როგორ შევქმნათ ონლაინ მაღაზია მარტივად
ონლაინ სივრცის ათვისება დღეს უფრო აქტუალური გახდა. პანდემია ციფრული სფეროს უფრო მეტად ათვისებისკენ გვიბიძგებს. ამიტომაც ბიზნესის უმეტესობა ვირტუალურ სამყაროში გადადის.
გაჩნდა ბიზნესის ვირტუალურ სივრცეში გადატანის მოთხოვნა, მაგრამ რა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს უმრავლესობა, ვისაც ონლაინ მაღაზიის შექმნა სურს მისი რეალური საფასური აშინებთ, რადგან უბრალოდ არ იციან ონლაინ მაღაზიის არსი და მისი მოცულობა.
პირველი რაც უნდა ცოდეთ ისაა, თუ რა კომპონენტები განსაზღვრავენ ვებსაიტის ღირებულებას:
- საიტის ღირებულება დამოკიდებულია:
სამუშაოების მოცულობაზე, - დროზე
- შემსრულების (კომპანიის) კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.
რაც შეეხება ფასს: მინიმალური საფასური განისაზღვრება საიტის თვითღირებულებით, ხოლო მაქსიმალური პროდუქტის (საიტის) ხარისხით, შესრულების დროით, შემსრულებლის იმიჯით.
უფრო კარგად რომ გავიგოთ რა განაპირობებს ონლაინ მაღაზიის ფასს განვიხილოთ მის ტექნიკური ამოცანის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:
რამდენ ენოვანი იქნება საიტი:
როდესაც საიტს რამდენიმე ენა აქვს ძირითადი ენის ცვლილების საშუალება სამართავმა პანელიის მეშვეობით უნდა შეგეძლოთ. ასევე შესაძლებელია ძირითადი ენა იცვლებოდეს IP მისამართების მიხედვითაც.
საიტის ტიპი
საიტი ყველა ზომის ეკრანზე უნდა იყოს მორგებული ( მობილური, პლანშეტი, დესკტოპი);
უმეტეს შემთხვევაში ამისთვის რესპონსივისთვის უნიკალური დიზიანის დამზადებაა საჭირო;
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვებ გვერდი ყველა მუშა ბრაუზერისთვის იყოს გამართული;
საიტის მენიუ
საიტის სამართავი პანელის მეშვეობით უნდა შემეძლოს წინასწარ შეთანხმებული ყველა განსხვავებული ტიპის გვერდის შექმა იქნება ეს: ტექსტური, გალერეა, სიახლე, კონტაქტი თუ სხვა.
ასევე სამართავი პანელიში უნდა მქონდეს გვერდების ჩართვა-გამორთვის ფუნქცია და გვერდების მენიუში გამოტანა და სასურველი წყობით დალაგების საშუალება (Drag & drop).
სამართავი პანელი
სამართავი პანელის თითოეული ფუნქცია დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე. მაგალითისთვის, თუ თქვენ გჭირდებათ, რომ სამართავი პანელი იყოს მრავალდონიანი- მართავდეს ერთი ადმინისტრატორი და შესაძლებლობა გქონდეთ დაამატოთ სხვადასხვა დონის ოპერატორები- ამისთვის :
ადმინისტრატორის მიერ უნდა შეიქმნას ჯგუფები Defoult უფლებებით მაგალითად ოპერატორების ჯგუფი, სადაც შესაძლებელია ოპერატორს ქონდეს რამეს დამატების და რედაქტირების საშუალება მაგრამ არა წაშლის, ასეთ დროს ამ ჯგუფში გაწევრიანებული მომხმარებელი იყენებს ადმინისტრატორის მიერ წინასწარ განსაზღვრულ უფლებებს, გამონაკლისების გარეშე. გამონაკლისი უფლებებისთვის უნდა შეიქმნას ახალი ჯგუფი. თუ ჯგუფის ერთ წევრს შესაძლოა ქონდეს მეტი უფლება დანარჩენისგან განსხვავებით ამის ჩარვთა ერთ კონკრეტულ მომხმარებელზე შესაძლებელია, მაგრამ ნაკლები უფლებებისთვის უნდა შეიქმნას ახალი ჯგუფი.
