ინტერნეტ მარკეტინგი - მძლავრი იარაღი ბიზნესის წარმატებისთვის.
დღეს ინტერნეტ მარკეტინგი და რეკლამა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა არიან ფირმები, რომლებიც მათ გამოუყენებლადაც სტაბილურად არსებობენ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ინტერნეტ მარკეტინგის და რეკლამის წყალობით ისინი გაცილებით უფრო დიდი მოგებას მიიღებდნენ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სარგებლობს ინტერნეტით და ეს რიცხვი ყოველდღიურად, სწრაფი ტემპით მატულობს. რის გამოც ინტერნეტ მარკეტინგის პერსპექტიულობა უზარმაზარ მასშტაბებბს იძენს. მარკეტოლოგებისთვის და რეკლამის ინდუსტრიისთვის ინტერნეტი ხსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს! ბიზნესის არსებობისთვის, ინტერნეტს აქამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა,მაგრამ მისი მეშვეობით დღევანდელი კომპანიების შემოსავალი გაცილებით დიდია, ის ზრდის მათ პერსპექტივებს, და ინფორმაციის გავრცელება გაცილებით სწრაფად და მარტივად ხდება.
რა არის ინტერნეტ მარკეტინგი და რეკლამა ინტერნეტში?
ინტერნეტ მარკეტინგი და ინტერნეტ რეკლამა– ეს არის თემა, რომელზეც უამრავი წიგნია დაწერილი, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ერთ სტატიაში ჩატევა, ამიტომ ჩვენ ზოგადად შევეხებით მარკეტინგულ ინსტრუმენტებს და ინტერნეტში მიმდინარე პროცესებს. რა არის ინტერნეტ მარკეტინგი? ტრადიციული მარკეტინგის მსგავსად ეს არის ყველაფერი ის, რაც გვეხმარება ახალი მომხმარებლების მოზიდვაში და ძველების შენარჩუნებაში.
რისგან შედგება ინტერნეტ მარკეტინგი და რა არის მისი მიზნი?
პირველ რიგში, ასაღნიშნია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მარკეტინგის მიზანი_ბიზნესის მოგების ზრდაა. ძირითადად პირდაპირ - რეკლამის დაკვეთით, ან ირიბად - გარკვეული დროის შემდეგ. ირიბი მარკეტინგის მიზანია: - PR, ბრენდის პოპულარიზაცია, აუდიტორიის გაფართოება, ნდობის და ცნობადობის ასამაღლებელი აქციები და ა.შ.
დავყოთ ინტერნეტ მარკეტინგი 6-კატეგორიად საძიებო მარკეტინგი (Search engine marketing — SEM, SEO); სოც-მედია მარკეტინგი (Social media marketing — SMM и Social Media Optimization — SMO); პირდაპირი მარკეტინგი (e-mail მარკეტინგი, SMS-მარკეტინგი RSS , ); PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა); ვიდეომარკეტინგი; ვებ-ანალიტიკა; ყველა ამ კატეგორიას თავისი მიზანი, მეთოდი და მუშაობის პრინციპი აქვს, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი ბიზნესის ახალ ეტაპზე გადაყვანა და მოგების მაქსიმალიზაციაა. ასაღნიშნია ის ფაქტი, რომ ინტერნეტ მარკეტინგის მომსახურება ხელმისაწვდომია, როგორც დიდი ასევე მცირე ბიზნესისთვის.
