სიმფონია

ბრენდინგი

სამშენებლო კომპანიისთვის, რომელიც მწვანე კონცხზე აშენებს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კორპუსს, შეირჩა სახელი - სიმფონია. "სი" როგორც სი-ლამაზე, სი-მწვანე, სი-მშვიდე. 

„სიმფონია“ აერთიანებს მშენებლობის, არქიტექტურისა და გარემოს ჰარმონიას, სადაც თითოეული დეტალი, როგორც ნოტა, ქმნის მთლიან კომპოზიციას.

ეს არ არის მხოლოდ სახელი. ეს არის ემოცია, რომელიც შენობაში შესვლამდე იწყება.

ასევე დაიხატა კომპანიის ლოგო და ბრენდბუქი.