როგორ შევქმნათ წარმატებული ონლაინ მაღაზია

ონლაინ სივრცის ათვისება დღეს უფრო აქტუალური გახდა და ბიზნესის უმეტესობაც ვირტუალურ სამყაროში გადადის. 

კარგი ონლაინ მაღაზია არ არის მხოლოდ ლამაზი დიზაინი ან ხარისხიანი კონტენტი...

ვიზულათან ერთად დეველოპერმა ყურადღება უნდა მიაქციოს  სამიზნე აუდიტორიას და საიტის ყველა ასპექტი - ტქნიკური და ვიზუალური მხარე  მოარგოს მის მოთხოვნებს. მხოლოდ ამ გზით შეძლებს შეიქმნას რესურსი, რომელიც მოიზიდავს  და შეინარჩუნებს  მომხმარებლებს.

როგორ შევქმნათ წარმატებული ონლაინ მაღაზია

UI-დიზაინი
მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი მოიცავს საიტის ვიზუალური ელემენტების განვითარებას. ის ნაკარნახევია კომპანიის კორპორატიული სტილით, მისი იდენტურობით, რომელიც წარმოიშვა ბრენდის ფასეულობებით და მიზნებით. ზუსტად ეს მახასიათელები აინტერესებს და იზიდავს მომხმარებლებს. 

UI სტილ
მაღალი ხარისხის, კარგი ინტერფეისის მქონე დიზაინმა არა მარტო ესთეტიკური თვალსაზრისით უნდა გახადოს საიტი მიმზიდველი, არამედ  გაუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილების ხარისხიც - საიტზე ნავიგაცის პროცესის გამარტივების და მისი ათვისების გაიოლებით.  

UX დიზაინი
მომხმარებლის გამოცდილების შემუშავება ფოკუსირებული უნდა იყოს გამოყენებადობის სიმარტივეზე. თუ  რესურსი მიზნად ისახავს აუდიტორიის სხვადასხვა ჯგუფების მომსახურებას, მაშინ  თქვენ თითოეულ მადგანისთვის უნდა შექმნათ მარტივი მარშუტი.  გახსოვდეთ, რომ საიტზე ნავიგაცის სიმარტივე კარგი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის გასაღებია. 

მომხმარებლი
თქვენი მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რმელსაც მოუნდება მომსახურების/ პროდუქციის შეძენა და რომელიც ამისთვის თქვენ საიტს ეწვევა. 

იმისთვის, რომ ვიზიტორის მოგზაურობა საიტზე იყოს მშვიდი ან, როგორც იტყვიან, უნაკლო, მაღალი ხარისხის UX დიზაინი უნდა მოერგოს მომხმარებლების სხვადასხვა საჭიროებებს, მიზნებს, ამისთვის საჭიროა დეველოპერმა წინასწარ იცოდეს სამიზნე აუდიტორის ჩვევები, რათა მათ საბოლოო მიზნის მიღწევა გაუმარტივოს(ვიზიტორების ქცევის განალიზებაში Google Analytics-ი დაგეხმარებათ). 

მომხმარებლის სამოგზაურო მარშრუტების განვითარება
როგორც კი ამოიცნობთ  მომხმარებლების ძირითად ტიპს და მათ მიზნებს თქვენ შეძლებთ მათთვის კონკრეტული მიზნის მისაღწევი გზის გამარტივებას. 

როდესაც შეადგენთ მათი მოგზაურობის რუკას, აღწერეთ თითოეული მათი ნაბიჯი, დაფიქრდით იმაზე, თუ რა ემოციებს განიცდიან და რა მოტივებით ხელმძღვანელობენ ისინი ამა თუ იმ მოქმედების დაწყებამდე.  ამ პროცესის გაანალიზება დაგემარებათ იპოვოთ და აღმოფხვრათ ის ბარიერები, რომლებიც მათ ხელს უშლის შემდეგი ქმედებების განხორციელებაში(მაგალითად მომხმარებელი  გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ვეღარ ასრულებს მოქმედებას, რადგან გადატვირთული ან რთული ინტერფეისი მასში გარკვეულ ეჭვებს აჩენს და აბნევს, ამიტომ რაც უფრო გაუმარტივებთ მათ საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზას მით უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს გაიჩენთ).

მომხმარებლების უმეტესობის მიზანი პროდუქტის ან მომსახურების შეძენაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ მომხმარებლების საბოლო მიზანი მხოლოდ შენაძენის გაკეთება არაა. ძალიან ხშირად შენაძენის გაკეთების შემდეგ მომხმარებლები კვლავ სტუმრობენ თქვენ საიტს, ამ დროს დადებითი სამომხმარებლო გამოცდილების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ვიზიტორიც კი  ლოიალურ მომხმარებლად აქციოთ

როგორ შევქმნათ წარმატებული ონლაინ მაღაზია

რეკომენდაციები ონლაინ მაღაზიის UI და UX განვითარებისათვის
ჩვენ გთავაზობთ ცალკეულ რეკომენდაციებს UX და UI– სთვის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზნების მიღწევაში ერთი მეორის გარეშე ვერ დაგეხმარებათ.

