ყველაფერი მომხმარებლით იწყება - რა არის UX კვლევა ?

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ "მაგარი" დიზაინი, მაგრამ პროდუქტი მაინც არ არის მოთხოვნადი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი : ან თქვენ ხართ არაღიარებული გენიოსი, ან ცუდად (ან არ შეისწავლეთ) შეისწავლეთ მომხმარებლები. სწორედ მეორე პრობლემის გადასაჭრელად არის შექმნილი UX- კვლევა. თუ თქვენ გსურთ შექმნათ პროდუქტი, რომელიც სჭირდება მომხმარებელს და რომელიც მომგებიანია (კომპანიისთვის), მაშინ  თქვენთვის UX- კვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყველაფერი მომხმარებლით იწყება

UX კვლევა არის ანალიტიკა, რომელიც გეხმარება გაიგოთ: მომხმარებლის საჭიროებები, გრძნობები, ემოციები და მათი ქცევის თავისებურებები. 

რატომ ტოვებენ ვიზიტორები საიტს, როცა პროდუქტი უკვე კალათაშია? რატომ არ ათვალიერებენ კატალოგს ბოლომდე? მომხმარებლის პირველ ადგილზე დაყენებით შეგიძლიათ შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ ნამდვილად სჭირდებათ, ის რასაც ნამდვილად გამოიყენებენ ცხოვრებაში. 

გარდა ამისა, UX კვლევის საშუალებით შეგიძლიათ იპოვოთ და გამოასწოროთ პროდუქტის პრობლემა იმ ეტაპზე, რომელზეც ამის გაკეთება გაცილებით ადვილი და იაფია. 

UX კვლევა არის ანალიტიკა, რომელიც გეხმარება გაიგოთ: მომხმარებლის საჭიროებები, გრძნობები, ემოციები და მათი ქცევის თავისებურებები. 

რატომ ტოვებენ ვიზიტორები საიტს, როცა პროდუქტი უკვე კალათაშია? რატომ არ ათვალიერებენ კატალოგს ბოლომდე? მომხმარებლის პირველ ადგილზე დაყენებით შეგიძლიათ შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ ნამდვილად სჭირდებათ, ის რასაც ნამდვილად გამოიყენებენ ცხოვრებაში. 

გარდა ამისა, UX კვლევის საშუალებით შეგიძლიათ იპოვოთ და გამოასწოროთ პროდუქტის პრობლემა იმ ეტაპზე, რომელზეც ამის გაკეთება გაცილებით ადვილი და იაფია. 

ნებისმიერი კვლევა, როგორიცაა UI ან UX, მნიშვნელოვანია სწორად ჩატარდეს. ტომერ შერონი, Google-ის UX- ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გვთავაზობს დაგეგმვის ფაზაში საკუთარ თავს  შემდეგი 5 შეკითხვა დაუსვათ:

  • რა ინფორმაციის მიღება გსურთ?
  • რას მოგცემთ ეს მონაცემები?
  • რა ხარვეზების შევსებას აპირებთ ამ ცოდნით?
  • რა არის გამოსავალი?
  • რა არის თქვენი ამჟამინდელი ვარაუდები?
  • როდესაც გაარკვევთ კვლევის მიზანს და ამოცანებს, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მეთოდი (დაწვრილებით მოგვიანებით).

ux

როდის არის საჭირო UX კვლევა?

ცხადია, UX კვლევა ყოველთვის უნდა ჩატარდეს ახალი პროდუქტის გაშვების ეტაპზე და ასევე წარმოების დროს, თუ რაიმე პრობლემას ხედავთ. მაგალითად, თქვენ შეამოწმეთ ანალიტიკა და ნახეთ, რომ მომხმარებლები ტოვებენ კალათას. პასუხს კითხვაზე " თუ რატომ ხდება ეს?" გაგცემთ UX კვლევა.

