ფაქტები კონტენტ მარკეტინგზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ვიზუალური მარკეტინგის საერთო სტატისტიკა
1. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფერადი ეფექტები 80%- ით ზრდის კონტენტის ნახვის სურვილს.
2. აუდიო რეკლამა — არც თუ ისე კარგი საშუალებაა მოსმენილი ინფორმაციის დასამახსოვრებლად. როგორც აღმოჩნდა ადამიანს მოსმენილი ინფორმაციის 90% სამ დღეში ავიწყდება, მაგრამ თუ ამ ინფორმაციას თან ახლავს რამე სახის გამოსახულება, მაშინ ისინი სამი დღის შემდეგ მოსმენილი ინფორმაციის 65%-ის გახსენებას შეძლებენ.
3. მარკეტოლოგების 46%-ი ამტკიცებს, რომ ფოტოები მათი მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია.
ფორთოხლისფერი ასახავს - კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტებს, იასამნისფერი მხოლოდ მნიშვნელოვანს, ხოლო ყვითელი — უმნიშვნელოს. პირველი გრაფა — ფოტოებისაა, მეორე — ვიდეოსია, მესამე — ინფოგრაფიკა, მეოთხე — ილუსტრაციების.
4. მარკეტოლოგების 34% თვლის, რომ ფოტოები კონტენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
5. მარკეტინგული განყოფილების დირეტორების 65%-ი პროცენტი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვიზუალური კონტენტი (ფოტო, ილუსტრაცია, ვიდეო) მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრალური რგოლია.
6. კონტენტს, რომელიც შევსებულია ვიზუალური მატერიალებით 94%- ით უფრო ხშირად ნახვადია ვიდრე ვიზუალური გამოსახულებების გარეშე.
7. მარკეტოლოგების 39%-ი თვლის, რომ სარეკლამო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ვიზუალური კონტენტის შექმნაზე უნდა დაიხარჯოს.
2016 წლის პრიორიტეტები კონტენტის შექმნისას: 73% —უფრო საინტერესო კონტენტის შექმნა; 58% — უკეთესი ფორმატის შერჩევა ; 55% —ვიზუალური კონენტის შემუშავება; 44% —კონტენტის გარდასახვისთვის უკეთესი გზების ძიება; 43% — ინფორმაციის ოპტიმიზაცია.
ვიდეო-ფორმატის სტატისტიკა
8. მსოფლიოს მარკეტოლოგების 51,9%-ი თვლის, რომ ვიდეო-რგოლებს ყველაზე მაღალი ROI (return on investment —ინვესტიციიის უკუგება) აქვს.
9. მომხმარბლებმა, რომლებმაც კომპანიის ვიდეო მატერიალები ნახეს ყიდვისთვის 1.81- ჯერ უფრო მზად არიან.
10. ელექტრონული წერილის გაგზავნისას თუ მის სათაურში წერია სიტყვა "ვიდეო" წერილის გახსნის და ნახვა ალბათობა 19%- ით იზრდება. CTR (click-through rate კლიკების რაოდენობა) — 65%-ით, ხოლო გამოწერის გაუქმების მსურველების რაოდენობა კი 26%- ით იკლებს.
11. 2015 წლიდან მობილური მოწყობილობებით ვიდეოს ყურების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემები
12. 2015 წლის აპრილიდან ნოემბრამდე Facebook- ზე ვიდეოების ყოველდღიური ნახვა 4 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაიზარდა.
13. 2015 წლის ივლისი Periscope- ის სერვისის მომხმარებლების მიერ ნანახი ვიდეოების საერთო ხანგრძლივობამ 40 წელი შეადგინა.
Periscope- ზე ვიდეოების ნახვის გრაფიკი
14. 2015 წლის მეორე კვარტალში ინტერნეტში განთავსებული ვიდეოების 49% მობილურ ტელეფონით და პლანშეტის საშუალებით ნახეს.
