ვიდეო თუ სტატიკური ბანერი: რეკლამის რომელი ფორმატია Facebook-ზე უფრო შედეგიანი? ნაწული 1

რეკლამის რომელი ფორმატია Facebook-ზე უფრო ეფექტური- ვიდეო თუ  სტატიკური? ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას საკუთარი მოსაზრება გააჩნია. 

თავიდან უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მარკეტოლოგების 62% მიიჩნევს, რომ Facebook-ი სოციალური ქსელებიდან ყველაზე ეფექტური სარეკლამო ინსტრუმენტია  და ეს იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო კონტენტს  გამომწერების მხოლოდ16% ნახულობს. მაგრამ კომპანიების უმრავლესობა თავიანთ რეკლამას Facebook-ზე უშვებს არა მხოლოდ არსებული მომხმარებლებისთვის, არამდე  უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად.

როგორც ნებისმიერი სარეკლამო კამპანიის შემუშავებისას, Facebook-ის რეკლამების შექმნისასაც არ უნდა დაეყრდნოთ იღბალს: აქ შედეგი არ განისაზღვრება ცაზე ვარსკვლავების პოზიციით. საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა ტესტირებები და მუდმივი განახლებები. 

ყველაფერი: გამოსახულებიდან დაწყებული მოქმედებისკენ მოწოდებით დამთავრებული - ექვემდებარება საგულდაგულო ანალიზსა და  შემოწმებას.  მხოლოდ ამის მეშვეობით შეძლებთ მაქსიმალური შედეგის მიღებას ყველა სარეკლამო კამპანიიდან. 

როდესაც საქმე  რეკლამის  შექმნაზე მიდგება  მარკეტოლოგების უმრავლესობა ყველაზე მეტს გამოსახულების (და სულ ახლახანს, ვიდეოზე)  კონცეფციაზე ფიქრობს. 

ამ სტატიის მიზანია — გავარკვიოთ შეუძლია თუ არა  სტატიკურ გამოსახულებიანი სარეკლამო განცხადებას  ტრეფიკის გენერირება, თუ ვიდეო რეკლამის ტენდენცია აღმოჩნდა ისეთი ყოვლისმომცველი, რომ გავლენა მოახდინა  Facebook რეკლამის ეფექტურობის  მაჩვენებლებზე?!

კვლევის შესახებ:

Databox– ის გამოკითხვაში მონაწილეობა 26 მარკეტერმა მიიღო. 

სხვა კითხვებს  შორის იყო: რომელ სარეკლამო ფორმატს ანიჭებენ უპირატესობას Facebook-ზე: ვიდეოს თუ სტატიკურ გამოსახულებას? 

პასუხები თითქმის თანაბრად გადანაწილდა: მარკეტოლოგების 52% ამბობს, რომ ისინი უფრო ხშირად იყენებენ ვიდეოებს, ვიდრე სურათებს, ხოლო დანარჩენი 48% ამბობს, რომ სტატიკური სურათები ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა.

რა ფორმატს იყენებთ ყველაზე მეტად Facebook-ის სარეკლამო კამპანიების წამოწყებისას? 

რა ფორმატს იყენებთ ყველაზე მეტად Facebook-ის სარეკლამო კამპანიების წამოწყებისას?

გამოკითხულთა თითქმის 60% ამბობს, რომ ვიდეო იზიდავს უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღებას:

გამოკითხულთა თითქმის 60% ამბობს, რომ ვიდეო იზიდავს უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღებას:

Facebook-ის რომელი სარეკლამო ფორმატი იღებს ყველაზე მეტ კლიკს? ვიდეო - 59.3%, სურათები - 29.6%, ფორმატი არაფერზე მოქმედებს - 11.1%

ლორა გონსალესი (Laura Gonzalez)  Audi Westmont– დან არის ერთ – ერთი იმ მარკეტოლოგთაგანი, რომლებიც ამჯობინებენ გამოიყენონ ვიდეო რეკლამები თავიანთ საქმიანობაში: ”მიუხედავად იმისა, რომ სურათები მაინც წარმოქმნიან ტრაფიკს და კლიკების გარკვეულ პროცენტს, ვიდეო ფორმატი მომხმარებლებს უკეთეს წარმოდგენას აძლევს იმის შესახებ, თუ რა ბრენდი ხართ ")

რა არის ვიდეოს  ასეთი მაღალი ეფექტურობის მიზეზი?​
მარკეტოლოგებს შორის არის ერთი საკმაოდ საინტერესო თეორია. 

«ეჭვგარეშეა, რომ ვიდეოკონტენტი  ხელს უწყობს ჩვენი მომხმარებლების უფრო ღრმა ჩართულობას », — ამბობს  ტეილორ ჰურფი (Taylor Hurff)  1SEO I.T. Support & Digital Marketing.  მას მიაჩნია, რომ ვიდეო კონტენტის მაღალი ჩათულობა გამოწვეულია იმით, რომ : «ვიდეო კონტენტი აიძულებს  ადამიანს სქროლვისას  შეჩერდეს და უყუროს მას გარკვეული დროით მაინც, რათა მიახლოებით მაინც გაიგოს მისი შინაარსი».