UX კვლევა პასუხობს შემდეგ კითხვებს:

  • რას აკეთებს ხალხი?
  • როგორ წარმოუდგენიათ?
  • რას ამბობს ხალხი?
  • როგორ გამოვასწოროთ?
  • რანაირად?
  • რატომ?

აღსანიშნავია, რომ UX კვლევა არ  ეხება იმას  „მოგწონს თუ არა შენი პროდუქტი“, არამედ ადგენს „პასუხობს თუ არა ის მომხმარებლის საჭიროებებს“.

UX კვლევის მეთოდები

UI და UX კვლევის მრავალი მეთოდი არსებობს. ყველაზე ხშირად გამოყენებული: ინტერვიუები, გამოკითხვები, UX ტესტირება, ბარათების დახარისხება, A/B ტესტირება. 

UX კვლევის მეთოდები იყოფა ორ ფართო ბანაკად: რაოდენობრივი და ხარისხობრივი. 

რაოდენობრივი კვლევა ზომავს რიცხვებს. ისინი პასუხობენ კითხვებზე "რამდენ მომხმარებელმა დააკლიკა?", "რამდენმა მომხმარებელმა იპოვა მოწოდება მოქმედებისკენ?", "რამდენმა მომხმარებელმა დატოვა საიტი შეკვეთის ეტაპზე?". რაოდენობრივი კვლევა მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების გასაგებად.

ხარისხობრივი კვლევა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ აკეთებენ მომხმარებლები იმას, რასაც აკეთებენ. მსგავსი კვლევა ხშირად იღებს ინტერვიუს ან საუბრის ფორმას და პასუხობს კითხვებს: „რატომ არ დააკლიკეს ?“, „რატომ ვერ იპოვეს მოქმედების მოწოდება?“, „რატომ დატოვეს საიტი?“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, UX კვლევის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ მათ ყველას საერთო მიზანი ამოძრავებს - გაარკვიოს რა არის საუკეთესო მომხმარებლისთვის.

ზოგადად, ყველა კვლევა ემყარება სამ ძირითად მეთოდოლოგიას:

  • დაკვირვება. როგორც წესი, თავად მომხმარებლებმა არ იციან რა უნდათ და რა სჭირდებათ. ამიტომ თუ გსურთ მიიღოთ სასარგებლო მონაცემები მნიშვნელოვანია მათი ქცევისა და რეაქციების დაკვირვება და გათვალისწინება. 
  • გაგება. მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება საქმის ნახევარიც კი არ არის. მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციისგან სარგებლობის მიღება და იმის გაგება, თუ რა სურთ მათ სინამდვილეში.
  • ანალიზი. კვლევა თავისთავად შეიძლება იყოს ღირებული, მაგრამ მისი შედეგების პრაქტიკაში გამოყენებისთვის, მნიშვნელოვანია შედეგების ანალიზი და იმის გაგება, თუ როგორ გადაჭრის დიზაინი მომხმარებლის პრობლემებს.

UI

UX კვლევის მეთოდები:

  • ინტერვიუ

ინტერვიუ მკვლევარსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის დადასტურებული და საიმედო გზაა. ინტერვიუს სამი ძირითადი ტიპი არსებობს:
მიმართული ინტერვიუები. ყველაზე გავრცელებული ტიპი. ეს არის კითხვა-პასუხის ფორმატი. მკვლევარი სვამს კონკრეტულ კითხვებს. ასეთი ინტერვიუ სასარგებლოა, თუ თქვენ კომუნიკაცია მომხმარებელთა დიდ რაოდენობასთან მოგიწევთ, პასუხების მარტივი შედარებისთვის;
არამიზნობრივი ინტერვიუ. ინტერვიუს ტიპი, რომელიც ეხმარება სიღრმისეული კითხვების დამუშავებას. ამ დროს კითხვები კომუნიკაციის პროცესში იბადება, ინტერვიუერი იმართება თანამოსაუბრის მიერ გაცემული პასუხებით;
ეთნოგრაფიული ინტერვიუები. რომლის დროსაც ხდება დაკვირვება, თუ როგორ იქცევიან მომხმარებლები თავიანთ „ბუნებრივ ჰაბიტატში“.ეთნოგრაფიულ ინტერვიუებში მომხმარებელი აჩვენებს მკვლევარს, თუ როგორ ასრულებს ის გარკვეულ დავალებებს, ეს ხდება მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვით . ასე რომ, ინტერვიუერს შეუძლია გაიგოს განსხვავება იმას შორის, რასაც მომხმარებელი ამბობს და რას სინამდვილეში აკეთებს.

