UX კვლევა: როგორ ათვალიერებენ მომხმარებლები საიტს
კვლევებმა აჩვენა, რომ საიტის კონტენტს ვიზიტორების მხოლოდ 16 % კითხულობს, ხოლო 79% კი უბრალოდ ათვალიერებს მას.
ჩნდება კითხვა- როგორ გავხადოთ საიტის კონტენტი უფრო მიმზიდველი და მარტივი აღსაქმელი, რათა ვიზიტორებმა ვერ შეძლონ მისი გვერდის ავლა.
როგორ გავხადოთ ტექსტი ადვილად აღსაქმელი (სკანირებადი):
- გამოყავით საკვანძო სიტყვები (keywords) (ჰიპერტექსტური სისტემის გამოყენება, ასევე შეგიძლიათ ტექსტის გამოსაყოფად დაიხმაროთ განსხვავებული ფონტი და ფერები);
- გამართული ტექსტები (მოერიდეთ რთულ და დამაბნეველ ტექსტებს), სათაურები (sub-headings)
- ჩამონათვალი, სიები (lists);
- ერთი იდეა ერთი აბზაცი (one idea) (ვიზიტორები არ წაიკითხავენ ტექსტს თუ საკვანძო სიტყვები არ დაინტერესებთ);
- ამოტრიალებული პირამიდა, როდესაც სტატია იწყება დასკვნით;
- მარტივი და მოკლე სტატიები.
მომხმარებლის საიტის მიმართ ნდობის მოპოვება ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. მამხმარებლებს საიტზე შესვლისთანავე უჩნდებათ კითხვა საიტის სანდოობის შესახებ, მათ აინტერესებთ რამდენად სანდოა მასზე განთავსებული ინფორმაცია. საიტის მიმართ ნდობის ამაღლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სტატიები, ილუსტრაციები და გარე ლინკები. გარე ლინკები მიანიშნებს, იმ ფაქტს, რომ სტატიის ავტორი დარწმუნებულია თავის კონტენტში და არ ეშინია მომხმარებლის სხვა საიტზე გადამისამართება.
ვიზიტორებს აფრთხობს რეკლამის სტილის კონტენტი (" მსოფლიოში საუკეთესო", "მხოლოდ ჩვენთან" და სხვა). ვიზიტორების უმრავლესობას არ სცალია და არ უნდა ზედმეტი ინფორმაციის მიღება, მათ ფაქტები აინტერესებთ. გარდა ამისა, საიტი კარგავს სანდოობას, როდესაც მის კონტენტში ყველაფერი გადამეტებულადაა (გაზვიადებულია) წარმოჩენილი.
წერის სტილის ეფექტურობის გასაზომად და ეფექტური სტილის კონტენტის საჩვენებლად გთავაზობთ სხვადასხვა სახით გადმოცემული ერთი შინაარსის ტექსტს.
ვერსია .1. სარეკლამო სტილი (სატესტო მაგალითი: 0%↑გამოყენებადობის ხარისხი -usability)
ნებრასკას შტატსი მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ლანშაფტები, რომლებიც უამრავ ადამიანს იზიდავს. 1996 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილები იყო : ფორტ რობინსონის პარკი (Fort Robinson State Park) (355.000 ვიზიტორი), Arbor Lodge-ის ისტორიული მუზეუმი და პარკი (Arbor Lodge State Historical Park & Museum) (100.000), Carhenge (86.598), პრერიის მუზეუმი (Stuhr Museum of the Prairie Pioneer) (60.000) და ბუფალო ბილს ისტორიული რანჩო პარკი(Buffalo Bill Ranch State Historical Park) (28.446).
ვერსია .2. შემცირებული ტექსტი (58% ↑ გამოყენებადობის ხარისხი -usability) პირვანდელი ტექსტი შემცირებულია ორჯერ:
1996 წელს ნებრასკას შტატში ყველაზე პოპულარული ადგილები იყო: ფორტ რობინსონის პარკი (Fort Robinson State Park), Arbor Lodge-ის ისტორიული მუზეუმი და პარკი (Arbor Lodge State Historical Park & Museum), პრერიის მუზეუმი (Stuhr Museum of the Prairie Pioneer) და ბუფალო ბილს რანჩო.
ტექსტის სანახავად (47% ↑)გამოყენებულია თავდაპირველი ტექსტი რაც პირველ მაგალითში, მაგრამ გადაკეთებულია გადასათვარიელებლად.
ნებრასკას შტატსი მდებარეობს მსოფლიოსი ცნობილი ლანშაფტები, რომლებიც უამრავ ადამიანს იზიდავს.1996 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილები იყო:
- ფორტ რობინსონის პარკი (Fort Robinson State Park) (355.000 ვიზიტორი);
- Arbor Lodge-ის ისტორიული მუზეუმი და პარკი (100.000);
- Carhenge (86.598);
- პრერიის მუზეუმი (Stuhr Museum of the Prairie Pioneer) (60.000);
- ბუფალო ბილს ისტორიული რანჩო (28.446).
ვერსია .3. ინფორმაციული სტილი (27% ↑) სარეკლამო და გაზვიადებული სტილის ნაცვლად გამოყენებულია ნეიტრალური სტილი:
ნებრასკას შტატში განთავსებულია რამდენიმე თვალწარმტაცი ლანდშაფტი. 1996 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილები იყო : ფორტ რობინსონის პარკი (Fort Robinson State Park) (355.000 ვიზიტორი), Arbor Lodge-ის ისტორიული მუზეუმი და პარკი (Arbor Lodge State Historical Park & Museum) (100.000), Carhenge (86.598), პრერიის მუზეუმი (Stuhr Museum of the Prairie Pioneer) (60.000) და ბუფალო ბილს ისტორიული რანჩო პარკი(Buffalo Bill Ranch State Historical Park) (28.446)
ვერსია .4. კომბინირებული ვერსია (124% ↑) გამოყენებულია სამივე სტილის გაუმჯობესებული ვერსია: შემცირება, აღქმის გამარტივება და ობიექტურობა
1996 წელს ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ადგილები იყო:
- ფორტ რობინსონის პარკი (Fort Robinson State Park);
- Arbor Lodge-ის ისტორიული მუზეუმი და პარკი;
- Carhenge (86.598);
- პრერიის მუზეუმი (Stuhr Museum of the Prairie Pioneer);
- ბუფალო ბილს ისტორიული რანჩო.
როგორც მაგალითებიდან ჩანს ყველაზე მაღალი usability (გამოყენებადობა) აქვს კომბინირებულ ვერსიას.სარეკლამო სტილის ტექსტი ზედმეტად გადატვირთულია, ამიტომ ვიზიტორების უმრავლესობა მას არ კითხულობს. ასევეა, როცა ვიზიტორი კითხულობს " შტატ ნებრასკასი განთავსებულია მსოფლიოში ცობილი ლანდშაფტები- ამაზე პირველი რეაქცია არის : "ეს ასე არაა" ამის გამო მცირდება ინფორმაციის მიღების და ათვისების სიჩქარე, ასევე მცირდება საიტის სანდოობაც .
ამიტომაც გირჩევთ კონტენტისთვის გამოიყენოთ კომბინირებული ვერსია. მისი საშუალებით თქვენ საიტზე არსებული კონტენტი იქნება უფრო კითხვადი და ასევე უფრო სანდოც.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01