ფუნქციონალური მინიმალიზმი ვებ დიზაინში ნაწილი-2
ვიზუალური მახასიათებლები
მინიმალისტურ დიზაინში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ის რის დატოვებასაც გადაწყვიტთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
- ბრტყელი ტექსტურა
მინიმალისტური ინტერფეისი ხშირად იყენებს ბრტყელ ტექსტურებს, იკონკებს და გრაფიკულ კომპონენტებს. ბრტყელი ინტერფეისი არ იყენებს ბლიკებს, ჩრდილებს, გრადიენტებს ან სხვა მასალებს.
- ნათელი სურათები და ილუსტრაციები
მინიმალისტურ დიზაინში გამოსახულებებს ხშირად იყენებენ. ისინი უზრუნველყოფენ ემოციურ კავშირებს და ატმოსფეროს. მაგრამ ამავდროულად ფოტოებმა და ილუსტრაციებმა უნდა დაიცვან მინიმალიზმის პრინციპები. არასწორი გამოსახულება (მაგალითად, გადატვირთული გამოსახულებები) დაარღვევს მინიმალისტურ დიზაინში პრინციპებს და ჩამოშლის დიზიანის მთლიანობას.
- შეზღუდული ფერთა სქემა
საიტის დიზაინისთვის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას შეუძლია დაეხმაროს პროდუქტს მომხმარებლებთან, როგორც ინფორმაციული ასევე ემოციური კავშირის დამყარებაში. ფერს ყოველგვარი დამატებითი ელემენტების გარეშე შეუძლია დიზაინს შესძინოს ვიზუალური ინტერესი და პირდაპირი ყურადღება. დიზაინერები, რომლებიც მიისწრაფიან მინიმალიზმისკენ, ცდილობენ მიიღონ მაქსიმუმი არჩეული ფერისგან.
- დრამატული ტიპოგრაფია
ტიპოგრაფია ასევე არის დიზაინის ძირითადი ვიზუალური ელემენტი. სქელი შრიფტის დახმარებით წარწერა უფრო მეტ ყურადღებას იქცევს და ქმნის უფრო მიმზიდველ და ეფექტურ ვიზუალურ ეფექტს.
- კონტრასტი
რადგან Minimalist design მიმართულია სიმარტივისკენ და ეფექტურობისკენ, ამიტომ მაღალი ხარისხის გრაფიკული გამოსახულებები მშვენიერი არჩევანია. მაღალი კონტრასტი იქცევს მომხმარებლის ყურადღებას და საშუალებას გაძლევთ ხაზი გაუსვათ თქვენთვის მნიშვნელოვან ელემენტებს და ასევე ხდის ტექსტს უფრო იოლ წასაკითხს.
მინიმალისტური ფილოსოფია ყურადღებას ამახვილებს დიზაინის კონტენტის ირგვლივ აწყობაზე. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გახადოთ შეტყობინება უფრო ნათელი არა მარტო ზედმეტი დეტალების მოშორებით , არამედ ყურადღების მთავარ სათქმელზე კონცენტრირებით.
- დაწერეთ მოკლე ტექსტები
მოერიდეთ არასასურველ სიტყვებს. მინიმალიზმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია . დაარედაქტირეთ სიტყვები ისე, რომ დატოვოთ მხოლოდ აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია.
- გაამარტივეთ (არ დამალოთ) ნავიგაცია
მიუხედავად იმისა, რომ მინიმალიზმი და სიმარტივე სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან – მინიმალიზმი მარტივი უნდა იყოს. მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც, ხელს უწყობს დიზიანის სიმარტივეს არის ინტუიციური ნავიგაცია.
მაგრამ ნავიგაცია მინიმალისტური ინტერფეისი სერიოზული პრობლემაა: მინიმალისტური დიზიანისთვის ყველა არა საჭირო დეტალის მოცილებისას ხშირ შემთხვევაში ხდება ნავიგაციის დამალვა. მენიუს ღილაკი (რომელიც იშლება მასზე მაუსის დაკლიკებისას), რომლის ნიმუშსაც დაბლა ხედავთ ხშირად გამოიყენება მინიმალისტურ ვებ-დიზაინში. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევასი მომხმარებლებს უჭირთ ამდაგვარ საიტზე ორიენტირება.
ამიტომ გახსოვდეთ, რომ მარტივი ნავიგაციის შემთხვევაში განათავსეთ ის ყველასთვის ხილულ ადგილას. თუ თქვენ შექმნით საიტს მინიმალისტური ვებ-დიზაინით დარწმუნდით, რომ ვიზიტორები შეძლებენ ადვილად იპოვნონ ის რაც აინტერესებთ.
ნებისმიერი სხვა ელემენტის მსგავსად, ანიმაციამ უნდა დაიცვას მინიმალიზმის პრინციპები. კარგი ანიმაცია უნდა იყოს საინტერესო და ფუნქციონალური. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ანიმაცია ეკრანზე სივრცის შესანახად (მაუსის მიტანით დეტალების გამოშლა).
მიუხედავად იმისა, რომ მინიმალისტური დიზაინი ორიენტირებულია კონტენტზე და ეს მიდგომა გამოყენებადია ნებისმიერი ვებ-პლათფორმისთვის ის ყოველთვის არ არის შესაფერისი ვარიანტი. მინიმალისტური დიზაინი იდეალური გადაწყვეტილებაა საიტებისთვის, რომლებსაც აქვთ მცირე კონტენტი (პორთფოლიოსა და საპრეზენტაციო ლენდინგ ფეიჯებისთვის).
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01