  • გამოკითხვები და კითხვარები

კითხვარები და გამოკითხვები არის მარტივი გზა მინიმალურ დროში ჯგუფის შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაციის შესაგროვებლად. ეს ვარიანტი კარგია, როცა საჭიროა დიდი რაოდენობის მომხმარებელთა აზრის გაგება.

  • ბარათების დახარისხება

ბარათის დახარისხება გამოიყენება პროდუქტის საინფორმაციო არქიტექტურის შესაქმნელად. მაგალითად, ეს მეთოდი ხელს უწყობს ბაზრის ნავიგაციის ორგანიზებას, მის სეგმენტებად დაყოფას და პრიორიტეტიზაციას.

  • გამოყენებადობის ტესტირება

ეს ტესტირება გულისხმობს გარკვეული ამოცანების შესრულების პროცესში მომხმარებლებზე დაკვირვებას. როგორც წესი, ამ ტიპის კვლევა გამოიყენება, როდესაც უკვე არსებობს საიტის/აპლიკაციის „ცოცხალი“ ვერსია.

  • "დატოტილი" ტესტირება 

ისევე, როგორც ბარათების დახარისხება, ეს კარგი გზაა საიტის/აპლიკაციის არქიტექტურის შექმნამდე ინფორმაციის შესაგროვებლად . ამ ტესტირების დროს მომხმარებლებს ეძლევათ დავალება - მათ ეძლევათ საიტის/აპლიკაციის  დიზაინის მონახაზი, შემდეგ კი მათ სთხოვენ თქვან, როგორ მოიქცევიან მიცემული დავალების (რეგისტრაციის გავლის, კალათის დათვალიერების ) შესასრულებლად. 

  • A/B ტესტირება

გამოიყენება მაშინ, როდესაც დიზაინერები ცდილობენ აირჩიონ ორ კონკურენტ ელემენტს შორის (სტილი, ღილაკები და ა.შ.). A/B ტესტი გულისხმობს თითოეული ვარიანტის ჩვენებას მომხმარებელთა იმავე რაოდენობისთვის, შემდეგ კი მკვლევარი აანალიზებს რომელი ვარიანტია საუკეთესო კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

კიდევ ერთხელ იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო?

  • ყველაფერი ისე გასაკეთებლად, რომ მომხმარებლებმა სწრაფად და მარტივად მიაღწიონ თავიანთ მიზანს საიტზე ან აპლიკაციაში;
  • მომხმარებლის ლოიალობის გასაზრდელად (გამოწერის განახლება, მომხმარებლების საიტზე/აპში დაბრუნება).

ამ მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია UX კვლევის ჩატარება, რომელიც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი პროდუქტი სასარგებლო, მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელი.

და ბოლოს, ეფექტური UX კვლევის 5 ძირითადი წესი:

  • იმ კითხვების აზრის ცოდნა, რომელზეც პასუხის მიღებაც გინდათ;
  • იმის გაცნობიერება თუ, რატომ გჭირდებათ ეს პასუხები;
  • მეთოდების და ტექნიკის სწორად შერჩევა;
  • რესურსების (ფული და დრო) სწორად შეფასება;
  • კვლევის ჩატარების პირობები განსაზღვრა: სად, როდის, ვისთან.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

ყველაფერი მომხმარებლით  იწყება - რა არის UX კვლევა ?

სხვა სიახლეები