სწორი სტრატეგია  მეთოდების კომბინირებას  გულისხმობს, რადგან კარგი ონლაინ მაღაზია არ არის მხოლოდ ლამაზი დიზაინი. იმისთვის, რომ საიტი ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული იყოს მისმა  ყველა კომპონენტმა ერთმანეთთან შეთანხმებულად უნდა იმუშაოს და შექმნას ერთიანი, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამართულ სისტემას.   

რეკომენდაციები ეფექტური მომხმარებლის ინტერფეისის შესაქმნელად:

  • ბრენდს უნდა ჰქონდეს კორპორატიული იდენტურობა, რომელიც არ უნდა შეიცვალოს და დარჩეს იდენტური ყველა პლატფორმაზე .ამისთვის საჭიროა კომპანიას ჰქონდეს ბრენდბუქი ან ბრენდის გაიდლაინი, რომლითაც ბიზნესი იხემძღვანელებს;
  • მომხმარებლის ინტერესის გასაზრდელად და მათში დადებითი გრძნობების გასაღვივებლად  გამოიყენეთ ვიზუალური ელემენტები. იმოქმედეთ მომხმარებლებისთვის  წინასწარ განსაზღვრული სცენარით;
  • გამოიყენეთ ფერები (დაიხმარეთ ფერების ფსიქოლოგია),ვებ დიზაინის სახვადასხვა სტილი, რელევანტური ფოტო და ვიდეო მასალა- ეს ყველაფერი თქვენ საიტს მეტ სიღმეს და ინდივიდუალიზმს შესძენს;
  • ყურადღება მიაქციეთ რამდენად კარგად მუშაობენ საიტის ელემენტები ერთმანეთთან, რამდენად გამოხატავენ ისინი ბრენდის იდენტობას, რა ემოციებს იწვევს ის, რა გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე და შეამოწმეთ, რამდენად მიმართავს ეს ყველაფერი მათ თქვენთვის საჭირო მიმართულებით;
  • შეეცადეთ არ გადატვირთოთ ვიზიტორები ემოციურად - ონლაინ მაღაზიის დიზაინი და ფუნქციონალი მთლიანად მომხმარებლის მოთხოვნებზე უნდა იყოს მორგებული- არაფერი ზედმეტი.

რეკომენდაციები ეფექტური სამომხმარებლო გამოცდილების განვითარებითვის:

  • ყველაფერი უნდა დაიწყოს სამიზნე აუდიტორის გაცნობით. ონლაინ მაღაზიის  წარმატებულად ფუნქციონირებაში მთავარ როლს მისი გამოყენების სიმარტივე თამაშობს. როდესაც თქვენ იცით რა სურს მომხმარებელს და როგორ უნდათ ამ სურვილის მიღწევა მარტივად შეძლებთ შექმნათ ონლაინ სივრცე, რომელიც წარმატებით იმუშავებს;
  • მოიზიდეთ მომხმარებლები დადებითი პირველი შთაბეჭდილებით - ამ დროს მნიშვნელოვანია საიტის -როგორც ვიზუალურ, ასევე  ფუნქციონალი მხარე. თქვენი კონტენტ სტრატეგია უნდა იყოს მორგებული მომხმარებლებზე- მისი საშუალებით თქვენ უნდა გაამარტივოთ საბოლო მიზნამდე მისაღწევი გზა;
  • შექმენით კონტენტი, რომელიც აღძრავს ემოციებს. საიტის მიმართ ნდობის გაზრდაში დაგეხმარებათ სწორად შერეული კონტენტი- ფოტო ვიდეო მასალა. რაც უფრო რეალური და ცოცხალი იქნება თქვენი კონტენტი, ნდობაც მით უფრო მეტად გაიზრდება;
  • გატესტეთ თითოეული ეტაპი: შეამოწმეთ რამდენად პოულობენ მომხმარებლები მათთვის საჭირო ინფორმაციას, რა გზის გავლა უწევთ მათ საბოლო მიზნამდე მისასვლელად. გარკვიეთ რა აიძულებთ მათ დატოვონ თქვენი საიტი და წავიდნენ სხვაგან. ყველაფერი ამის შემოწმება დაგეხმარებათ გაიგოთ და აღმოფხვრათ საიტზე არსებული ყველა ხარვეზი. 

დიზაინი საიტის ერთ-ერთი არსებითი ელემენტია, მაგრამ გამართული სტრუქტურისა და ფუნქციონალის გარეშე ის ვერ იმუშავებს. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ შევქმნათ წარმატებული ონლაინ მაღაზია

სხვა სიახლეები