საიტის შექმნის ეტაპები: რა უნდა იცოდეთ სანამ მის შექმნას გადაწყვეტთ
თუ ამ სტატიას კითხულობთ, მაშინ დიდი ალბათობით ფიქრობთ ვებ საიტის შექმნაზე. ერთი შეხედვით, რატომ უნდა აინტერესებდეს დამკვეთ რა ეტაპები სჭირდება საიტის შექმნას მთავარი ხომ საბოლოო შედეგია?
იმისდა მიუხედავად, რომ ვებ საიტის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, ის დაყოფილია სხვა ეტაპებად.
როცა დამკვეთს აქვს წარმოდგენა საიტის შექმნის ეტაპებზე ეს ამარტივებს კომუნიკაციას შემსრულებელთან, ასევე შესაძლებელს ხდის პროცესის ეტაპობრივად გაკონტროლებას და ცვლილებების დროულად შეტანას.
ამ ბლოგის წაკითხვას დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ ზოგად წარმოდგენას მოგცემთ იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ვებ საიტები. ჩვენ არ დაგამძიმებთ თითოეული ეტაპის უცნობი ტერმინებითა, ტექნიკური მახასიათებლებით და შევეცდებით მარტივი სიტყვებით გითხრათ რა უნდა იცოდეთ როგორც მომხმარებელმა.
მაშ ასე, დავიწყოთ!
1. მიზნის დასახვა
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაა. იმისათვის, რომ საიტის შექმნამ სასურველი შედეგი მოიტანოს, აუცილებელია დამკვეთისთვის მკაფიო დავალების მიცემა.
მარტივი სიტყვებით, უპასუხეთ კითხვას: რატომ მჭირდება ვებსაიტი? PR, იმიჯის შექმნა, რეკლამის განთავსება, ახალი მომხმარებლის მოზიდვა, განცხადებების შეგროვება. მიზნიდან გამომდინარე, შეირჩევა გარკვეული ინსტრუმენტები მის მისაღწევად.
მიზნის სწორად და ზუსტად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ ბრიფი - ეს არის საკომუნიკაციო ერთეული, რომელმაც შემსრულებელს უნდა შეუქმნას წარმოდგენა, თუ ვინ ხართ, რა გსურთ და როგორია თქვენი მოლოდინები.
ეს უნდა იყოს ერთგვარი კითხვარი საიტის შესახებ კითხვებით, მათზე პასუხები საშუალებას მოგცემთ შექმნათ პროექტის საერთო სურათი.
2. პროტოტიპის შექმნა
ეს არის მომავალი საიტის "ჩონჩხი": პროტოტიპი აჩვენებს ბლოკების და ელემენტების მდებარეობას, იძლევა წარმოდგენას, თუ როგორ ურთიერთქმედებს მომხმარებელი მათთან. ამ სქემის საფუძველზე იქმნება დიზაინი.
3. დიზაინის შექმნა
დიზაინერი ქმნის საიტის იერსახეს: ფერები, შრიფტები, ღილაკები, მენიუ, კონტენტი (სურათები, ტექსტები, ვიდეო). მთავარი გვერდი არის პირველი, რაც ეგზავნება მომხმარებელს დასამტკიცებლად: ის ასახავს პროექტის ზოგად სტილს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე სწორედ ვიზუალური კომპონენტიებია შესაფასებელი.
4. ადაპტაცია მობილურ მოწყობილობებზე
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც საბოლოო დიზაინის სტატიკური სურათი გარდაიქმნება html გვერდად.
გვერდების ჩატვირთვის სიჩქარე, სწორი ჩვენება სხვადასხვა ბრაუზერეში, მობილურ მოწყობილობებზე და სხვა ტექნიკური ასპექტები დამოკიდებულია დეველოპერის პროფესიონალიზმზე.
5. კონტენტი და ოპტიმიზაცია
კონტენტი არის ის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომლის გარეშეც საიტის არსებობა შეუძლებელია. საიტის კონტენტის შემუშავებისას ჩართული უნდა იყოს ქოფირაითერი, მარკეტოლოგი და SEO -სპეციალისტი. კონტენტი იქმნება მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე სამიზნე აუდიტორიის და საიტის (ტიპის) შექმნის მიზეზის გათვალისწინებით.
კონტენტის რეგულარული შევსება საიტის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია. ვებ საიტზე კონტენტის რეგულარული განახლება - მისი არსებობის აუცილებელი პირობაა.
იდეალურ ვარიანტში საიტზე განსათავსებელი კონტენტი დიზაინის დამტკიცებამდე უნდა იყოს მზად.
ჩვენ ასევე ვახორციელებთ საბაზისო ოპტიმიზაციას (SEO). მარტივი სიტყვებით, ეს არის საიტზე მუშაობის კომპლექსური პროცესი, რომლის მიზანია უზრუნველყოს თქვენი საიტის გვერდების ჩვენება – თემატური მოთხოვნებისთვის. SEO არის საიტის საძიებო სისტემებში პოპულარიზაციის ძირითადი ინსტრუმენტი.
ახლა თქვენ იცით, თუ რა ეტაპებია სჭირდება ვებ საიტის შექმნას. ეს ცოდნა საშუალებას მოგცემთ უფრო გააზრებულად და ზუსტად განსაზღვროთ რისთვის, ვისთვის და როგორი საიტი გჭირდებათ.
კონსულტაციისთვის და ზოგადად დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია Lemons.ge
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01