საიტის ნავიგაცია
კატალოგის შემთხვევაში წინასწარ უნდა იქნას განსაზღვრული კატალოგის ფილტრაციის სტილი, ფილტრში არსებული ნებისმიერი პუნქტი უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგალითად თუ კატეგრია აქსესუარები არ გამოიტანს არცერთ შედეგს ის ფრონტზე არ უნდა ჩანდეს, ასევე თუ კატეგორია მზის სათვალეს არ აქვს ფილტრი ბრენდი მზის სათვალის არჩევის შემთხვევაში ბრენდი ფილტრი უნდა გაქრეს და მხოლოდ ამ კატეგროიის შესაბამისი ფილტრები გამოაჩინოს, ეს ლოგიკა უნდა გავრცელდეს ყველა ფილტრზე და იერარქიულად უნდა მუშაობდეს როგორც ზევიდან ქვევით, ასევე ქვევიდან ზევით.
ავტორიზაცია რეგისტრაციის მოდული
საიტზე სოც ქსელებით (FB, Google plus, და ა.შ.) რეგისტრაციის საშუალება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ყიდვა (მაგ: პროდუქტი/მომსახურება, სათაური, ფასი, თარიღი და ა.შ.) ხდება რეგისტრაციის გარეშე, შეძენისას შევსებული ველები სრულად აისახება გაყიდვებში. ამ დროს არ არის საჭირო კალათის მოდული.
მომხმარებლის პროფილი
მომხმარებლის პროფილის აწყობა და მისი უფლებების და შესაძლებლობების განსაზღვრა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ხდება.
მომხმარებელს პროფილში უნდა შეეძლოს დაარედქტიროს ყველა ველი რომელიც შეავსო რეგისტრაციისას გარდა მეილის, პირადი ნომრის, ს/კ;
მომხმარებელს პროფილში რეგისტრაციის შემდეგ შესაძლოა მიემატოს კიდევ რამდენიმე ველი, რომელიც სავალდებულო იქნება რომ შეავსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეზღუდვები ექნება სხვა ოპერაციაზე (მა: ვერ იყიდის პროდუქტს) ასეთი ველები უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული (მოხმარებლის ქალაქი, მისამართი...);
იმ შემთხვევაში თუ მოხმარებელი ავტორიზებულია სოციალური ქსელით წინასწარ შეთანხმებული ველების შეუვსებლობის შემთხვევაში შეეზღუდოს გარკვეული ოპერაციები (მაგ: ნივთის შეძენა), რადგან ამ ოპერაციისთვის საჭიროა ზოგიერთი ინფორმაცია რასაც სოციალური ქსელით ავტორიზაცია არ იძლევა (მაგ: მისამართი, პირადი ნომერი...) შესყიდვის პროცედურა გაატაროს უპრობლემოდ, თუმცა შესყიდვისას ამოვარდეს პოპ აპ ფანაჯარა შეუვსებელი ველებით იქვე შეავსებინოს და დაასრულებინოს შესყიდვა, ქონდეს ღილაკი ეს ინფორმაცია შეავსოს პროფილში თუ ერთჯერადი იყოს;
ბალანსის შევსების საშუალება. მოხმარებელს უნდა შეეძლოს პრფილში გადასვლა მენიუზე „ბალანსი“ და შეავსოს სასურველი რაოდენობის თანხა (საბანკო ბარათით), რომელიც მას დაუჯდება ბალანსზე და შეძლებს გამოიყენოს სასურველი მომსახურების/პროდუქტის შესაძენად მაშინ, როცა მას ამის სურვილი ექნება.
კალათა
კალათის ფუნქციებიც განისაზღვრება წინასწარ, დამკვეთის მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე
რა ფუნნქციები შეიძლება ჰქონდეს კალათას:
- კალათაში პროდუქციის ჩაყრის შემთხვევაში მაშინ, როცა ავტორიზაცია არ აქვს მომხმარებელს გავლილი უნდა შეინახოს ეს ინფორმაცია და ავტორიზაცია/რეგისტრაციის გავლის შემდეგ ეს ნივთები/მომსახურება უნდა დაუტოვოს ისევ კალათაში. გასუფთავდეს კალათა მაშინ როცა სერვერი დარეფრეშდება;
- როდესაც კალათაში ჩავყრი ნივთს უნდა ამოვიდეს შეტყობინება გავაგრძელო ყიდვა თუ დავბრუნდე პროდუქტში; კალათაში უნდა მქონდეს მთავარ გვერდზე ან პროდუქტების გვერდზე დაბრუნების ღილაკი;
- უნდა მქონდეს კალათაში ჩაყრილი პროდუქტების ცალცალკე და ერთიანად ყიდვის შესაძლებლობა;
- ავტორიზირებული მომხმარებლის კალათა არ სუფთავდება მანამ სანამ მომხმარებელი არ წაშლის, თუ კალათაში ჩავარდნილი პროდუქტის რაოდენობა გათავდა ამ შემთხვევაში ეწერება პროდუქტს რომ რაოდენობა აღარ არის და ყიდვა შეუძლებელია;
- კალათს უნდა ჰქონდეს დაცვა რათა არ მოხდეს მანიპულაციური სვლები და მომხმარებელმა რეალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად ვერ მოახდინოს ნივთის შეძენა.
