როგორ არ უნდა შევავსოთ საიტის კონტენტი
მოდით დავიწყოთ თავიდან და უპასუხოთ კითხვას - რა არის საიტის კონტენტი?
კონტენტი ეს არის ინფორმაცია, რომელიც ვებ გვერდზეა განთავსებული. იგი მოიცავს ფოტოებს, ტექსტებს, ვიდეოებს და ასევე გრაფიკულ ელემენტებს. უფრო კონკრეტულად კი კომპანიის ინფორმაციას მისი მიზნის, მისიის, საინტერესო საკითხების, შეთავაზებებისა და პროდუქტების შესახებ.
საიტის შექმნამდე თქვენ უკვე მზად უნდა გქონდეთ კონტენტი ან მისი მონახაზი, რადგან ის გაყიდვების და რეკლამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. საიტის კონტენტის მეშვეობით თქვენ პირდაპირ ეკონტაქტებით მომხმარებლებს, ამიტომ მისი შექმნისას უნდა იფიქროთ თქვენ აუდიტორიაზე და შექმნათ ის, რაც მათ დააინტერესებთ და რასაც წაიკითხავენ.
როდესაც ვიცით რა არის კონტენტი მოდით გადავიდეთ მის ვებ გვერდზე განთავსების თავისებურებებზე.
იმისათვის, რომ რესურსი იყოს სასარგებლო, თქვენ უნდა შეავსოთ იგი მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომელიც სასარგებლოა და აკმაყოფილებს კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის ინტერესებს.
არარელევანტური კონტენტის განთავსების შემთხვევაში თქვენ არც საძიებო სისტემებს მოეწონებით, რაც ძიების შედეგებში მოწინავე ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ვებ გვერდის კონტენტის შევსებას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ.
იმისთვის, რომ საიტმა და მისმა კონტენტმა მოგცეთ კონკრეტული შედეგი საჭიროა დეტალური გეგმის შედგენა. როდესაც თქვენ ვებ გვერდის გაკეთებამდე გაქვთ განსაზღვრული კონტენტი ეს დიზაინერს და პროგრამისტს საშუალებას აძლევს შექმნან რესურსი, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებული იქნება თქვენს კომპანიაზე, ბრენდზე. მაგრამ თუ თქვენ ჯერ ქმნით საიტს და მხოლოდ მერე იწყებთ კონტენტზე მუშაობას მაშინ დაგჭირდებათ კონტენტის საიტზე მორგება.
საიტზე კონტენტის სწორად განსათავსებლად კონტენტ გეგმის გარდა საჭიროა კარგი CMS (კონტენტის მართვის სისტემები Content Management System )- ი.
CMS არის კონტენტის მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან, მართონ და გამოაქვეყნონ ციფრული შინაარსი, როგორც წესი, ვებ გვერდისთვის, სპეციალიზებული ტექნიკური ცოდნის საჭიროების გარეშე.
ჩვენი CMS-სი მარტივი ინტერფეისი და ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ და დაარედაქტიროთ ტექსტი, სურათები, ვიდეო და სხვა სახის კონტენტი, რომელიც ვებ გვერდზეა განთავსებული მარტივად და სწორად.
ჩვენი CMS -ი საშუალებას გაძლევთ:
- განახორციელოთ საიტის სრული ადმინისტრირება პროგრამირების ცოდნის გარეშე;
- შექმნათ ახალი გვერდები და დაარედაქტიროთ არსებული;
- განათავსოთ ახალი კონტაქტი;
- მოახდინოთ თითოეული გვერდების საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაცია;
- დროთა განმავლობაში დაამატოთ ახალი ფუნქციები (მაგ: შეგიძლიათ კატალოგის ონლაინ მაღაზიად გადაკეთება);
- და ბევრი სხვა ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია ვებ გვერდის ტიპზე და დამკვეტთის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.
ჩვენი სამართავი პანელის დეტალების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს: https://lemons.ge/instruction/
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01