რა არის აგრესიული მარკეტინგი და რით განსხვავდება ის კლასიკურისგან ?
აგრესიული მარკეტინგი კლასიკური მარკეტინგისგან თავისი მიზნებით განსხვავდება. ყველაზე დიდი სამომხმარებლო აუდიტორიის დასაფარად აგრესიული მარკეტინგი იყენებს ნებისმიერ, ზოგჯერ მანიპულაციურ საშუალებებს და მეთოდებსაც კი, რომლებიც კლასიკური მარკეტინგის ფარგლებში არ გამოიყენება.
აგრესიული მარკეტინგი არ არის დაინტერესებული მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებით, მათი ლოიალობის გაზრდით და მომხმარებელთა ფონდის გაფართოებით. მომხმარებელი ამ პარადიგმაში არ მოქმედებს როგორც გრძელვადიანი პარტნიორი ურთიერთობისა და განმეორებითი გაყიდვებისთვის, არამედ ის აღიქმება როგორც სარგებლის მოპოვების საშუალება მოკლევადიან და შეზღუდულ დროში.
სწორედ ამიტომ აგრესიული მარკეტინგი იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:
- ფასების დემპინგი (პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა ხელოვნურად დაბალ ფასებში);
- შოკ კონტენტი;
- სკანდალური რეკლამა;
- 2=1 აქცია და სხვა.
ანუ ის მეთოდები, რომლებსაც ჩვეულებრივ ერიდებიან კლასიკურ მარკეტინგის დროს და რომლის მთავარი ღირებულებაც ბაზარზე და მომხმარებლებთან მუშაობის გრძელვადიანი სტრატეგიის გამოყენებაა.
როდის არის მიზანშეწონილი აგრესიული მარკეტინგი?
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აგრესიული მარკეტინგის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ როდესაც კომპანია უაღრესად კონკურენტულ გარემოშია სხვადასხვა შეზღუდვების გამო კლასიკური მარკეტინგული გზებით ვერ აღწევს საჭირო შედეგებს აგრესიული მარკეტინგი არის ის, რაც მას სჭირდება, რადგან მის მეთოდებს შეუძლიათ მიიპყრონ ბიზნესისადმი ყურადღება, გამოარჩიონ ის კონკურენტებისგან და მომხმარებლების დიდ აუდიტორიას სწრაფადვე მიაწოდოს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს შეუძლიათ მათი პრობლემების გადაჭრა.
ტერმინი "აგრესიული მარკეტინგი", შეიძლება აღიქმებოდეს უარყოფითად, მაგრამ ის არ გულისხმობს ცალსახად ნეგატიურ ქმედებებს და სტრატეგიებს, მისი სწორად წარმართვა დამოკიდებულია მარკეტერის გამოცდილებაზე და უნარზე, ითამაშოს პროვოკაციულ წინადადებასა და დასაშვებ ზღვარს შორის.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შორს არ წახვიდეთ და არავითარ შემთხვევაში არ შელახოთ კომპანიის რეპუტაცია.
მარკეტინგულ პრაქტიკაში არის მაგალითები იმისა, თუ როგორ ააშენეს კომპანიებმა თითქმის ყველა სარეკლამო აქტივობა პროვოკაციულ შეტყობინებებზე, შოკში ჩააგდეს სამიზნე აუდიტორია და ამავე დროს არ განიცადეს რეპუტაციის ზიანი, არამედ, პირიქით, მოიპოვეს უფრო დიდი აღიარება და პოპულარობა.
იმისთვის, რომ გამოგარჩიონ კონკურენტებისგან და მოიზიდოთ მომხმარებლები, საჭიროა საინტერესო იდეები. აგრესიული მარკეტინგის დროს რეკლამამ უნდა წამოწიოს კონკურენტების ნაკლოვანებები და მომხმარებლებისთვის მტკივნეული თემები. თქვენ უნდა დაარწმუნოთ მომხმარებელი იმაში, რომ შეთავაზებული პროდუქტი/მომსახურება გადაჭრის მათ პრობლემას- ამისთვის კი მათგან საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება.
აგრესიული მარკეტინგი ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გამოიყენოს:
- ბაზრის წილის გასაზრდელად;
- საწყობში დარჩენილი პროდუქტის გასაყიდად;
- სამომხმარებლო მოთხოვნის შესაცვლელად;
- გაყიდვების გასაზრდელად;
- გაყიდვების სეზონური ვარდნის შესამსუბუქებლად;
- ბაზარზე ახალი პროდუქტის გასაშვებად.
აგრესიული მარკეტინგი იზიდავს მასობრივ აუდიტორიას, ამიტომ უმჯობესია თუ მას მასობრივი მოთხოვნილების პროდუქტსა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის გამოიყენებთ.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01