5 ძირითადი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ვებ საიტის შექმნისას

საიტის შექმნისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით უნდ დაგეგმოთ თქვენი მოქმედებები. დასაწყისშივე უნდა გქონდეთ იმის მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს საიტი, რათა საბოლოო პროდუქტი ზუსტად იყოს მორგებული თქვენ საჭიროებებზე.

მაშ ასე, გთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს, რომელიც ვებ საიტის შექმნამდე უნდა გაითვალისწინოთ. 

1. განსაზღვრეთ საიტის შექმნის მიზანი

საიტს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, იმისათვის, რომ გაიგოთ, რა ფუნქციონალი უნდა ჰქონდეს მას ამა მიზნის შესასრულებლად. 

საიტის მიზანი შეიძლება იყოს:

  • კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესება;
  • პროდუქციისა და მომსახურების პოპულარობის გაზრდა, ასევე ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
  • საერთაშორისო თუ შიდა ბაზარზე შესვლა;
  • გაყიდვების ზრდა;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • ოფლაინ რეკლამის ღირებულების შემცირება.

სწორედ საიტის შექმნის მიზნიდან გამომდინარე ხდება საიტის  ტიპის არჩევაც. 

საიტის მიზანი

2. შეარჩიეთ საიტის ტიპი

თავად საიტები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: რთული და ერთგვერდიანი. მაგრამ დანიშნულებით, ისინი შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული.

საიტი სავიზიტო ბარათი
ასეთი საიტები, როგორც წესი, ერთგვერდიანია და არ საჭიროებს დიდ ხარჯებს. ასეთი საიტები იქმნება იმისთვის, რომ მათზე განთავსდეს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ.

ონლაინ მაღაზია
ასეთი საიტი  განკუთვნილია მომსახურების და პროდუქციის ონლაინ სივრცეში გასაყიდად. ონლაინ მაღაზიის საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ბლოგების, სიახლეებს, მაგრამ ძირითადი მისი სივრცე დათმობილი აქვს პროდუქტის/მომსახურების კატალოგს და შეკვეთის გაფორმების ფორმებს.

კორპორატიული საიტი 
ეს არის მრავალფუნქციური, მოქნილი საიტი, რომელსაც შეუძლია მოერგოს სხვადასხვა ბიზნესის საჭიროებებს.  ძირითადად ეს საიტები მრავალგვერდიანია და შეიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობასთან  დაკავშირებულ ინფორმაციას.

პრომო საიტი
ეს არის ერთგვერდიანი საიტი, რომელზეც ქვეყნდება სხვადასხვა აქციებს ან სპეციალური შეთავაზებები.

პორტალი
ასეთ საიტებზე ქვეყნდება სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად, სიახლეები, სტატიები და მსგავსი საინფორმაციო სახის კონტენტი. 

საიტის ტიპი

3. განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

ვებ საიტის შემუშავების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა იმის გაგება, თუ ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული საიტი.
საიტის როგორც ვიზუალი ასევე მისი შინაარსიც (კონტენტი) მორგებული უნდა იყოს სამიზნე აუდიტორიაზე - მის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე.
თქვენი მომხმარებლების კარგად გაცნობა დაგეხმარებათ არა მარტო წარმოებული პროდუქტის და მომსახურების გაუმჯობესებაში , არამედ თქვენი ინტერნეტ რესურსის სრულყოფაში. 

გახსოვდეთ, რომ შეუცვლელი არავინ  არაა და რომ დრეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მომხმარებლებზე ზეგავლენას ახდენს ეს - კომფორტია. თუ მომხმარებელი ვერ შეძლებს თქვენ საიტზე სწრაფ და უპრობლემო გადაადგილებას და სასურველი მიზნის მიღწევას ის აუცილებლად დატოვებს თქვენ რესურსს და უკანაც აღარ დაბრუნდება. 

ფუნქციონალთან ერთად დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საიტის ვიზუალურ მხარესაც, რადგან ვებ გვერდზე შემოსულ ვიზიტორის ყურადღება რაიმე მოქმედების შესრულებამდე სწორედ დიზაინმა უნდა მიიპყროს და შეაჩეროს.

სწორედ სამიზნე აუდიტორიამ უნდა გიკარნახოთ საიტის დიზაინიც და კონტენტის ტიპიც. 

საიტის დიზაინი

4. განსაზღვრეთ მომავალი საიტის დიზაინი 

თქვენი საიტის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის შემდეგ, შეგიძლიათ იფიქროთ მის მომავალ დიზაინზე. დიზაინი ძირითადად დამოკიდებულია  საიტის ტიპზე, ფუნქციონალზე და როგორც უკვე აღვნიშნეთ აუდიტორიაზე. 
საიტის ინდვიდუალური დიზაინი დაგეხმარებათ გახდეთ გამორჩეული, ორიგინალური და მიმზიდველი. დიზაინის შექმნამდე თქვენ უნდა გქონდეთ შექმნილი საიტის კონტენტი, რათა დიზაინერმა ზუსტად შეძლოს საიტის მთავარი სათქმელის, მიზნის გადმოცემა. 

საიტის დიზაინი

5. შემსრულებლის შერჩევა 

როდესაც თქვენ უკვე გაქვთ გარკვეული წარმოდგენა თუ რას და ვისთვის ქმნით დროა გადაწყვიტოთ ვინ შექმნის საიტს. 

ჩვეულებრივ, არსებობს ორი ვარიანტი:

  1. ფრილანსერი
  2. ვებ სტუდია 

ფრილანსერის მომსახურება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე დეველოპერული კომპანიები, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი სამუშაოს მიმდინარეობაზე, რათა ყველაფერი დროულად დასრულდეს. ასევე ამ ბაზარზე მრავლად არიან თაღლითები, რომლებიც, "საუკეთესო"  შემთხვევაში, უბრალოდ მხოლოდ დროს დააკარგვინებენ.

ვებ სტუდიაში პროექტის შექმნა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ფრილანსერის მომსახურება, მაგრამ ამ დროს თქვენ თვიდან ისორებთ რისკებს, რადგან ვებ სტუდია თავის თავზე იღებს მთელ პროცესს, რომელის ყველა დეტალიც გაწერილი იქნება წინასწარ გამზადებულ ხელშეკრულებაში.

არ გაიგოთ არასწორად ჩვენ არ ვამბობთ, რომ ფრილანსერების ნდობა არ შეიძლება. მაგრამ  დამკვეთის მიმართ  არსებული  ვალდებულებების  შესრულების  დონე ვებ-სტუდიასთან თანამშრომლობისას უფრო მაღალია ვიდრე  ფრილანსერთან. თქვენ ანდობთ  პროექტს ერთ ადამიანს და თუ რამე მოხდება თქვენ რისკავთ  დედლაინის დარღვევით ან  კიდევ პროექტის  ჩაგდებით.  რის შემდეგაც  კვლავ  გიწევთ  სხვა სპეციალისტის ძიება.

ვებ სტუდია

არჩევანი თქვენზეა !

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

5 ძირითადი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ვებ საიტის შექმნისას

სხვა სიახლეები