როგორ უნდა გაიგოთ რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი საიტი?

თუ თქვენთვის ცნობილია სიტუაცია, როდესაც შექმენით საიტი, მაგრამ საქმეები წინ მაინც ვერ მიდის, ცნობადობაც იგივე დონეზეა  და უკვე აღარ იცით რა მოიმოქმედოთ, მაშინ ეს სტატია  თქვენთვისაა.

საიტის აუდიტი და ანალიზი – ეს არის საიტის  სრული შესწავლა და დეტალური შემოწმება, რომელიც საშუალებას იძლევა  მოხდეს შეცდომების იდენტიფიცირება და შემდგომ მათი შესწორების ვარიანტების მოძიება. აუდიტის ჩატარებას  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საწყის ეტაპზე, რადგან მასზე დაყრდნობით  ყალიბდება ხელშეწყობის  შემდგომი სტრატეგია და ტაქტიკა.  მსგავსი ანალიზი ავლენს პროექტის  სუსტ მხარეებს, შეცდომებს, რომლებსაც  სჭირდება კორექტირება. ასევე  აუდიტი ავლენს  პროექტის  ძლიერ მხარეებსაც, რომლებზეც  შემდგომში  აქცენტი კეთდება.

ტექნიკური აუდიტი. საქმე ეხება ტექნიკური პარამეტრების  შემოწმებას. ტექნიკურ პარამეტრებს მიეკუთვნება: კოდის სისწორე, პროექტის სტანდარტებთან შესაბამისობა, ტესტირება და  ჩატვირთვის სიჩქარის შემოწმება, ვებ-გვერდის  მთლიანი სტრუქტურის შეფასება  და  ასევე ჰოსტინგის შერჩევის სისწორის შემოწმება. ტექნიკური ანალიზის  დავალებაში ასევე  შედის  სხვადასხვა ბრაუზერში საიტის  ტესტირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა  და  პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტები.

  • დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, თუ როგორ იხსნება თქვენი საიტი ხვადასხვა მოწყობილობებში. მაგალითად, თუ თქვენი საიტი კარგად არ იხსნება მობილურ ტელეფონებში ჩათვალეთ, რომ ვიზიტორების 80% -ზე მეტს კარგავთ.

როგორ უნდა გაიგოთ  რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი საიტი?

  • დაიმახსოვრეთ ! არ მოსწონხართ გუგლს არ მოსწონხართ არავის. 


რა არის ხარისხი  Google-ს  თვალსაზრისით ?

Google -ის სისტემას აქვს საკუთარი შეფასება იმის შესახებ,  თუ რომელი საიტი არის  ხარისხიანი და რომელი არა. ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს  საიტის ხარისხს   საკმაოდ აშკარა და გასაგებია, ხოლო ზოგი  შიძლება უცნაურიც კი გეჩვენოთ:

  • Google-სთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უნიკალურ კონტენტს;
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტენტი მომხმარებლებისთვისაც ფასეული იყოს — არ არის საკმარისი უბრალოდ სხვა სიტყვებით დაწეროთ  ის რაც სხვა საიტზე წერია;
  • დიდი მნიშვნელობა აქვს  შიდა ლინკებს;გვერდის შემადგენლობა  ზუსტად უნდა პასუხობდეს  მომხმარებლების მოთხოვნებს;
  • ყურადღება ექცევა საიტის ჩატვირთვის სიჩქარეს;ადაფტურობა: მომხმარებლებს საიტზე  ნებისმიერი მოწყობილობით შესვლა უნდა შეეძლოთ;
  • ტექსტები არ უნდა შეიცავდნენ გრამატიკულ შეცდომებს. ეს შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ  საიტები, რომლებიც მსგავს შეცდომებს შეიცავენ საძიებო სისტემაში უფრო დაბალ საფეხურებზე არიან;
  • საიტის ყველა ელემენტი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს;
  • საიტზე  უნდა იყოს ლინკები დამატებითი რესურსებისთვის, სადაც მომხმარებელი უფრო დაწვრილებით შეძლებს  ინფორმაციის შესწავლას.


მარკეტინგული აუდიტი.
ეს არის რესურსის  საბაზრო ურთიერთობების  შემოწმების ინსტრუმენტი. ამ ეტაპზე ფასდება კონკურენტები და მათი  სიძლიერე, სარეკლამო პოლიტიკის ეფექტურობა, საიტის ტრეფიკის სტატისტიკა,  წარმოდგენილი მომსახურებების აქტუალობა და  კონკურენტუნარიანობა.