15. კომპანია Syndacast-ის პროგნოზით 2017 წელს ინტერნეტ ტრაფიკის 74% -ს ვიდეო კონტენტი დაიკავებს.
ინფოგრაფიკის გამოყენების სტატისტიკა
16.ჩატარებული კვლევების თანახმად ადამიანები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ გამოსახულებებს, რომლზეც რამე სასარგებლო ინფორმაციაა განთავსებული. როდესაც სურათი შეესაბამება მომხმარებლის მოთხოვნებს ის უფრო დიდხანს ათვალიერებს მას, ვიდრე მაშინ, როცა ის იგივე ინფორმაციას მხოლოდ ტექსტური სახით მიიღებდა.
17. სოციალურ ქსელებში ინფოგრაფიკა სხვა სახის კონტენტთან შედარებით 3-ჯერ მეტ მოწონებას და გაზიარებას აგროვებს.
18. ინფოგრაფიკა— ყველაზე ხშირად B2B-ს სფეროში გამოიყენება.
19. ინფოგრაფიკიან ინფორმაციას ყოველთვის უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ იმავე შინაარსის მქონე ტექსტურ ინფორმაციას.
20. მარკეტოლოგების 60%-ს მააჩნია რომ ინფოგრაფიკის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლები თანდათან უფრო გაიზრდება.
ნარინჯისფერი—ზრდა, იასამნისფერი— შემცირება.
სოციალური მედის სტატისტიკა
21. სტატიებს,რომლებსაც 75-100 სიტყვის შემდეგ სურათი ერთვის ორჯერ უფრო მეტ გაზიარებას აგროვებს, ვიდრე რამდენიმე ილუსტრაციანი სტატია.
22. მარკეტოლოგების 75% თავის SMM - თვის (სისტემის მართვის რეჟიმი) ვიზუალურ საშუალებებს იყენებს.
23. B2C ( ბიზნესი მყიდველებისთვის) - სფეროს მარკეტოლოგები ყოველთვის ვიზუალურ საშუალებებს იყენებენ, ხოლო B2B - ის (ბიზნესი ბიზნესისისთვის) სპეციალისტების 40% თვლის, რომ ვიზუალური კონტენტი ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანია.
24. Facebook- ზე განთავსებულ ინფორმაციას, რომელსაც თან აქვს ილუსტრაციები 2,3 - ჯერ მეტი ნახვა აქვს ვიდრე მხოლოდ ტექსტურ ინფორმაციას.
25. მომხმარებლების ქცევის ანალიზის შემდეგ Buffer -ის მონაცემებით Twitter-ის პოსტებს, რომლებსაც თან ვიზუალური კომპონენტი აქვს უფრო მეტი ნახვა და გაზიარება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ტექსტურ Twitt-ს.
26. გასულ წელს Instagram-ის მომხმარებლების რაოდენობამ 400,000,000 ადამიანს გადააჭარბა.
27. Instagram-ზე სახეების გამოსახულებიანი ფოტოები 38%-ით უფრო მეტ მოწონებას აგროვებს.
28. მოზარდების 52% სარგებლობს Instagram- ით , 41% კი Snapchat-ით.
Facebook, Instagram და Snapchat- ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები მოზარდებისთვის.
29. ყოველდღიურად Snapchat-ით 100 მილიონი ადამიანი სარგებლობს. აქედან 65%-ი სურათები ასატვირთად მობილურ აპლიკაციას იყენებს.
30. სოციალურ ქსელის Pinterest-ის მომხმარებლების უმრავლესობა ქალები არიან.
სოციალური ქსელის Pinterest-ის დემოგრაფიული სტატისტიკის შედეგები. პირველი ბლოკი— გადანაწილება სქესის მიხედვით, მეორე — რასის მიხედვით, მესამე— ასაკის მიხედვით, მეოთხე — განათლების დონის მიხედვით, მეხუთე—შემოსავლის მიხედვით, მეექვსე — საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქალაქი, გარეუბანი, სოფელი).
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01