Zappos, Google, Twitter Facebook, Adobe - კომპანიების კორპორატიული კულტურა #2
დიდი ხნის განმავლობაში Google ითვლებოდა კორპორატიული კულტურის სტანდარტად. მისი შეღავათებისა და პრივილეგიების სისტემა გახდა მისაბაძი მოდელი სტარტაპებს შორის. მაგრამ კომპანია გაიზარდა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთულდებოდა ორგანიზაციული კულტურის ერთიანი პრინციპების სხვადასხვა განყოფილებებში შენარჩუნება. რაც უფრო დიდია კომპანია, მით მეტი ძალისხმევაა საჭირო კულტურის განახლებისთვის. Google-ის კულტურა კვლავ განიხილება ეტალონად, მაგრამ ბევრი თანამშრომელი ახმოვანებს პრობლემებს, რომლებსაც სხვა მსხვილი კომპანიებიც აწყდებიან.
არის კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ასოცირდება სამაგალითო კორპორატიულ კულტურასთან. ის ასევე სთავაზობს თანამშრომლებს სხვადასხვა შეღავათებსა და სარგებელს, მათ შორის საფონდო ოფციონებს. ადამიანები მუშაობენ ისეთ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას. როდესაც კომპანია მუშაობს მაღალ კონკურენტულ გარემოში იზრდება სტრესული გარემო, ამიტომ სტრესის დასაძლევად და ნდობის გასამყარებლად, აღმასრულებლები, მათ შორის მარკ ცუკერბერგი წინა ხაზის თანამშრომლებთან ერთ საოფისე სივრცეში გვერდიგვერდ მუშაობენ . კომპანიას ესმის, რომ ხშირად სწორედ კორპორატიული კულტურა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი საუკეთესო სპეციალისტების შესანარჩუნებლად.
Adobe
Adobe-მ გააუქმა მიკრომენეჯმენტი, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ თანამშრომლებმა უკვე თავადაც იციან რა და როგორ გააკეთონ. ასევე კომპანიაში კონკურენცია არ არის, რადგან გადაწყვიტეს, რომ კონკურენცია ზიანს აყენებს შემოქმედებითობას და ანგრევს გუნდურ მუშაობას. მენეჯერები იქ მწვრთნელებად მუშაობენ. ისინი დაქვემდებარებულ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ საკუთარი მიზნები და გადაწყვიტონ, როგორ შეაფასონ თავიანთი მუშაობის შედეგები.
თითოეული თანამშრომელი იღებს აქციების ოფციონებს, რითაც ესმის, რომ კომპანია აფასებს მის შრომას და წვლილს კომპანიის წარმატებაში.
ასევე კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია უწყვეტი სწავლება და განვითარება.
რა არის Adobe-ეს კორპორატიული კულტურის ფუნდამენტური პრინციპი და რა უნდა ვისწავლოთ?
ნდობა - ის აჩქარებს დადებითი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებას. მხოლოდ ნდობა იძლევა საშუალებას ავიყვანოთ დამოუკიდებელი, თავდაჯერებული სპეციალისტები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ კომპანიის ზრდისთვის.
Twitter-ის თანამშრომლები შეყვარებულები არიან თავიანთ კომპანიაზე. გუნდზე ორიენტირებული გარემო, მეგობრული ატმოსფერო, უფასო საოფისე კვება, მოგზაურობის ანაზღაურება, იოგას გაკვეთილები, ეს ყველაფერი გამოარჩევს კომპანიას სხვებისგან.
Twitter მიდგომა:
- მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;
- ნდობა თანამშრომლების მიმართ და კომპანის საქმიანობის სრულყოფილი ცოდნა;
- მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
Twitter-ის ღირებულებები:
კომპანიის მთავარი ღირებულება არის რწმენა იმისა, რომ თითოეულ ხმას შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე.
კომპანია აფასებს ღია ატმოსფეროს. თანამშრომლებს შეუძლიათ ღიად დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე.
საინტერესო ფაქტები და შეხედულებები Twitter-ისგან
პირველ სამუშაო დღეს თანამშრომელი იღებს პერსონალურ მაისურს და მოწვევას თავის გუნდთან სასაუზმოდ.
თვეში ერთხელ, თანამშრომელს შეუძლია ესაუბროს აღმასრულებელ დირექტორს და სხვა ხელმძღვანელებს Happy Hour-ზე.
კვლევებმა აჩვენა, რომ თუ კომპანიები თავიანთ პუბლიკაციებში იყენებენ უნიკალურ ენობრივ შიფრებს, ამით ისინი მათ გარშემო აგროვებენ მოაზროვნე ადამიანებს. სწორედ ამიტომ Twitter-ი თავის ვაკანსიებში მუდმივად იყენებს სიტყვებს: „ნერდი“ (ინგლისურიდან შემოჭრილი სიტყვა რომელიც იგივეა რაც სწავლაზე "გადამკვდარი" ადამიანი), „სწავლის სურვილი“, „მრავალფეროვანი პერსპექტივები“.
კორპორატიული კულტურა მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული. საინტერესოა, რომ კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში დაკარგა ადგილი თანამშრომლებისთვის საუკეთესო ამერიკული კომპანიის ტოპ 100-ში. შემოქმედებითი გარემოს მიუხედავად, თანამშრომლებს უარყოფითი შეფასებებიც აქვთ. მაგალითად, ისინი უკმაყოფილონი არიან ხელმძღვანელობის ხშირი ცვლილებით, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფერხებას და უკვე შექმნილი სტრატეგიის ცვლილებებს იწვევს.
$44-მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ Twitter-ის მართვა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში რადიკალური ცვლილებებით დაიწყო.
პირველივე დღეს მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.
მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა "ჩიტი თავისუფალია", რითაც იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან განთავისუფლდა, ეს მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლები:
პირველი კითხვა არის - ღირს თუ არა შენარჩუნება? ექსპერტები თვლიან, რომ ჭკვიანი ხალხი ხშირად იცვლის სამუშაოს. ეს შეიძლება მოხდეს: უფრო დიდი ხელფასის გამო, ახალი გამოცდილებისთვის ან სხვა მიზეზით.
როგორ ცდილობენ თანამშრომლების შენარჩუნებას დიდი კომპანიები?
Netflix-არ უშლის თავის თანამშრომლებს სხვა კომპანიებს გასაუბრებებზე სიარულის უბრალოდ სთხოვს მათ შეთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. უხეშად რომ ვთქვათ - ამის მეშვეობით კომპანია იკვლევს ბაზარს და იგებს თავისი თანამშრომლების საშუალო საბაზრო ღირებულებას.
Amazon- ისთვის კადრების გადინება არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან მიაჩნია, რომ კარგად ჩამოყალიბებულ სისტემაში ადვილია ზოგიერთი წასული თანამშრომლის სხვა კადრით ჩანაცვლება.
თუმცა, ზოგიერთი გიგანტისთვის ეს მტკივნეული საკითხია. ამიტომ კომპანიები დებენ პირობით შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ისინი არ "მოიპარავენ" ერთმანეთის კადრებს.
მსგავს შეთანხმებაში ჯერ კიდევ ათი წლის წინ შემჩნეული იყვნენ: Adobe, Apple, Google, Intel, Intuit, Lucasfilm, eBay და Pixar-ი
უფრო ელეგანტურად, იგივე ხორციელდება ბონუსების სისტემის დახმარებით, რომლის მიხედვითაც კომპანიაში აღებული ბონუსი (ეს შეიძლება იყოს: კორპორატიული საცხოვრებელი და მანქანა) სამსახურის დატოვების შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს უკან.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01