  • სამიზნე აუდიტორია- ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, თუ  არ იცნობთ თქვენ აუდიტორიას და მათ მოთხოვნებს ვერ შეძლებთ ადაფტირებული საიტის შექმნას, რითაც დაკარგავთ მომხმარებლების უმეტესობას;
  • Google Analytics- თქვენი საუკეთესო მეგობარია. სტატისტიკური მონაცემებით  ზუსტად შეძლებთ საიტის კონტენტის მომხმარებლებზე მორგებას.

Google Analytics- მონაცემები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საიტის კონფიგურაციის განახლება (საჭიროებებიდან გამომდინარე):

  • რომელი მოწყობილობით  შემოვიდნენ ვიზიტორები თქვენ საიტზე;
  • საიტის რომელ გვერდებზე ჩერდებიან ისინი ყველაზე დიდხანს და რომელ გვერდებს  ტოვებენ მომენტალურად;
  • იმ გზის თანმიმდევრულობის გაგება, რომელსაც ვიზიტორი საიტზე რომელიმე ამოცანის შესასრულებლად გადის.

სტატისტიკური მონაცემები დაგეხმარებათ ყველა არსებული პრობლემის გამოვლენაში და მათი გამოსწორების სწორი გზების მოძიებაში. 

როგორ უნდა გაიგოთ  რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი საიტი?

Usability. საიტის კომფორტულობის  და სარგებლიანობის შემოწმება. ეს არის საიტის სტრუქტურის, მოხერხებულობის  და დიზაინის  ანალიზი. Usability- საშუალებას გაძლევთ შექმნათ  მომხმარებლებისთვის ყველაზე კომფორტული  და მარტივი ინტერფეისი, რასაც  მივყავართ  თქვენი   ინტერნეტ  რესურსის  მომხმარებელთა რიცხვის  ზრდამდე.

  • დიზაინი უნდა ფოკუსირდებოდეს მომხმარებლის გამოცდილებაზე (UX);
  • ყოველთვის ეცადეთ თქვენი საიტი ან/და აპლიკაცია იყოს რაც შეიძლება მარტივი;
  • საიტის დიზაინი  უნდა შეესაბამებოდეს თქვენ სამიზნე აუდიტორიას. თქვენ არ  გექნებათ პირველადი შთაბეჭდილების  მოხდენის მეორე შანსი. საიტის ვიზიტორის პირველადი შთაბეჭდილების შეცვლა შეუძლებელია.

SEO-აუდიტი. ეს არის ვებ-პლათფორმის  საძიებო სისტემის აუდიტი, საიტისა და საძიებო სისტემებს შორის ურთიერთობის შესწავლა. ის ეხება ისეთ პარამეტრებს  როგორიცაა: საკვანძო სიტყვები, ფრაზები, მეტა-თეგები, კონტენტის ხარისხი და საიტ-მეფი.

  • კარგი SEO-ს  დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად მოგაგნებთ;
  • არ არის SEO- არ არიან ვიზიტორები. თუ არავინ ნახავს საიტს, მაშინ თქვენ ტყუილუბრალოდ დახარჯეთ  დრო, ენერგია და ფული მის შესაქმნელად. 

როგორ უნდა გაიგოთ  რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი საიტი?

საიტის ხარისხიანი აუდიტი  ყოველთვის საჭიროა. დასაწყისში მისი მთავარი  როლი – პროექტის ხელშეწყობაა, მაგრამ ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ  მისი შემდგომ ეტაპებზე გამოყენება, რადგან  ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო ყველა რესურსი იწყებს მოძველებას. საიტის აუდიტი ადამიანის სამედიცინო შემოწმების ექვივალენტურია, რადგან  მისი ჩატარების დროს ვლინდება პროექტის პლიუსები და მინუსები  ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია  მისი სამომავლო განვითარებისთვის და წინწაწევისთვის.  მინუსების (დროულად შემჩნევის შემთხვევაში) გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, ხოლო პლიუსებზე კი ყოველთვის შეგიძლიათ აქცენტის გაკეთება!  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ უნდა გაიგოთ  რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი საიტი?

სხვა სიახლეები