როგორ ცვლის ტექნოლოგია ქართულ უძრავი ქონების ბაზარს?

16. 03. 2026

ყველამ იცის, რას ნიშნავს საქართველოში ბინის ძებნის პროცესი - დაუსრულებელი ზარები განცხადებებზე, რომელიც დამღლელია და ფრაზა - "ეგ ბინა გაიყიდა, მაგრამ სხვას შემოგთავაზებთ“. ხშირად მყიდველი იზდენად იღლება ამ ქაოსით, რომ კომპრომისზე მიდის და ყიდულობს არა იმას, რაც სურდა, არამედ იმას, რაც "შერჩა“.

2026 წელს Lemons Development-მა გადაწყვიტა, ეს მოცემულობა შეეცვალა. ჩვენ მივხვდით, რომ ქართველ მომხმარებელს სჭირდება არა უბრალოდ "კატალოგი“, არამედ პერსონალური ასისტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია მუდვიმად, ზედმეტი კითხვებისა და ლოდინის გარეშე. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ციფრული დამხმარეები, რომლებიც ნებისმიერ დროს გიპასუხებენ ნებისმიერ კითხვაზე.

ჩვენს რეალობაში გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტია ინფორმაციის სისწრაფე. სანამ თქვენ აგენტს დაუკავშირდებით, შესაძლოა ის ბინა, რომელიც მოგეწონათ, უკვე დაიჯავშნოს. სწორედ აქ შემოდის თამაშში ხელოვნური ინტელექტი. 

გაიცანით ალფიკო - "ალფა სახლის“ ციფრული გიდი

თუ თქვენი არჩევანი ალფა სახლია, მაშინ თქვენი მთავარი მოკავშირე ალფიკოა. ის შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დრო ფულია, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი კრიტერიუმი ეფექტურობაა. ის არამხოლოდ ინფორმაციის წყაროა, არამედ პროცესების მენეჯერი, რომელიც "ალფა სახლის“ ყველა ობიექტს ხელისგულზე გიშლით.

ალფიკომ ზეპირად იცის ყველა პროექტის სტატუსი. მას ესმის ადამიანური ენა. თუ ეტყვით, რომ გსურთ "ბინა დიდი აივნით“, ის არ ამოგიგდებთ სტანდარტულ ვარიანტებს, არამედ შეგირჩევთ მხოლოდ იმ გეგმარებებს, სადაც გარე სივრცე პრიორიტეტულია.

ალფიკო შეგიძლიათ ჰკითხოთ ისეთი დეტალები, რაც ჩვეულებრივ რეალტორსაც კი შეიძლება დაავიწყდეს. რა მარკის ბლოკით შენდება კედლები? როგორია ხმის იზოლაცია? ალფიკო დეტალურად გიხსნით მშენებლობის თითოეულ ეტაპს და ტექნოლოგიურ უპირატესობებს.

სოლა - Solum Development-ის ციფრული კონსულტანტი

სოლა არის Solum Development-ის ხარისხის ციფრული გამოხატულება. მისი ალგორითმი ორიენტირებულია იმაზე, რომ მყიდველმა იგრძნოს თითოეული კვადრატული მეტრის ღირებულება. 

მან იცის ყველაფერი, რაც კედლებს მიღმაა. მას შეგიძლიათ ჰკითხოთ: "რა ტიპის მინა-პაკეტი გამოიყენება ენერგოეფექტურობისთვის?“ ან "როგორია ფასადის მოპირკეთების გამძლეობა?“. სოლა დაწვრილებით გიხსნით პერლიტის ბლოკის, ხმის იზოლაციისა და იმ ევროპული სტანდარტების შესახებ, რომლებსაც Solum-ი იცავს.

ის არ გეკითხებათ მხოლოდ კვადრატულობას. ის ცდილობს გაიგოს თქვენი დღის რეჟიმი. თუ ეტყვით, რომ გიყვართ დილის ყავის ხედით დალევა, ის შეამოწმებს შენობის ორიენტაციას მზის მიმართ და გირჩევთ ბინას, სადაც დილის საათებში საუკეთესო განათებაა.

სოლას აქვს წვდომა ბაზრის ანალიტიკაზე. მას შეუძლია აგიხსნათ, რატომ არის კონკრეტული ობიექტის ლოკაცია პერსპექტიული და როგორია ამ უბანში უძრავი ქონების ფასის ზრდის დინამიკა. ეს მას აქცევს არა მხოლოდ გამყიდველად, არამედ თქვენს ბიზნეს-პარტნიორად.

მნიშვნელოვანია ერთი რამ - Lemons Development-ში AI არ ცვლის ადამიანურ ურთიერთობას. პირიქით, ალფიკო და სოლა გეხმარებიან, რომ აგენტთან შეხვედრაზე უკვე მომზადებული, ინფორმირებული და თავდაჯერებული მიხვიდეთ.

ჩვენი AI ასისტენტები ზოგავენ თქვენს ყველაზე ძვირფას რესურსს - დროს, რათა თქვენ მხოლოდ საუკეთესო ვარიანტებიდან შეძლოთ არჩევა.

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!

Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.

მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01