როდის და რისთვის გვჭირდება საიტის აუდიტი?
საიტის აუდიტი და ანალიზი – ეს არის საიტის სრული შესწავლა და დეტალური შემოწმება, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს შეცდომების იდენტიფიცირება და შემდგომ მათი შესწორების ვარიანტების მოძიება. აუდიტის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საწყის ეტაპზე, რადგან მასზე დაყრდნობით ყალიბდება ხელშეწყობის შემდგომი სტრატეგია და ტაქტიკა. მსგავსი ანალიზი ავლენს პროექტის სუსტ მხარეებს, შეცდომებს, რომლებსაც სჭირდებათ კორექტირება . ასევე აუდიტი ავლენს პროექტის ძლიერ მხარეებსაც, რომლებზეც შემდგომში აქცენტი კეთდება.
- ტექნიკური აუდიტი. საქმე ეხება ტექნიკური პარამეტრების შემოწმებას. ტექნიკურ პარამეტრებს მიეკუთვნება: კოდის სისწორე, პროექტის სტანდარტებთან შესაბამისობა, ტესტირება და ჩატვირთვის სიჩქარის შემოწმება, ვებ-გვერდის მთლიანი სტრუქტურის შეფასება და ასევე ჰოსტინგის შერჩევის სისწორის შემოწმება. ტექნიკური ანალიზის დავალებაში ასევე შედის სხვადასხვა ბრაუზერებში საიტის ტესტირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტები.
- მარკეტინგული აუდიტი . ეს არის რესურსის საბაზრო ურთიერთობების შემოწმების ინსტრუმენტი. ამ ეტაპზე ფასდება კონკურენტები და მათი სიძლიერე, სარეკლამო პოლიტიკის ეფექტურობა, საიტის ტრაფიკის სტატისტიკა, წარმოდგენილი მომსახურებების აქტუალობა და კონკურენტუნარიანობა.
- Usability. საიტის კომფორტულობის და სარგებლიანობის შემოწმება. ეს არის საიტის სტრუქტურის, მოხერხებულობის და დიზაინის ანალიზი. Usability- საშუალებას გაძლევთ შექმნათ მომხმარებლებისთვის ყველაზე კომფორტული და მარტივი ინტერფეისი, რასაც მივყავართ თქვენი ინტერნეტ რესურსის მომხმარებელთა რიცხვის ზრდამდე.
- SEO-აუდიტი. ეს არის ვებ-პლათფორმის საძიებო სისტემის აუდიტი, საიტისა და საძიებო სისტემებს შორის ურთიერთობის შესწავლა. ის ეხება ისეთ პარამეტრებს როგორიცაა: საკვანძო სიტყვები, ფრაზები, მეტა-თეგები, კონტენტის ხარისხი და საიტ-მეფი.
საიტის ხარისხიანი აუდიტი ყოველთვის საჭიროა. დასაწყისში მისი მთავარი როლი – პროექტის ხელშეწყობაა, მაგრამ ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ მისი შემდგომ ეტაპებზე გამოყენება, რადგან ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო ყველა რესურსი იწყებს მოძველებას. საიტის აუდიტი ადამიანის სამედიცინო შემოწმების ექვივალენტურია, რადგან მისი ჩატარების დროს ვლინდება პროექტის პლიუსები და მინუსები ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისთვის და წინწაწევისთვის. მინუსების (დროულად შემჩნევის შემთხვევაში ) გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, ხოლო პლიუსებზე კი ყოველთვის შეგიძლიათ აქცენტის გაკეთება!
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01