10 რჩევა, როგორ შევქმნათ ლოგო, რომელიც ყველას დაამახსოვრდება #1

ლოგოს შექმნა ბრენდის განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია. ლოგო უნდა აღწერდეს იმას, თუ ვინ ხართ თქვენ, როგორც ბრენდი. 

ლოგო არის თქვენი ბრენდის ვიზუალური წარმოდგენა. ლოგოს საბოლოო დანიშნულებამდე მისვლას დრო, მოთმინება და მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება. არა მხოლოდ სტარტაპერები, არამედ გამოცდილი დიზაინერებიც კი დიდ დროს ხარჯავენ ლოგოს დიზაინზე ფიქრსა და ძიებაში. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ რჩევებზე, რომლებიც დაგეხმარებათ  შექმნათ ლოგო რომელიც ყველას დაამახსოვრდება.

1.  იცოდე რასთან მუშაობ
უპირველეს ყოვლისა, დაადგინეთ ლოგოს დიზაინის მიზნები და ზუსტად განსაზღვრეთ რას უნდა გამოხატავდეს ის, რისი მიღწევა გსურთ და რა არის ამისთვის საჭირო. როცა თქვენ გეცოდინებათ თუ რომელი და როგორი ბრენდისთვის გაქვთ მოსაფიქრებელი ლოგო, შემდეგ მარტივად შეძლებთ დიზაინის აწყობას. გახსოვდეთ - ბრენდინგი და ლოგო ორი განსხვავებული რამ არის. ბრენდინგი არის ბრენდის ჩამოყალიბების ნიუანსური ხელოვნება, ხოლო ლოგო თავად ბრენდის ვიზუალურ გამოხატულებას წარმოადგენს.  

 

2. ქაღალდზე ვიზუალიზაცია, ხოლო შემდეგ ციფრული რენდირება
თანამედროვე სამყაროში, სამუშაოს შესასრულებლად ჩვენ პირდაპირ გადავდივართ ციფრულ ინსტრუმენტების გამოყენებაზე და გვავიწყდება ქაღალდის ესკიზის ძალა. არ არის აუცილებელი, რომ ქაღალდის ესკიზი იყოს სრულყოფილი, მაგრამ მას შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი დავალების უფრო ზუსტად შესრულებაში. ლოგოს ესკიზი გეხმარებათ მის ვიზუალიზაციაში, ფორმების განვითარებასა და თავდაპირველი აზრების დამახსოვრებაში. მცირე და სწრაფი იდეებისთვის, ქაღალდზე ვიზუალიზაცია უფრო მარტივია ვიდრე პროგრამაში მუშაობა. შეიძლება ცოტა ძველმოდურად ჟღერდეს, მაგრამ კალმისა და ქაღალდის ხელში აღება შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია.

3. ამბის მოყოლა
ლოგოს მოფიქრება საშუალებას გაძლევთ მოჰყვეთ ამბავი. იმისათვის, რომ ამ ამბავმა გავლენა იქონიოს  ჩამოწერეთ ბრენდის განმსაზღვრელი საკვანძო სიტყვები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ ვინ ხართ თქვენ, როგორც ბრენდი და ჩასვით თქვენს ლოგოში. ისინი მას მნიშვნელობას და მიზანს შესძენენ.
ლოგოს მნიშვნელობა არ უნდა იყოს არსებითად აშკარა, მაგრამ ის უნდა გამოხატავდეს მთავარ სათქმელს. ყველა ადამიანი გაოგნდა, როდესაც პირველად აღმოაჩინეს ისარი FedEx-ის ლოგოზე. დააკვირდით Tour De France-ის ლოგოს და დაინახავთ ველოსიპედისტს. Baskin Robbins-ის ლოგო აერთიანებს მისი ნაყინების გემოების რაოდენობას. ასევე, არ შეგვიძლია დავივიწყოთ Toyota-ს ლოგო, რომელიც დაკვირვებისას აჩვენებს ბრენდის სახელში არსებულ ყველა ასოს. ყველა ეს ლოგო მოგვითხრობს ისტორიას.

20+ Best Animated Logos for Your Inspiration. :: Behance

4. დაიწყეთ შავი და თეთრით (ფერების შემოტანა მოგვიანებითაც შეგიძლიათ)
მიუხედავად იმისა, რომ ფერები ნამდვილად მნიშვნელოვანია ბრენდის იდენტობისთვის, ისინი ასევე შეიძლება იყოს სუბიექტური. ხანდახან ფერადი ლოგოები დიზაინერებს შემოქმედებით ხედვას აკარგვინებს.
შავ-თეთრი ლოგოს დროს შეგიძლიათ ფოკუსირდეთ მნიშვნელოვან ფორმებსა და თემებზე. ეს შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ დახვეწოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც კმაყოფილი იქნებით თქვენი ლოგოს მონოქრომული ვერსიით, შეგიძლიათ ფერების შემოტანაც.

Eg Logo GIFs - Find & Share on GIPHY

5. სიმარტივე
წარმატებული ლოგო უნდა იყოს ადვილად გასააზრებელი და არა ზედმეტად რთული. სიმარტივე არის მთავარი, რადგან ეს უზრუნველყოს მის მარტივად დამახსოვრებას და შესაბამისად ამოცნობას.
ლოგოს არ სჭირდება ზედმეტი ელემენტები.  Negative Space ლოგოს ეხმარება სიმსუბუქის შენარჩუნებაში. ბევრ ყველაზე ცნობილ გლობალურ ბრენდს აქვს ძალიან მარტივი და სადა ლოგოები (მაგალითად, Apple, Chanel, Spotify და ოლიმპიური თამაშები).

10 რჩევა, რომელიც თქვენს ლოგოს სხვებისგან გამოარჩევს #2

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

10 რჩევა, როგორ შევქმნათ ლოგო, რომელიც ყველას დაამახსოვრდება #1

სხვა სიახლეები