საიტზე პროდუქტის დამატება/რედაქტირება
- პროდუქტის ჯგუფი (ტელეფონი, სახელი და სილამაზე, ჭურჭელი);
- სამართავ პანელში უნდა შემეძლოს ჯგუფების შექმნა, რედაქტირება დაწაშლა (Drag and drop ით თანმიმდევრობის შეცვლა;
- წაშლის დროს უნდა მკითხოს დარწმუნებული ვარ თუ არა რომ მინდა წაშლა, მაგრამ თუ ამ ჯგუფს მიბმული აქვს პროდუქტი ვერ უნდა მოხდეს წაშლა და უნდა ამოვიდეს შეტყობინება რომ მიბმულია პროდუქტი);
- პროდუქტის კატეგორია (ჭურჭელი - ტაფები, ქვაბები, ჩაიდნები);
- სამართავ პანელში უნდა შემეძლოს კატეგორიის შექმნა, რედაქტირება და წაშლა (Drag and drop- ით თანმიმდევრობის შეცვლა; წაშლის დროს უნდა მკითხოს დარწმუნებული ვარ თუ არა რომ მინდა წაშლა, მაგრამ თუ ამ კატეგორიას მიბმული აქვს პროდუქტი ვერ უნდა მოხდეს წაშლა და უნდა ამოვიდეს შეტყობინება რომ მიბმულია პროდუქტი);
- კატეგროიაზე მიბმული ფილტრების შექმნის შესაძლებლობა მაგ: მწარმოებელი - ბრენდები, ტიპი - ელექტრო ტაფა, დიამეტრი - ზომები, მასალა - გრანიტი, თავსებადობა - ელექტრო ქურა და ა.შ.;
- გასაყიდი ფასი რიცხვი უნდა ეწერებოდეს და თუ საიტი რამდენიმე ვალუტიანია- ვალუტა ცალკე ველი უნდა იყოს და მისი კონვერტაცია უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ვალუტაში საიტის კურსის მიხედვით ან რომელიმე ბანკის მაგ. ეროვნულის ოფიცილაური კურსის მიხედვით. უნდა არსებობდეს ცალკე ველი საიტის კურსი სხვადასხვა ვალუტაში;
- შედარების ღილაკი, - პროდუქტს უნდა ჰქონდეს შედარებაში დამატების ღილაკი, მასზე დაჭერისას შედარების ღილაკს გადაერქმევა სახელი და ეწერება შედარებიდან წაშლა, მაგრამ სხვა პროდუქტზე რომ გადავალ და შედარების ღილაკს დავაწვები თუ მანამდე შედარებაში მქონდა სხვა პროდუქტები ჩაყრილი გამომიჩნდება ღილაკი შევადარო თუ არა ერთმანეთს;
- ყველა პროდუქტი, რომელიც დაჯგუფებულია ფერით ან სხვა მონაცემით და რეალურად ერთ ლინკში რამდენიმე პროდუქტი მოიაზრება, ასეთ შემთხვევაში პროდუქტის არქივის დროს მაგალითად ვეძებ ფეხსაცმელს ესპადრელი, როემლიც სამ ფერში მაქვს კატალოგში სამივე ფერი ცალ -ცალკე უნდა ჩანდეს, თუმცა რომ შევალ ერთ -ერთზე სამივე ერთად უნდა იყოს გაერთიანებული.
განვადება
- სამართავ პანელში უნდა შემეძლოს ფილტრაცია ბანკების მიხედვით;
- ადმინკაში უნდა დაამატოს ბანკი და მისი % და მინიმალური და მაქსიმალური თანხა რომლის ზევითაც განვადება შესაძლებელია ან რომლის ზედა ზღვარი არის შეზღუდული და განვადებას ვერ გააკეთებს;
- პროდუქტის გვერდზე განვადებაზე დაჭერის შემდეგ ვირჩევ რომელი ბანკის განვადება მსურს; ონლაინ გაყიდვის ფუნქცია წინასწარ შეთანხმებული ბანკის პროტოკოლით (საქართველოს, თიბისი, ლიბერთი..).