«როგორც ინფორმაციის მომხმარებლები, ჩვენ ბევრად უკეთ ვითვისებთ ინფორმაციას  გვერდის სქროლვის დროსაც კი. სტატიკურ გამოსახულებიანი რეკლამის შინაარსი შეხედვისთანავე გასაგებია და მასზე ადამიანები დიდხანს იშვიათად თუ ჩერდებიან, მაგრამ როცა საქმე ვიდეო კონტენტს ეხება თქვენ ერთი იმ  დამატებითი წამის  ბედნიერი მფლობელი ხდებით, რომელიც მომხმარებლების ყურადღების მიპყრობაში  დაგეხმარებათ».

ჯეიმს მარკესი (James Marques)   Iconic Genius:  ”უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე წამი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანებმა გაიგონ რა არის ფოტოში. ვიდეოს დამუშავებას კი მეტი დრო სჭირდება ,შესაბამისად მას უფრო მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება” 

გსურთ იცოდეთ რატომ მუშაობს Facebook– ის ვიდეო რეკლამა კარგად?

ქვემოთ განხილული კომპანიები არიან მაგალითები იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგებს ვიდეო რეკლამით.

კლიკების რაოდენობის გაორმაგება 

მალინ  ვიჯენაიაკე  (Malin Wijenayake),  Seoplus+ ის , ფასიანი რეკლამის სპეციალისტი ამბობს, რომ :«ვიდეო რეკლამები ზოგადად აჩვენებენ ჩართულობის უკეთეს მაჩვენებლებს, ვიდრე ჩვეულებრივი სტატიკური გამოსახულების მქონე რეკლამები».

"იმდენად, რამდენადაც ჩვენი ერთ-ერთი კლიენტის (ფიტნეს სერვისის) შემთხვევაში, პროდუქტის სტატიკურ გამოსახულებიანმა რეკლამამ მიიღო 777 კლიკი, ხოლო იმავე პროდუქტის ვიდეოზე 1432 კლიკი (გადასვლა)- თითქმის ორმაგი."

კონვერტაციის  20-30% -ით  ზრდა

შანტელ სტივენსონი (Chantelle Stevenson) ClearPivot — არის კიდევ ერთი მარკეტოლოგი, რომელიც აღფრთოვანებულია ვიდეო რეკლამის შედეგებით. ის ამბობს, რომ «  Facebook -ში ვიდეო რეკლამა უფრო მეტ ლიდს აგენერირებს  ვიდრე  სტატიკური სარეკლამო ბანერი ». ეს მომხმარებლებს 20-30% მეტი კონვერსიის მიღების საშუალებას აძლევს.

CTR– ის  2-3 - ჯერ  გაზრდა

უილიამ კარილო (William Carrillo)  Ledger Bennett- დან  არ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ ვიდეოები მეტ ყურადღებას იპყრობენ  გადატვირთულ საინფორმაციო არხებში. 

«ვინაიდან Facebook-ი ცდილობს იყოს ვიდეოზე ორიენტირებული პლატფორმა, პრიორიტეტების განაწილებისას უპირატესობას ვიდეო კონტენტს ანიჭებს. Facebook-ის ტრაფიკის 90-95% მობილურია და ვერტიკალური  ვიდეოები სმარტფონებსა და ტაბლეტებზე ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე ჰორიზონტალური. ეს უზრუნველყოფს ვიდეოების უკეთეს ხილვადობას და მათზე დაკლიკებას». 

უილიამის დაკვირვებები გაირკვა, რომ: «ვიდეო  რეკლამას 11% მეტი კლიკი აქვს,  ვიდე სტატისტიკურ  გამოსახულებიანს».

მაგრამ თუ ეს არ არის საკმარისი თქვენთვის, განმარტავს კარილო: «ვიდეოს დამსახურებაა არა მხოლოდ  კონვერსიის მაღალი  დონე, არამედ იმაშიც, რომ  მისი მეშვეობით  იქმნება თითოეული მოზიდული ლიდის  მიმზიდველი ღირებულება. მომხმარებლისთვის  ჩატარებულმა მრავალმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ვიდეოს 2-ჯერ მეტი  CTR- ი აქვს ვიდრე სტატიკური გამოსახულებიანი რეკლამას». 

CTR– ის  47% –ით ზრდა

ალექს მემბრილო (Alex Membrillo)  Cardinal Digital Marketing- დან — კიდევ ერთ მარკეტოლოგი, რომელიც  აკვირდებოდა (ვიდეორეკლამის) CTR - მაჩვენებლის ზრდას : «ჩვენი ტურისტული ბიზნესის მქონე მომხმარებლისთვის ჩატარებულმა ტესტირებებმა გვიჩვენა, რომ  თანაბარ პირობებში ვიდეო რეკლამაზე კლიკების რაოდენობა 47% ურო მეტი და ეს იმის მიუხედავად, რომ  Facebook-ზე სტატიკურ გამოსახულებიანი რეკლამა უფრო მეტ აუდიტორიას მოიცავს  (მას მეტი ნახვა აქვს). 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

ვიდეო თუ სტატიკური ბანერი: რეკლამის რომელი ფორმატია Facebook-ზე  უფრო შედეგიანი? ნაწული 1

სხვა სიახლეები