რა არის დომეინი?
რატომ გადავწყვიტე დავწერო? იმიტომ, რომ ინტერნეტ მომხმარებლის 80% (ჩემი გამოცდილებით) თუ უფრო მეტმა არა, არ იცის რა არის დომეინი და რით განსხვავდება იგი ჰოსტინგისგან! :(
რა არის დომეინი?
ტექნიკური ენით დომეინი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, იგივე მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენს საიტს ან კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას
ასევე ტექნიკურად ავხსნი იმასაც რომ, დომენურ სახელს ინტერნეტი ციფრებში გადაიყვანს რასაც IP-მისამართს ეძახიან, მაგალითად, 123.123.123.123 . იმისათვის, რომ დომეინი მუშაობდეს იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტინგზე და ასევე უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.
მმარტივი ენით კი დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისამართი, ჰოსტინგი - მიწის ფართი რომელზეც სახლია აშენებული; ხოლო ვებსაიტი არის შენობა, რომელშიც ცხოვრობთ. ამ სამი კომპონენტის გარეშე კი საიტის ფუნქციონირება შეუძლებელია.
დომეინის რა კატეგორიები არსებობს?
ძირითადად მათ ყოფენ 3 მთავარ კატეგორიად:
- გლობალური ანუ ზოგადი: .com, .org, .net, .info, .biz, ...
- სპეციალური: .mobi, .tv, .aero, .museum, .travel, ...
- ქვეყანაზე დამყარებული: .us, .uk, .ge, .ru, .de, .fr, .sp, .it, .
ზოგადი გლობალური გაფართოების მქონე დომეინი, მაგალითად .com, .org, .net, .info, .biz და სხვა, რომლის სარგებლობისა უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაქვთ . მინიმუმ 1 წელი, ხოლო მაქსიმალური 10 წელი.
რაც შეეხება .ge ანუ ქართული გაფართოების დომენური სახელის შეძენას - უნდა იყოთ საქართველოს იურიდიული ან ფიზიკური პირი და შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ 1 წლის ვადით.
რა და რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენში?
დომენური სახელი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.
რატომ არის დომენური სახელი ასე მნიშვნელოვანი?
გარდა იმისა, რომ დომენური სახელი თქვენთან და თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირების საშუალებაა ანუ ინტერნეტ მისამართია, მას აქვს ინფორმაციული და მარკეტინგული დატვირთვა.
ერთი პიროვნების სახელი და გვარი შეიძლება სხვას ბევრს ქონდეს, ასევე კომპანიის დასახელებაც შესაძლოა განმეორდეს კარგ შემთხვევაში მსოფლიოს მაშტაბით ცუდ შემთხვევაში თქვენსავე ქალაქში, მაგრამ დომეინი რომელსაც ყიდულობთ არის მთელს მსფლიოში უნიკალური და იგი მხოლოდ თქვენია.
დომენური სახელი თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ნდობას მიანიჭებს.
როცა გაქვთ საკუთარი დომენური სახელი თქვენ და თქვენი ორგანიზაცია პარტნიორებსა და თქვენს მომხმარებლების თვალში გამოიყურება მეტად უფრო სანდოდ და მიმზიდველად, თუ ეს ასე არაა მაშინ რატომ უნდა იფიქროს ვინმემ რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაიმე ღირებული პროდუქტი ან მომსახურება!
თუ თქვენ გაქვთ დომეინი და გაქვთ კომპანიის საიტი თქვენ მოისაზრებით , როგორც თანამედროვე და პროგრესულად მოაზროვნე, დომენური სახელი თქვენ და თქვენს საქმიანობას უფრო მეტად გამოაჩენს ვიდრე თქვენს კონკურენტს, რომელსაც ეს ჯერ არ აქვს.
დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ !!! თქვენი დომენური სახელი თქვენი კუთვნილებაა და ჰოსტინგი რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოთ დომეინი მაინც იგივე რჩება!
შეარჩიეთ სწორედ დომეინი.
სწორედ შერჩეულ დომეინს ბევრი მნახველის და პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა შეუძლია. თუ თქვენ ყველა მნიშვნელოვან პროდუქციაზე ან მომსახურებაზე რასაც აკეთებთ შეიძენთ დომეინს თქვენი და თქვენი ორგანიზაციის მნახველთა და პოტენციურ კლიენტთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
ასევე დომეინის შინაარსი გააძლიერებს თქვენს ბრენდს.
როდესაც ორგანიზაციის დასახელება და დომეინი ერთმანეთს ემთხვევა ეს აადვილებს მომხმარებლის მიერ მის დამახსოვრებას და ისინი უფრო მეტად ბრუნდებიან თქვენთან.
კარგად შერჩეული დომენური სახელი რეკლამის, პოპულარობის, კლიენტებისა და ვიზიტორების მოზიდვის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.
გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ !!! კარგი და მოკლე დასახელების დომეინების რაოდენობა დღითიდღე მცირდება, ალბათობა იმისა, რომ დღეს თავისუფალი დომენური სახელი ხვალ თავისუფალი აღარ იქნება ძალიან მაღალია, რის გამოც თქვენ დაზარალებული აღმოჩნდებით და კარგავთ შანსს, მას თქვენ ან ვეღარ იყიდით, ან მოგიწევთ ვაჭრობა უკვე არსებულ მფლობელთან.
რ ჩ ე ვ ა!!! თუ ნახეთ თქვენთვის სასურველი დომეინი არ გადადოთ მისი შეძენა სხვა დროისთვის, თუნდაც ჯერ მასზე საიტი არ განათავსოთ, გამოიყენეთ ის კორპორატიული მეილებისთვის და 1 გვერდიანი საინფორმაციო საიტისთვის, ვინაიდან დომენი არის სტრატეგიული აქტივი და მომგებიანი ინვესტიცია თქვენი კომპანიისთვის და მისი ფასი შესაძლოა ძალიან მალე გაიზარდოს.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01