განვადების პირობები თანხმდება ბანკებთან და შეთანხმების საფუძველზე ხდება სამართავ პანელში სხვადასხვა ფუნქციების დამატება.
მარკეტინგული მხარე- რისი შესაძლებლობები უნდა მქონდეს:
- ფასდაკლება- უნდა შემეძლოს როგორც ფასის მიხედვით ასევე %-ს მითითებით ფასის დაკლებაც;
- ჯვარედინი გაყიდვები/საჩუქრიანი პროდუქტი- სამართავ პანელში უნდა შემეძლოს საჩუქრიანი პროდუქტების გაფილტვრა და უნდა ვხედავდე ამა თუ იმ ჯგუფს კატეგორიას ან პროდუქტებს რა საჩუქრები მივაბი, როდის შევქმენი ეს აქცია და რამდენია ამ აქციით გაყიდული;
- დროითი ფასდაკლება- როდესაც ავირჩევ რას უნდა ქონდეს დროის მიხედვით ფასდაკლება ვირჩევ რა ვადით უნდა იყოს ფასდაკლება კალენდრის საშუალებით მაგალითად 1 მაისიდან 15 მაისამდე და დასრულდეს 15 მაისი 23:00 საათზე;
- სპეციალური კოდის ფასდაკლების- სამართავ პანელში უნდა შევქმნა აქციის სახელი მაგალითად „ფასდაკლება სტუდენტებისთვის“ და მივუთითო რომელ კატეგორიას ან ჯგუფს/ტიპს ეხება ეს ფასდაკლება, ან ჯგუფში შემავალ რომელ კატეგროეიბს, ან კატეგროიაში შემავალ რომელ ტიპებს, ან კონკრეტულად რომელ პროდუქტებს....
ასევე უნდა მივუთითო რამდენ % იანი ფასდაკლება მიიღება მომხმარებელი აღნიშნული ფასდაკლების კოდის შეყვანისას; - კალათში ფასის მიხედვით მარკეტინგული აქტივობები- კალათაში X ლარის და მეტის ჩაყრის შემდეგ ფასი იკლებს X%.
ვიშლისტი- მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისის შესაქმნელად
ვიშლისტში პროდუქციის ჩაყრის შემთხვევაში მაშინ, როცა ავტორიზაცია არ აქვს მომხმარებელს გავლილი მაინც უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის შენახვა და ავტორიზაცია/რეგისტრაციის გავლის შემდეგ ეს ნივთები/მომსახურება უნდა დახვდეს ვიშლისტში. გასუფთავდეს მაშინ როცა სერვერი დარეფრეშდება.
კალათაში გადატანის ღილაკი, თუ ამის საშუალება მაქვს (იმ შემთხვევაში თუ ონლაინ მაღაზიის სტრუქტურა გადაწყვეტილია ისე, რომ პროდუქტზე უნდა ავირჩიო მახასიათებლები: ფერი, ზომა... ეს ღლაკი კარგავს ფუნქციას) და გადატანამდე შეგიყვანს ამ პროდუქტის შიდა გვერდზე.
გაყიდვები- სრული ინფორმაცია გაყიდული პროდუქტის/ მომსახურების შესახებ
- ვინ იყიდა - პირადი მონაცემები (სახელი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);
- მომხმარებელზე დაჭერით უნდა გადავიდე სამართავ პანელში „მომხმარებლები“ კონკრეტულად ამ მომხმარებელზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ;
- თარიღი, თუ როდის იყიდა;
- პროდუქტის ღირებულება (რა გადაიხადა);
- გადახდის ტიპი (ბანკია, განვადება, ბალანსი, ქეში);
- ადილზე მიტანის ქალაქი და მისამართი , მაშინ თუ მონიშნულია;
- სტატუსი - რომელსაც აბრუნებს ბანკი წარმატებით მოხდა თუ არა შეძენა;
- გაყიდვებში არსებული ინფორმაციის ცხრილის სახით ექსელში ექსპორტის ფუნქცია.
თქვენ გაეცანით ონლაინ მაღაზიის ტექნიკური დავალების მხოლოდ 15%. აქ მოყვანილი ის ძირითადი პუნქტები, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა მათ ფუნქციებს და შეშაძლებლობებს ჩაუღრმავდებით მიხვდებით, რომ თქვენ მიერ დახარჯული თითოეული თეთრი კონკრეტულ საჭირო მოდულზეა დახარჯული.
ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც უფრო დაბალ ფასს შემოგთავაზებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში ფასი და ხარისხი პირდაპირპრპორციულია.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01