1. საძიებო ინტერნეტ მარკეტინგი (Search engine marketing — SEM) ეს არის მარკეტინგული ინსტრუმენტების და საქმიანობების კომპლექსი, რომელთა დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს: ვებგვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ. ასევე არსებობს ისეთი საძიებო სისტემები, რომლებიც FTP სერვერზე ეძებენ ფაილებს. ვებ საიტების კატალოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO - Search Engine Optimization) — საიტის ან გვერდის ხილვადობის გაზრდის ზემოქმედების პროცესია - „საძიებო სისტემაზე“, „ბუნებრივი“ ანუ რაიმე მატერიალური ხარჯის გაწევის გარეშე მიღებული შედეგი, რისთვისაც საჭიროა როგორც ტექნიკური მზაობა ასევე ტექსტის სწორი ფორმატით განთავსება. მოწინავე და ხშირად ნახვადი საიტი გაცილებით მეტ ვიზიტორს მიიღებს საძიებო სისტემის მომხმარებლებისგან, რაც თავისთავად ბიზნესზე აისახება დადებითი შედეგებით. SEO შეიძლება მიზნად ისახავდეს სხვადასხვა სახის ძიებას, მაგალითად: სურათი, ლოკალური, ვიდეო, აკადემიური სიახლეები, ინდუსტრიული და სპეციფიური საძიებო სისტემები. SEO როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია, განსაზღვრავს თუ როგორ მუშაობს საძიებო ძრავი, რას ეძებს ხალხი, შემდეგ საძიებო ტერმინები და საკვანძო სიტყვები იბეჭდება საძიებო ძრავებში და მათ უპირატესობა აქვთ მინიჭებული. ვებ გვერდის ოპტიმიზაცია შეიძლება გულისხმობდეს გვერდის კორექტირებას, HTML – სა და ასოცირებული კოდების გაზრდას სპეციფიურ საკვანძო სიტყვებთან შესაბამისობაში და აუცილებლად ყველა ბარიერის წაშლას, რაც დაკავშირებულია საძიებო სისტემის საინდექსო საქმიანობასთან. შინაარსობრივი რეკლამა ( Google Adwords, Begun). — ეს არის რეკლამა ინტერნეტში, რომელიც აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს, რომლებსაც უკვე აქვთ შერჩეული კონკრეტული პროდუქცია ან მომსახურება. შინაარსობრივი რეკლამა შეიძლება იყოს საძიებო და თემატური. საძიებო სისტემას მომხმარებელი გადაყავს კონკრეტულ გვერდზე, რომელზეც მას უკვე შეუძლია პროდუქციის ან მომსახურების მიღება, თემატური - მომხმარებელი გადაყავს მსგავსი მომსახურებების ან პროდუქტების მქონე პარტნიორ ვებგვერდებზე. აქედან ყველაზე ეფექტური და გაცილებით უფრო ძვირი საძიებო შინაარსობრივი რეკლამაა. მაგრამ კონკურენტული თემატიკიდან გამომდინარე ის შეიძლება ერთ შემთხვევაში იყოს ან ძალიან იაფი ან ძალიან ძვირი. საბანერო რეკლამა - ეს ინტერნეტ რეკლამის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, საბანერო რეკლამა ხშირად გამოიყენება PR - ში, ბრენდის პოპულარიზაციისთვის, მისი ცნობადობის გასაზრდელად.
2. სოც-მედია მარკეტინგი (SMM და SMO) სოციალური ქსელი ხელს უწყობს ბიზნესს განვითარებაში და წარმატებაში ,მისი აქტიური და სწორი გამოყენება უზრუნველყოფს როგორც მიზნობრივი აუდიტორიის საიტზე მოზიდვას, ასევე ბრენდის, პროდუქციის და ბიზნესის პოპულარიზაციას, ცნობადობის გაზრდას. . SMM - ი ძირითადი მიზანია – შექმნას საინტერესო და სასარგებლო კონტენტი, რომელიც მოეწონება და დააინტერესებს ბიზნესის სამომხმარებლო აუდიტორიას და რის შემდეგაც მომხმარებლის ერთი ნაწილი მოახდენს ინფორმაციის გაზიარებას თავისი მეგობრებისთვის. SMM- ის მუშაობის მეთოდები ყველა სფეროსთვის თავისებურ სპეციფიკას მოითხოვს, დაწყებული სოციალურ ქსელში შექმნილი თემატური ჯგუფებით ან ფირმის გვერდის შექმნით და დამთავრებული საკუთარი ბლოგების მართვით. არსებული სოციალური ქსელებიდან დღესდღეობით გამორჩეულად შედეგიანი და აქტიურია Facebook, Google+, Instagram, Twitter. SMO (social media optimization), SEO- ს ანალოგია, მაგრამ არა საძიებო სისიტემებით, არამედ სოციალური მედიის საშუალებით. ეს არის ცალკე მეცნიერება თავისი წესებით და პრინციპებით. ამასთან ერთად , SMM- შეუძლია იყოს უფრო ეფექტური ვიდრე SEO, ყოველ შემთხვევაში პროექტის საწყისი ეტაპისთვის.
