რა უნდა იცოდეს და რისი კეთება უნდა შეეძლოს ინტერნეტ-მარკეტოლოგს?

ინტერნეტ მარკეტოლოგი ეს არის სპეციალისტი, რომელიც დაკავებულია პროდუქციის ან/და მომსახურების პრომოუშენით. მისი მიზანია გაყიდვების სტიმულირება, არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, ანუ ის აკეთებს იმას, რასაც ყველა მარკეტოლოგი, ოღონდ ინტერნეტ სივრცეში. 

1. ანალიტიკა ანალიტიკური გონება — ინტერნეტ - მარკეტოლოგისთვის სავალდებულო უნარია.  ეს ადამიანი უნდა მოქმედებდეს  ფაქტებით, თეზისებით, მას უნდა შეეძლონ ნებისმიერი გაურკვეველი სიტუაციიდან გამოსვლა.. ინტერნეტ მარკეტოლოგი კომპანიაში :

  • აანალიზებს გაყიდვების მაჩვენებლებს, სარეკლამო კამპანიებს  და კომპანიის ინტერნეტ პლატფორმებს;
  • ინტერნეტი არხებში აანალიზებს და მართავს პრიორიტეტულ ღონისძიებებს და აქტივობებს;
  • მართავს მარკეტინგის ბიუჯეტს, ზუსტად იანგარიშებს  ROMI (Return on Marketing Investment);

2.  ინტერნეტ-მარკეტინგი  ძალიან სწრაფად ვითარდება,ამიტომ  ამ სფეროში მომუშავე მარკეტოლოგი ყველა სიახლეზე მალე უნდა რეაგირებდეს. მისი პრიორიტეტი უნდა იყოს:

3. კომუნიკაციური უნარები ინტერნეტ-მარკეტოლოგი— სამუშაო პროცესში წერს ამოცანას  და ამოწმებს შედეგებს. ინტერნეტ მარკეტოლოგს უნდა შეეძლოს:

  • გამართულად წერა;
  • უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უნდა შეეძლოს სხვადასხვა ტიპის ხალხთან საერთო ენის პოვნა;

4. აქტიური ინტერნეტ-მარკეტოლოგი კომპანიის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე თავად ადგენს ამოცანას და შედეგებზეც თავად აგებს პასუხს. მის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები მალევე უნდა აისახოს კომპანიის მოგებაზე. ეს სპეციალისტი უნდა იყოს აქტიური,ენერგიული, ეს ორივე თვისება მან უნდა მიმართოს ინტერნეტში ეფექტური მუშაობისკენ.

5. პასუხისმგებლობა ინტერნეტ- მარკეტოლოგი თავად ადგენს და განკარგავს პროექტის ბიუჯეტს, ის პასუხს აგებს ყოველ დახარჯულ თეთრზე. ხანდახან მისი ანაზღაურება პირდაპირ უკავშირდება ფირმის მოგებას.  ყოველი ეფექტურად ჩატარებული ინტერნეტ კამპანიის შემდეგ ინტერნეტ- მარკეტოლოგი იღებს პროცენტს მოგებიდან.

6. შედეგზე ორიენტირებული ინტერნეტ მარკეტოლოგი — ყველა დავალებას ყოველთვის მკაცრად გაწერილი გრაფიკის მიხედვით ასრულებს.   მისი ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია  გაწეული სამუშაოს ხარისხთან. მისი სამუშაო მხოლოდ ერთი კონკრეტული ამოცანისგან არ შედგება, მთავარი მიზანი კომპანიის საერთო ამოცანის  შესრულებაა. იმისთვის, რომ  თქვენმა ინტერნეტ მარკეტოლოგმა დადოს  შედეგები, მას უნდა გააცნოთ თქვენი მიზნები და  დრო ამ მიზნების განსახორციელებლად. კარგი იქნება თუ  მისი მიზანი ერთგვარი გამოწვევა იქნება, ეს გაზრდის არამარტო კომპანიის ეფექტურობას,არამედ გამოცდის და გააუმჯობებსებს მარკეტოლოგის უნარ-ჩვევებს.

7.მოქნილობა როგორც უკვე  აღვნიშნე ინტერნეტ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ ინტერნეტ მარკეტოლოგი მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის და ახალი შეხედულებებისთვის, ამ თანამდებობაზე კონსერვატორი ადამიანი ვერ იმუშავებს. ინტერნეტ-მარკეტოლოგი უნდა მოქმედებდეს სწრაფად. ის კომპანიაში უნდა ნერგავდეს ახალ ტექნოლოგიებს და ამავდროულად უნდა შეეძლოს საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძვლიანი ახსნა/არგუმენტირება. საჭიროების შემთხვევაში  უნდა შეეძლოს ახალ მეთოდებზე სწრაფად გადასვლა, რთული სიტუაციიდან გამოსვლა. ის თავის შეცდომებზე სწავლობს, ამიტომ მისთვის ყოველი წარუმატებლობა წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა უნდა იცოდეს და რისი კეთება უნდა შეეძლოს ინტერნეტ-მარკეტოლოგს?

სხვა სიახლეები

ტეგები: