რა ღირს საიტი?

რა ღირს საიტის დამზადება? - ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ზოგადი ფასია, რადგან ვებ გვერდის ზუსტ ღირებულებას ბევრი სხვადასხვა ნიუანსი განაპირობებს.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საიტის ფასზე:

  • საიტის ტიპი;
  • ტექნოლოგიები (ენა რომელზეც საიტი იწერება);
  • შემსრულებელი;
  • დიზაინის სირთულე.

სიაში თითოეული ნიუანსი საკმაოდ მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს მუშა და ფუნქციური საიტის შექმნის საბოლოო ღირებულების ფორმირებაზე.

საიტს ძირითადად ამზადებენ ბიზნესისთვის და სხვადასხვა პირადი საჭიროებებისთვის. საიტი არ არის მარტო ლამაზ განაწილებული ინფორმაცია, მას აქვს ბევრი თვალით უხილავი ელემენტი, რომელიც მის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. 

რა ღირს საიტის დამზადება?

დღეს უკვე საიდუმლოს აღარავისთვის არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ყველა კომპანიას და ბიზნესს ინტერნეტში საკუთარი ვებ გვერდი უნდა ჰქონდეს. ბოლო წლებში მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს ეკუთვნის. 

სანამ ვებ გვერდის შექმნას გადაწყვეტთ თქვენ უნდა გესმოდეთ რისთვის და ვისთვის გსურთ ის, რათა შეიქმნას რესურსი, რომელიც მორგებული იქნება ყველა თქვენს საჭიროებაზე და დაგეხმარებათ გარკვეული მიზნების მიღწევაში.

კითხვაზე თუ რას უნდა აკეთებდეს კარგი საიტი?

პასუხი შემდეგია - ის უნდა გეხმარებოდეთ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, ძველის შენარჩუნებაში, პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაში. 

აღნიშნული მიზნების მიღწევაში მხოლოდ ლამაზი ვიზუალის მქონე რესურსი ვერ დაგეხმარებათ, რადგან თუ საიტს არ აქვს:

მაშინ მსგავსი საიტის არსებობა ყველანაირ აზრს კარგავს, რადგან თქვენ რესურს ვერავინ მიაგნებს და შესაბამისად ვერც გამოიყენებს. 

საიტი

რას გთავაზობთ ჩვენ?

ვებ გვერდის შექმნის თითოეული ეტაპი არის შრომატევადი პროცესი, რომელშიც ჩართულია, როგორც სტუდიის თანამშრომლები ასევე დამკვეთი.

ვებ გვერდის შექმნა მოიცავს არა მხოლოდ დიზაინს და პროგრამირების ნაწილს, არამედ პროექტის დეტალურ ანალიზს, დამკვეთთან თანამშრომლობას და პროექტის მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებების ძიებას.

ჩვენ მთავარი მიზანია შევქმნათ პროდუქტი, რომელიც უპასუხებს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. ამისთვის ხდება თქვენი სფეროს შეესწავლა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით ტექნიკური ამოცანის შედგენა და ყველა დეტალის წინასწარ განსაზღვრა. 

ჩვენი CMS საშუალებას აძლევს თქვენს ბიზნესს მომავალში მართოს და განაახლოს ვებგვერდის კონტენტი დამოუკიდებლად.

ასევე აღნიშნული CMS საშუალებით შეგიძლიათ ეტაპობრივად განავითაროთ თქვენი საიტი და მოთხოვნის შესაბამისად დაამატოთ ახალი ფუნქციები. მაგალითად კატალოგი აქციოთ ონლაინ მაღაზიად. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა ღირს საიტი?

სხვა სიახლეები