ვებ საიტის დამზადება - რაზეა დამოკიდებული ფასი?
ეს ბლოგი დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორი ტიპის ვებ საიტი გჭირდებათ და რაზეა დამოკიდებული მისი ფასი.
ვინც ამ სფეროში არ მუშაობს ვიზუალურად თითქმის ერთნაირმა და ფასში განსხვავებული ორი ვბე საიტი შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს და გაუჩინოს სრულიად ლოგიკური კითხვა - რატომ ღირს ერთი "იაფი" მეორე კი ასე "ძვირი" როცა ისინი ერთნაირია?
არ აქვს მნიშვნელობა რა ბიუჯეტი აქვს დამკვეთს, მან ზუსტად უნდა იცოდეს რაში იხდის თანხას.
ამიტომ კითხვაზე «რა ღირს ვებ საიტი?» მარტო ერთი პასუხი არსებობს - ჯერ უნდა გავარკვიოთ რა ტიპის საიტი სჭირდება თქვენს ბიზნეს ან პროდუქტს/მომსახურებას, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი შეფასება დროშიც და ფასშიც.
- ფუნქციონალი, რომელიც გჭირდებათ
ზოგიერთი რამ უბრალოდ გამოიყურება მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთულია განხორციელება. ამავდროულად, სხვები შეიძლება მოუმზადებელ ადამიანს წარმოუდგენლად რთულად მოეჩვენოს, მაგრამ საბოლოოდ კარგი სპეციალისტი ამას რამდენიმე საათში გააკეთებს. თქვენი საიტი შეიძლება იყოს მხოლოდ 5 გვერდიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ეღირება ნაკლები, ვიდრე რამდენიმე ასეული გვერდიანი საიტი.
ჩვენ მთავარი მიზანია შევქმნათ პროდუქტი, რომელიც უპასუხებს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. ამისთვის ხდება თქვენი სფეროს შეესწავლა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით ტექნიკური ამოცანის შედგენა და ყველა დეტალის წინასწარ განსაზღვრა.
ჩვენი CMS საშუალებას აძლევს თქვენს ბიზნესს მომავალში მართოს და განაახლოს ვებ საიტის კონტენტი დამოუკიდებლად.
ასევე აღნიშნული CMS საშუალებით შეგიძლიათ ეტაპობრივად განავითაროთ თქვენი ვებ საიტი და მოთხოვნის შესაბამისად დაამატოთ ახალი ფუნქციები. მაგალითად კატალოგი აქციოთ ონლაინ მაღაზიად.
- ვებ საიტის დიზაინის შექმნა
ვებ საიტის ვიზუალი არის პირველი რასაც მომხმარებელი თქვენ რესურსზე შესვლისას ხედავს. კვლევების მიხედვით ადამიანების 80% თუ მას ვიზუალი არ მოეწონა ტოვებს საიტს.
თქვენ არ გექნებათ პირველადი შთაბეჭდილების მოხდენის მეორე შანსი. საიტის მთავარი გვერდი - ეს არის შესაძლებლობა გაეცნოთ თქვენ პოტენციურ მომხმარებლებს.
საიტის ინდვიდუალური დიზაინი დაგეხმარებათ გახდეთ გამორჩეული, ორიგინალური და მიმზიდველი. დიზაინის შექმნამდე თქვენ უნდა გქონდეთ შექმნილი საიტის კონტენტი, რათა დიზაინერმა ზუსტად შეძლოს საიტის მთავარი სათქმელის, მიზნის გადმოცემა.
- საიტის დეველოპმენტი
საიტის მთავარი გვერდის დიზაინის დამტკიცების შემდეგ იწყება ვებ საიტის დეველოპმენტი, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან FRONT-END და BACK-END- ისგან.
დეველოპმენტის პირველ ეტაპზე ხდება FRONT-END -სთვის საიტის დიზაინის მიხედვით ამოცანის დაწერა და მასზე დაყრდნობით HTML- ის აწყობა. ამ პროცესის პარალელურად ხდება საიტისთვის CMS-ს მორგება (BACK-END).
- ტესტირება
როდესაც დასრულდება Front -ი და Back -ის მხარე იწყება ტესტირების ეტაპი - ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც მონაწილეობას ორივე მხარე იღებს.
პირველ ეტაპზე ხდება შიდა ტესტირება- როდესაც დეველოპერები დაასრულებენ სამუშაოს საიტის ტესტირებას იწყებს პროექტ მენეჯერი, რომელიც ამოწმებს, როგორც ფუნქციონალის ასევე ვიზუალური მხარის გამართულ მუშაობას. ხარვეზების შემთხვევაში ხდება მათი ჩამოწერა და პასუხისმგებელი პირისთვის გასაგზავნად(ხარვეზების აღმოფხვრა უნდა მოხდეს პროექტ მენეჯერის მიერ მითითებულ ვადებში).
ტესტირების მეორე ეტაპში უკვე ერთვება დამკვეთი, რომელმაც უნდა მოახდინოს საიტის ტესტირება უკვე ლაივ რეჟიმში, რეალური კონტენტის გამოყენებით.
ტესტირების ეტაპზე ხარვეზების აღმოჩენასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი მოდულების საჭიროება, რა შემთხვევაშიც უკვე ხდება დანამატის გაკეთება.
ონლაინ სივრცის ათვისება ბიზნესისთვის დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა ციფრულ სფეროსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ გვიბიძგებს, ამიტომაც როდესაც თქვენ უკეთ გაიგებთ სასურველი პროდუქტის შესახებ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი დეტალი უკვე აღარ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01
გაზიარება