სოციალური ქსელების კონტენტ-მარკეტინგის 2018 წლის ტენდენციები!
2018 წელს SMM -ში და კონტენტ მარკეტინგში ადგილი აღარ ექნება ქაოსურ პოსტინგს, მექანიკურ მუშაობას, ყოველგვარი სამუშაო გეგმის გარეშე. შედეგს მხოლოდ სოციალური ქსელების კონტენტ-მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება მოგცემთ. რას აკეთებს სოციალური ქსელების კონტენტ-მარკეტინგის სტრატეგია:
- ქრება კონტენტთან დაკავშირებული რუტინული კითხვები;
- პოსტებისთვის ყოველთვის გაქვთ თემები და იდეები;
- შესაძლებელი ხდება შედეგების შეჯამება და გაანალიზება.
10 ნაბიჯი სტრატეგიის შესამუშავებლად,რომელიც ნებისმიერი თემისთვის გამოგადგებათ:
თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რას და რატომ აკეთებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება კონტენტი ეფექტური და რელევანტური. სტრატეგიული ხედვა განსაზღვრავს პროექტის წარმატებას:
- მოახდინეთ სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება. კონტენტ-მარკეტინგი ფორმირდება მომხმარებლების და მათი ინტერესების ირგვლივ. სოციალური ქსელები –მომხმარებლებთან კონტაქტის დასამყარებლად შესანიშნავი პლათფორმაა. მათი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლებს: მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, გადაჭრათ პრობლემები, მიიზიდოთ საიტზე და უბიძგოთ მოქმედებისკენ. გამოყავით აუდიტორიის სეგმენტი შექმენით მომხმარებლის პორტრეტი. გაერკვიეთ მათ შიშებში, სურვილებში, მოთხოვნილებებში და მათ მიერ ინფორმაციის ძიების ალგორითმებში.
- შეადგინეთ საკვანძო შეტყობინებები. პირველ ეტაპზე უკვე გამოავლინეთ სამიზნე აუდიტორიის პრობლემები. ამ ეტაპზე თქვენ უკვე უნდა შესთავაზოთ მათ ამ პრობლემების მოგვარების გზები. შეარჩიეთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ვარიანტი. ის უნდა იყოს ლაკონური – ერთი წინადადება.
- გამოყავით მისია. როცა თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის გზავნილი მზად იქნება- გააერთიანეთ ისინი. შედეგად მიღებული მისია– თქვენი კონტენტ მარკეტინგის ბაზა იქნება .
- დაისახეთ ზუსტი და გაზომვადი მიზნები. გამოყავით დრო მიზნების და დავალებებისთვის. ისინი უნდა იყოს გასაგები და გაზომვადი . მიუთითეთ:
- პირველადი მონაცემები
- შესრულების დრო
- სასურველი შედეგები
ჩაინიშნეთ პროცესში გამოყენებული მეთოდები და ინსტრუმენტები. დააფიქსირეთ, როგორ იცვლება გაყიდვები, შეადგინეთ ყოველთვიური გეგმა.
- შეისწავლეთ კონკურენტები. იმუშავეთ ანალიტიკასთან. დაათვალიერეთ ყველა პლათფორმა: სოციალური ქსელები, ბლოგები, თემატური პორტალები. გადახედეთ სხვების შეცდომებს და არ გაიმეოროთ ისინი. გახსოვდეთ: კონკურენტებზე დაწევა თქვენი მიზანი არა, თქვენ ყველაფერი მათზე უკეთ უნდა გააკეთოთ.
- გამოყავით თემები და საკვანძო ფრაზები. მოახდინეთ იმ ძირითადი თემების იდენტიფიცირება, რომლებიც თქვენ სამიზნე აუდიტორიას ადარდებს. ეს იქნება მუდმივი რუბრიკა თქვენი პუბლიკაციებისთვის.
- ეკონტაქტეთ მომხმარებლებს. შეისწავლეთ მათი ქცევა. შეადგინეთ პოპულარული თემების და კონტენტის ჩამონათვალი.
- გამოიყენეთ სათაურების შაბლონები. გააანალიზეთ საკუთარი და კონკურენტების კონტენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სათაურებს. ყველაზე რელევანტური სათაურები:
- ციფრებით
- ზმნებით
- პერსონიფიცირებუ
გამოაქვეყნეთ რეიტინგები, კრებულები, კონკურსები, ტესტები – და ყველაფერი რითაც თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიქცევას შეძლებთ. რაც უფრო ახლოს იქნებით მომხმარებელთან მით უფრო დიდ უკუკავშირს მიიღებთ მათგან.
- შემოიღეთ კონტენტ გეგმა. შეადგინეთ ცხრილი რომელშიც აღნიშნული იქნება:
- კონტენტის ტიპი
- წყაროები
- მიზანი
- თემები
- პერიოდულობა
- ტონალობა
- შეკრიბეთ სტრატეგია ერთად. გაანალიზეთ ყველა შედეგი ყველა პუნქტის მიხედვით და შექმენით ერთი დოკუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ. ეს საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ პროექტზე სისტემატურად და გახვიდეთ სასურველ შედეგზე.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01