რამდენი სიტყვისგან უნდა შედგებოდეს ბლოგი? 

კონტენტ მარკეტოლოგებმა იციან, რომ კონტენტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია.  ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ამ დროს ჩნდება კითხვა - რამდენი სიტყვისგან უნდა შედგებოდეს ბლოგი, რომ ის სასარგებლო იყოს? 
ვიღაც ამტკიცებს, რომ  გრძელი ამბის მოკლედ მოყოლა — ეს ნიჭია. დიდი ტექსტები ღლის  და მას არავინ არ კითხულობს. ამის საპირისპირო მოსაზრებაა  ის, რომ ბლოგი უნდა იყოს ვრცელი და სრულყოფილი. რომელი ამათგან სწორი?

მაშ ასე, რა ფაქტორები მოქმედებს ბლოგის მოცულობაზე?

როდესაც საქმე ეხება ვებ კონტენტს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი პოსტის მოცულობაზე:

  • შიგთავსი — ყველაზე მნიშვნელოვანია. რისი თქმა გსურთ? თქვენ მომხმარებლებამდე სათქმელის მიტანა როგორც  200 სიტყვით, ასევე 2 000 -თაც  შეგიძლიათ. ორივე ვარიანტი მისაღებია თუ მთავარი აზრი არ იკარგება;
  • სტილი — ზოგიერთ სტილს უხდება მოკლე და პირდაპირი ტექსტი, ზოგი კი უფრო ინტერაქტიულ და გრძელ ახსნას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ხანდახან სწორედ სტილი განსაზღვრავს ტექსტის მოცულობას; 
  • სიხშირე — რეგულარულობა, რომლითაც თქვენ აქვეყნებთ ბლოგს, ასევე გავლენას ახდენს მის მოცულობაზე. ვიღაც აქვეყნებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, მაგრამ თითოეული სტატიაში თემები  დეტალურადაა განხილული.  ზოგი კი აქვეყნებს პატარ-პატარა  პოსტებს, მაგრამ ყოველდღე;

ბლოგი

  • სტრუქტურა — ძალიან დიდი გავლენა აქვს ტექსტის კითხვადობაზე. კარგია თუ გამოყოფთ ქვესათაურებს, აბზაცებს და გამოიყენებთ თემატურ სურათებს. კონტენტის ნაწილებად დაყოფა მას უფრო მიმზიდველს და მარტივ წასაკითხს ხდის;
  • აუდიტორია —​ კონტენტის შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია აუდიტორიის ცოდნაზე. უნდა იცოდეთ მათი: საჭიროებები, ინტერესები, საზრუნავი და მათი სიყვარულის ობიექტები. თქვენი მიზანია შექმნათ კონტენტი, რომელსაც  სამიზნე აუდიტორია წაიკითხავს;
  • ფორმატი — კონტენტი ყოველთვის არ შედგება მხოლოდ სიტყვებისგან. როდესაც აქვეყნებთ რაიმე ინფოგრაფიკას, ჩვეულებრივ ვიყენებთ დაახლოებით 100 სიტყვას თემის აღსაწერად. ყველაფერი დანარჩენი აღწერილია თავად ინფოგრაფიკაში. 

როდესაც თქვენ აქვეყნებთ ვიდეოს, მემს ან იგივე ინფოგრაფიკას, ბევრი სიტყვა უბრალოდ შეუსაბამო ხდება.
მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ კონტენტის მოცულობა არ არის მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის სიგრძე არ არის ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. 

მოდით გავიგოთ მიზეზები, თუ რატომ არის ეს ასე: 

1. სიტყვების დიდი რაოდენობა უფრო მეტ საძიებო ტრაფიკს იწვევს. რაც მეტი კონტენტია საიტზე, მით მეტია მისი საძიებო სისტემებში  ტოპ პოზიციაზე მოხვედრის ალბათობა. საიტებს, რომლებიც ძიების შედეგებში პირველ პოზიციებზეა, აქვთ 2000 სიტყვაზე მეტი ტექსტები. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტი კონტენტი გაქვთ  საიტზე, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ის მოხვდეს Google-ის ძიების შედეგების პირველ გვერდზე ტოპ 3-5- ში.

სტატისტიკა

SerpIQ-მა შეისწავლა ძიების შედეგები კონტენტის მოცულობის გათვალისწინებით. 

ძიების ინდექსირებაზე პასუხისმგებელია რობოტი. ის ასკანერებს ყველა სიტყვას, ტეგს ან სხვა ინფორმაციას (მულტიმედიური ფაილების და დინამიური გვერდების გამოკლებით). ამიტომ, რაც მეტი კონტენტის მოცულობა, მით უკეთესია მისი ინდექსირება.

2. რაც უფრო დიდი და მრავალფეროვანია ტექსტი, მით მეტია საკვანძო სიტყვების პოტენციალი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს SEO. მაგალითად, გსურთ დაწეროთ 200 სიტყვიანი პოსტი, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ  ასეთ პოსტში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ მრავალი საკვნძო სიტყვის გამოყენებას. 2000 სიტყვიან სტატიაში კი თქვენ უკვე  გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ საკვანძო სიტყვების მეტი ვარიაციები. 

მაგალითად, შეკითხვისთვის "შექმენი კარგი სათაურები", თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ საკვანძო სიტყვების მრავალი ვარიაცია:

  • "როგორ შევქმნათ მკვლელი სათაური"
  • "მიმზიდველი სათაურების შექმნა"
  • "შექმენი საუკეთესო სათაური" 
  • "რჩევები სტატიისთვის სათაურის დასაწერად"
  • "ეფექტური სათაური"
  • "ყველაზე პოპულარული სათაურები" და სხვ.

რაც უფრო მრავალფეროვანი იქნებით, მით უფრო პოპულარული გახდებით საძიებო სისტემებისთვის. 

3. დიდი მოცულობის კონტენტი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ მეტი ბექლინკები თქვენ გვერდზე. რაც ასევე ხელს უწყობს SEO-ს უკეთესად და უფრო ეფექტურ მუშაობას. 

და ბოლოს
შეუძლებელია ცალსახად იმის თქმა, თუ რამდენ სიტყვას უნდა შეიცავდეს ბლოგი, რომ საძიებო სისტემებში მისი რეიტინგი გაიზარდოს. მაგრამ მოცულობითი კონტენტის უპირატესობები სახეზეა. თუ კონკრეტული რიცხვები გჭირდებათ, მაშინ ყველაფერი, რაც აღემატება 1500 სიტყვას, არის იდეალური რადოენობა თქვენი ბლოგპოსტისთვის.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რამდენი სიტყვისგან უნდა შედგებოდეს ბლოგი? 

სხვა სიახლეები