3. პირდაპირი მარკეტინგი ინტერნეტ მარკეტინგის ეს მეთოდი არის მომხმარებლებთან პირდაპირი ურთიერთობა. პირდაპირი მარკეტინგი ითხოვს გარკვეული სამუშაოების წინასწარ ჩატარებას. მისი წარმატებული გამოყენებისთვის საჭიროა სტრუქტურირებული და მუდმივად აქტუალური მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა. ეს რთული გასაკეთებელია, მაგრამ მისი მეშვეობით ძალიან დიდი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.
პირდაპირი მარკეტინგის ძირითადი ტიპები: E-mail მარკეტინგი - ეს არის, თქვენი მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციის პირდაპირი გაგზავნა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ ამ ინფორმაციის მიღება. (სხვა შემთხვევაში ეს იქნება სპამი, რომელიც კანონით აკრძალულია და ასევე ძალიან დაბალ ეფექტურობით ხასიათდება). SMS მარკეტინგი - პრინციპში, ესეც ინფორმაციის მიწოდების ანალოგიური წყაროა. RSS-ფირი ან RSS-არხი არსებითად წარმოადგენს ინფორმაციას (XML-ფორმატში) ახალ მასალებზე, სტატიებზე და ბლოგებზე , რომლებიც მომხმარებლებმა გამოიწერეს. ეს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს აგრეგატორებით - პროგრამებით და ასევე პრაქტიკულად ყველა ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ ყველა თქვენ მომხმარებელს ეცნობება თქვენი ბლოგებისა და საიტზე არსებული სიახლეები. ელ-ფოსტის სპამი - ელექტრონული მისამართების ბაზის საფუძველზე, სარეკლამო წერილების მასიური დაგზავნა იმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც არ არიან თქვენი მომხმარებლები, მაგრამ როგორც ეს ზევით აღნიშნულია კანონით ის აკრძალულია და ასევე ძალიან დაბალ ეფექტურობით ხასიათდება. ასევე შესაძლოა დააქვეითოს ბრენდის ან პროდუქტის იმიჯი. განცხადებების დაფები - ეს უფრო არის მომხმარებელთან პირდაპირ კავშირზე გასვლა ვიდრე SEO ან SMM. მაგრამ ესეც მარკეტინგის ინსტრუმენტია, რადგან მისი მეშვეობით ბევრი საჭირო ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი.
4. PR (public relations — (საზოგადოებასთან ურთიერთობა) PR – ეს არის საკუთარ არსებულ და პოტენციურ აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარების ყველაზე კარგი საშუალება. ეს არის ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმათულია თქვენი პროდუქციის ან მომსახურების მიმართ აუდიტორიის ყურადღების,აზრის ფორმირების, იმიჯის მოპოვებსა და ცნობადობის გაზრდისკენ.
