Decoy effect იგივე "მატყუარა" - მარკეტინგული მანიპულაციის ერთ-ერთი ფორმა

Decoy effect იგივე "მატყუარა" ეფექტი არის მარკეტინგული მანიპულაციის ერთ-ერთი ფორმა იმისთვის, რომ მომხმარებელს აყიდინონ ზუსტად ის, რაც წინასწარ ჰქონდათ გათვლილი.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად არის:

  • მომხმარეელი ირჩევს უფრო იაფიან A პროდუქტს;
  • ვიდრე უფრო ძვირიან B პროდუქტს.

მაგრამ მარკეტინგი რისი მარკეტინგია, თუ ასეთი მარტივი არჩევანი გექნებათ?!
ამიტომ რას აკეთებენ?
- ამატებენ მესამე C პროდუქტს
და აქ იწყება თამაში, რადგან საქმეში - მატყუარა ეფექტი შემოდის.
როგორ მუშაობს?
თუ ოდესმე ყოფილარ კინოთექტრში, სავარაუდოა, რომ პოპკორნი შეიძინე.

შენ თუ გექნებოდა მხოლოდ ეს ორი შემოთავაზება:

პატარა 5 ლარიანი - A;
დიდი 9 ლარიანი - B.

DECOY EFFECT

დიდი ალბათობით, აირჩევდი A-ს.

მაგრამ ამ მარკეტინგული მანიპულაციით, შუაში ემატება C - საშუალო ფასი და თუ ვიღებთ მოცემულობას რომ:

  • პატარა 5 ლარი -A;
  • საშუალო 8.50 - C;
  • დიდი 9 - B.

შენი აზრით, რომელს აირჩევს მომხმარებელთა უმეტესობა?
სწორი პასუხია - B.
რადგან ადამიანთა აღქმაში A ძალიან ცოტა ხდება, C ნორმალურია, მაგრამ ძალიან ცოტა დანამატით შეუძლია B მიიღონ.
თავდაპირველი მიზანიც, სწორედ B პროდუქტის გაყიდვა იყო.

არჩევანი

თუ დააკვირდებით:

  • საიტებს;
  • აპლიკაციებს;
  • პროგრამებს;
  • ბრენდებს.

აღმოაჩენთ რომ ისინი სწორედ 3 ფასის შემოთავაზების მეთოდს იყენებენ და მათ ყოველთვის ზუსტად იციან, რომ ორი ყიდის მესამეს.
Decoy Effect-ის გამოყენება ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია გაყიდვების სამართავად და მოსალოდნელი შედეგის მისაღებად.
ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ იყენებ, მაშინ დროა - მიიღო უფრო მეტი სარგებელი უკვე ნაცნობი და დატესტილი მეთოდით.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

Decoy effect იგივე "მატყუარა" - მარკეტინგული მანიპულაციის ერთ-ერთი ფორმა

სხვა სიახლეები