3 მიზეზი, რის გამოც საიტი არ ყიდის
პანდემიის დაწყებასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მუდმივად „ონლაინში“ არიან, რამაც გარდაუვლად გამოიწვია მომხმარებლის მოლოდინების მკვეთრი ზრდა. თუმცა, ბევრი საიტი ჯერ კიდევ არ ამართლებს ამ მოლოდინს.
ცუდი სამომხმარებლო გამოცდილების შედეგები უარესდება: არა მხოლოდ უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი, არამედ მცირდება გაყიდვებიც, ლოიალობა ახალი მომხმარებლების რიცხვის ზრდაც.
ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ სამ მიზეზს, რის გამოც ბევრი კომპანია ვერ ახერხებს ვებ გვერდით დასახული მიზნების მიღწევას
1. საიტის მიზანთან შეუსაბამობა
არ შეიძლება საიტის შექმნა დაიწყოს სამიზნე აუდიტორიის შესწავლის გარეშე, რადგან თქვენი ინტერნეტ რესურსი მორგებული უნდა იყოს არა მხოლოდ თქვენ გემოვნებაზე არამედ მომხმარებლების საჭიროებებზე.
ხარვეზების აღმოფხვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება, რადგან მოსალოდნელია, რომ ელექტრონული კომერციის გაყიდვების წილი საგრძნობლად გაიზრდება, თუ ის 2021 წელს 4,800,000,000,000-$ შეადგენდა ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის შემოსავლების რიცხვი 6,400,000,000,000- $ მდე გაიზრდება.
კვლევები აჩვენებს, რომ:
- ადამიანების 40% ტოვებს ვებ გვერდს, თუ მის ჩატვირთვას 3 წამზე მეტი დრო სჭირდება;
- ხოლო ვიზიტორთა 88% ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაუბრუნდეს საიტს თუ რესურსზე ყოფნის დროს მათ მიიღეს ცუდი სამომხმარებლო გამოცდილება.
მომხმარებლების გაგების და ვიზიტორების მომხმარებლებად კონვერტირების გარეშე საიტი არავისთვის საჭირო ინტერნეტ რესურსად იქცევა.
ელექტრონულ კომერციაში წარმატებით მომუშავე კომპანიებს არა მხოლოდ ესმით საიტის ძირითადი მიზანი, არამედ ისინი იზიარებენ მომხმარებლების ინტერესებს, აქვთ მათ მიმართ თანაგრძნობა, უზიარებენ მათ თავიანთი ბრენდის ისტორიას და ცდილობენ თავადვე გაიარონ მომხმარებლების გზა, რათა უფრო ზუსტად იცოდნენ, მათი საჭიროებები.
ამ კომპანიებს ესმით, რომ მათი უპირველესი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის საქმის მაქსიმალურად გამარტივებაა.
2. საიტზე ერთიანი მიზნის არარსებობა
საიტზე ერთიანი მიზნის არარსებობა მიგიყვანთ მომხმარებლების უკმაყოფილებამდე, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება.
ამ ეტაპზე, შეიძლება უფრო ადვილი ჩანდეს ყველაფრის წაშლა და საიტის გადაკეთება, ვიდრე პრობლემების სათითაოდ გადაჭრა, მაგრამ ეს არაა გამოსავალი.
დროა გადახედოთ როგორ იქმნება და ახლდება ვებ საიტები. დაივიწყეთ სრული რედიზაინი. მოიშორეთ მოთხოვნების გრძელი სია. სიჩქარე და მონაცემების დეტალური დამუშავება- აი ახალი მიდგომა.
წარმატების მისაღწევად, მარკეტინგის გუნდმა უნდა განსაზღვრონ საიტის ძირითადი მიზანი და მოახდინოს მომხმარებელთა გადაადგილების თითოეული საფეხურის დეტალური ანალიზი. შემდგომ კი შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების საპასუხოდ რეგულარულად განახორციელოს ცვლილებები.
საიტი - ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ და საგულდაგულო მუშაობას საჭიროებს. ციფრულ სამყარო დღითიდღე უფრო და უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ამიტომაც უკვე დღეს უნდა დაიწყოთ მომავალზე ფიქრი. სწრაფი ადაპტაცია, მოქნილობა თქვენი ბიზნესის გადარჩენის მთავარი შანსია.
3. არასწორი ეკონომია
ნებისმიერი საქმის წამოწყებისას უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები და გაარკვიოთ რაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება და რაზე არა.
ვებ გვერდის შექმნა მოიცავს არა მხოლოდ დიზაინს და პროგრამირებას, არამედ პროექტის დეტალურ ანალიზს, დამკვეთთან თანამშრომლობას და პროექტის მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებების ძიებას.
თუ თქვენ არ გაქვთ დრო და რესურსი ვებ გვერდის "მოსავლელად" მაშინ არ უნდა გააკეთოთ ის. ეს იქნება დროის და რესურსის ფუჭი დახარჯვა, რადგან შესაფერისი მოვლის გარეშე ინტერნეტ რესურსი შედეგს არ მოიტანს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ საიტი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გამუდმებულ ყურადღებას და განახლებას მოითხოვს. თქვენ შეიძლება თავიდან არ გქონდეთ მრავალფუნქციური საიტის რესურსი -როგორც დროის მხრივ ასევე ფინანსურადაც, ამიტომ თავიდანვე უნდა განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობები.
მაგალითად: გაიხსენეთ ყველა წყარო, რომელიც საიტზე ტრაფიკს ქმნის: სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა და ციფრული რეკლამა — ამ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს შედეგი მოაქვთ, მხოლოდ მაშინ, თუ საიტი გამართულად მუშაობს.
მაგალითად, როდესაც თქვენ აგზავნით ესემესებს შეთავაზებით სადაც მითითებული გაქვთ ვებ გვერდი და მომხმარებელი გადადის ბმულზე და მას არ ხვდება გამართული საიტი და მარტივი ნავიგაცია ჩათვალეთ, რომ თქვენი მარკეტინგული ინსტრუმენტი (ამ შემთხვევაში ესემეს მარკეტინგს) ტყუილი დანახარჯი აღმოჩნდა.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01