყიდვების ოპტიმიზირება.

ონლაინ მაღაზია

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ გაიგოთ რომელი საიტი გჭირდებათ?

სხვა სიახლეები

ტეგები: