10 რამ, რაც უნდა გააკეთოთ თქვენი ბიზნეს ვებ გვერდის შექმნამდე
დღეს გაგიზიარებთ 10 აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ვებ საიტის შესაქმნელად, რომელიც დაუყოვნებლივ დაიწყებს ვიზიტორების მომხმარებლად გადაქცევას.
1. დააწესეთ შესაბამისი მოლოდინები
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ კომპანიისთვის ხარისხიანი ვებსაიტის შექმნას ერთ ან რამდენიმე დღეში მოახერხებთ, მაშინ ჯერ არ ხართ მზად ხარისხიანი ვებ საიტის შესაქმნელად. იფიქრეთ ვებსაიტზე ისე, თითქოს თქვენს სახლს აშენებთ ან არემონტებთ - დაგეგმეთ, დრო დაუთმეთ და თანხა გამოყავით. სახლის მსგავსად, თქვენი ვებ საიტიც უნდა შეიქმნას მყარი საძირკველით და ღირდეს დრო და ფული, რომელსაც თქვენ ჩადებთ მასში. სჯობს თავიდანვე დაუთმოთ საკმარისზე მეტი დრო, რითაც კიდევ უფრო მეტ დროს დაზოგავთ მომავალში.
2. განსაზღვრეთ თქვენი მიზანი
რა არის თქვენი ვებსაიტის მთავარი მიზანი? რისი გაკეთება უნდა შეძლონ მომხმარებლებმა?
ვებსაიტი, რომელშიც ძალიან ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი რთულად გასაშიფრია მომხმარებლების მიერ, რადგან ინფორმაციის სიჭარბისას ისინი ტოვებენ საიტს და აღარ ინტერესდებიან.
თქვენი საიტის ყველა გვერდი - მთლიანი კონტენტი, ფოტო და დიზაინის ელემენტები - უნდა იყოს დაგეგმილი, რათა მომხმარებლები მიმართოს თქვენი მიზნისკენ და დაეხმაროს მათ მიიღონ ძირითადი ინფორმაცია.
3. იცოდე შენი მომხმარებლები
ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ. თქვენი მომხმარებლის გამოყოფა აუცილებელია - დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი სეგმენტაციის მიხედვით:
- რომელი გაჯეტით ადევნებენ თვალს ვებსაიტს?
- რა ინფორმაცია აინტერესებთ ყველაზე მეტად?
- რას ეძებენ ვებსაიტზე?
- რამდენი წლის არიან?
4. დაგეგმეთ თქვენი საიტი
ალბათ არავის სურს ისეთი სახლი, სადაც უნდა გააღონ საძინებლის შესასვლელი კარი და შემდეგ გაიარონ კარადა სამზარეულოში მისასვლელად, თქვენს ვებსაიტსაც უნდა ჰქონდეს “ჩამთრევი” საწყისი გვერდი და ლოგიკური ბმა სხვა გვერდებთან. თუ გაქვთ მიმდინარე ვებსაიტი, გამოიყენეთ Google Analytics, რათა შეაგროვოთ მყარი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ მოგზაურობენ თქვენი მომხმარებლები საიტზე და რა დროს, რატომ და სად ტოვებენ ისინი საიტს.
5. დაიცავით URL
თქვენი URL ემსახურება როგორც თქვენი საიტის მისამართს ვებში. ის უნდა იყოს დასამახსოვრებელი, ლაკონიური და ადვილად დასაწერი. თუ თქვენი კომპანიის სახელი გრძელია, იფიქრეთ, არის თუ არა მისი შემცირების გზა მისი უნიკალურობის შენარჩუნებით. მაგალითად, თუ თქვენი კომპანია არის Bob's Fantastic Hot Dogs, URL, როგორიცაა BobsDogs.com, დაეხმარება თქვენს მომხმარებლებს თქვენთან უფრო სწრაფად დაკავშირდეს ინტერნეტში.
6. კონკურენტების მიმოხილვა
სანამ საკუთარ საიტზე დახარჯავთ დროსა და ენერგიას, გადახედეთ მსგავსი ბიზნესის 3-5 ვებსაიტს. გააკეთეთ დეტალური ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ მათ საიტებზე: დიზაინი, ტექსტები, ფოტოსურათები, პოსტერები და ა.შ. შეინახეთ ეს იდეები და შეადარეთ თქვენს მომავალ გეგმებს.
7. SEO-ს საკვანძო სიტყვების იდენტიფიცირება
თუ გსურთ მოიზიდოთ საძიებო სისტემების მომხმარებლები, რომლებიც ეძებენ იმას, რასაც თქვენი ბიზნესი სთავაზობს - მიუთითეთ სამიზნე საკვანძო სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს პროდუქტებთან ან სერვისებთან. დაიწყეთ იმაზე ფიქრით, თუ რას ჩაწერს საშუალო ადამიანი საძიებო სისტემაში, თუ ეძებს ინფორმაციას თქვენი სერვისების შესახებ.
8. გამართეთ კონტენტი
დარწმუნდით, რომ ვებსაიტის კონტენტის შინაარსი შეიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც სჭირდება პოტენციურ მომხმარებლებს. მთავარი გვერდი გაფორმებული უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე ფრაზებითა და ტექსტით, რათა არ მოვაწყინოთ მომხმარებლებს თავი - რა გამოგარჩევთ, რას სთავაზობთ.
აუცილებელია ქოფირაითერის დახმარება, რადგან ის დაწერს შესაბამის ტექსტებს, გამართული გრამატიკით, სტილისტური და მორფოლოგიური შეცდომების გარეშე, რაც მომხმარებლებს აფიქრებინებს, რომ ხარისხი თქვენთვის პრიორიტეტულია.
9. განაახლეთ თქვენი ლოგო
ძლიერი, შესაფერისი ლოგო გააძლიერებს თქვენი ბრენდის იმიჯს. “ლოგო არის უხმო საკომუნიკაციო საშუალება თქვენს მომხმარებლებთან და საუკეთესო ინვესტიცია ბიზნესში”. მნიშვნელოვანია იყოს მარტივი, დასამახსოვრებელი, ელეგანტური, გამოიყენეთ სერიოზული ფერები - შავი, ლურჯი, ნაცრისფერი ან ნათელი ფერები - თანამედროვე ფონტებით, აირჩიეთ ოპტიმისტური, ორიგინალური და ინოვაციური სტილი.
ლოგოს შექმნა აუცილებელია, რადგან ის:
- მუდმივ კომუნიკაციაშია თქვენს მომხმარებელთან;
- ავითარებს ბრენდის იდენტობას;
- ზრდის ბრენდის ცნობადობას;
- აჩენს ასოციაციებს;
- ზრდის გაყიდვებს.
10. ჩადეთ ინვესტიცია პროფესიონალურ, ხარისხიან ფოტოსურათებში
ხარისხიანი სურათები კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობაა პროფესიონალური ბრენდის იმიჯის წარმოსაჩენად. ფოტოები, რომელიც წარმოაჩენს თქვენი ბრენდის ემოციებს, თუ რეალური მდებარეობის/პროდუქტების კადრები არ არის საჭირო. თქვენს საიტზე ყველა სურათი უნდა იყოს მაღალი ხარისხის. გამოიყენეთ საიტის რუკა, რათა შეადგინოთ ყველა საჭირო ფოტოს სია (მდებარეობა, პროდუქტები, პერსონალი და ა.შ.) და შეაგროვეთ ყველა საჭირო ფოტო, სანამ დაიწყებთ საიტის შექმნას.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01