PR - ის ძირითადი ინსტრუმენტები: პრესრელიზების დაგზავნა ონლაინ (და არა მარტო) მედიისთვის; თემატური სტატიების გამოქვეყნება (არა მარტო დადებითი კონტექტით); კონტენტის სოცილაურ ქსელში, ფორუმებზე და ბლოგებში გამოქვეყნება; ისეთი ისტორიების შექმნა, რაზეც საზოგადოება თავისთავად დაიწყებს ღიად მსჯელობას და აზრის გამოხატვას. შემდეგ ამ ინფორმაციის მოპოვება და კონტენტ ანალიზის გაკეთება საკმაოდ დიდ ინფორმაციას აწვდის პიარ მენეჯერს, რისი საშუალებითაც შეუძლია დაგეგმოს მომდევნო ნაბიჯი. საკუთარი ბიზნეს ბლოგის ქონა_მართვა; თემატურ და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად ღონისძიებებზე, ღია და დახურულ შეკრებებზე მონაწილეობა და ურთიერთობა. მაქსიმალურად მეტი დადებითი ემოციის გაცემა და მეტი სასურველი კონტაქტის ქონა.
5. ვიდეო მარკეტინგი ვიდეო მარკეტინგი - მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ყველა ზემოთ არსებული დავალებების და საკითხების გადაჭრა. ერთ საინტერესო "ვირუსულ" ვიდეოს შეუძლია ისეთი რაოდენობით მომხმარებლის საიტზე მოზიდვა, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ერთად აღებულს არ ძალუძს. მისი სოციალურ ქსელში გავრცელება ხდება თავისთავად , ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ან მცირედი ბიძგით და შედეგი ნამდვილად საოცარია. თანამედროვე მარკეტერები თანხმდებიან, რომ მომავალი სწორედ ვიდეო მარკეტინგს ეკუთვნის.
6. ვებ-ანალიტიკა ის საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ თქვენი ბიზნესის მარკეტინგულ პროცესებს, გააკეთოთ ანალიზი, დანერგოთ ახალი, საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ვებ-ანალიტიკის გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი: ბაზრის, მიზნობრივი და კონკურენტების აუდიტორიის კვლევა; სარეკლამო კომპანიების მონიტორინგი, შედეგების თვალყურის დევნება და ფაქტების მიხედვით მოქმედება; კლიენტების კმაყოფილების დონის მონიტორინგი; მომხმარებლის ქცევის მონაცემების შეგროვება და შეცვლა, რათა საიტი გახდეს უფრო მიმზიდველი და მოთხოვნადი; რა მოსწონს და რას საერთოდ არ ნახულობს თქვენი მომხმარებელი თქვენს ვებგვერდზე; რამდენ ხანს ყოვნდება თქვენს მიერ გაშუქებულ სიახლეზე, კითხულობს მას თუ უმალ ტოვებს ვებსაიტს. თქვენს მიერ დაგეგმილი კამპანიის შედეგის გაზომვა - ჯამში რამდენი ახალი მომხმარებელი მოიყვანა, რამდენი შეინარჩუნეთ გარკვეული პერიოდის შემდეგ და სხვა მრავალი საინტერესო ინფორმაციის დეტალიზაცია, რომლის გამოყენების შემთხვევაში შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი გათვლებში.
ინტერნეტ მარკეტინგის უპირატესობები ინტერნეტ მარკეტინგში ყველაფრის ციფრებით გამოთვლაა შესაძლებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ ახალი ბაზრის დაპყრობას. ინტერნეტ მარკეტინგით თქვენ შეგიძლით მიმართოთ მხოლოთ თქვენს მიზნობრივი აუდიტორიას. ინტერნეტ მარკეტინგით თქვენ შეგიძლიად იოლად შეინარჩუნოთ ინტერაქტიული ურთიერთობა მომხმარებელთან. ინტერნეტ მარკეტინგით შეგიძლიათ გაავრცელოთ ნებისმიერი ინფორმაცია_მაღალი სიჩქარით. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ინტერნეტ მარკეტინგის შესაძლებლობებზე, თუმცა ვფიქრობ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდე ყველა დაინტერესებულ პირს, რათა გადაწყვეტილება გაცილებით მოკლე დროში მიიღოს.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01